კონტე – ახალი ეპოქის დასაწყისი ?
” იუვენტუსი ” პრეტენზიას მეორე სკუდეტოზე აცხადებს ზედიზედ . პირველი რაუნდი დასასრულს მიუახლოვდა და დაგროვებული ქულები შიშის ზარს სცემს მეტოქეს : 41 ქულა 17 შეხვედრაში , იტალიის სუპერ თასი და პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ქვე ჯგუფში , რომლიდანაც ბიანკონერიმ მოქმედი ჩემპიონი ” ჩელსი ” დატოვა ტურნირის მიღმა . და ეს ყველაფერი კონტეს მიერ მოპოვებული პირველი სკუდეტოს შემდეგ , სეზონში რომელშიც გუნდს მარცხი არ უგემია . ეს მაშინ როდესაც ბიანკონერის არ ჰყავს სივორის , პლატინის და ზიდანის დრონის შემსრულებლები – გასული ეპოქის შემქნელები …
კონტემ ყველაფერი გენიალურად გააკეთა და გუნდი ერთ მუშტად შეკრა , დაუბრუნა გამარჯვების მენტალიტეტი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ . განახორციელა პროდუქტიული სამუშაო ისეთ ჩემპიონებთან ერთად როგორებიც არიან პირლო და ბუფონი . პლიუს მის განკარგულებაში რამდენიმე მართლაც გამორჩეული მოთამაშე მარკიზიო , ვუჩინიჩი , კიელინი და ჯიოვინკო არიან , თუმცა რაც ყველაზე მეტად ანსხვავებს ამ კლუბს სხვებისგან ის სულია რაც ანტონიომ შემატა . სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებით ახალგაზრდა სპეციალისტი პროგრესირების ტემპს კიდევ უფრო დააჩქარებს და უფრო ზუსტ მიმართლებას მისცემს . დღევანდელ ” იუვენტუსს ” აბსოლიტურად ყველაფერი აქვს , რაც წინაპირობას ჰქმნის ახალი გრანდიოზული ეპოქის დაწყებას . ეპოქის რომელიც ორად გაჰყოფს ადამიანებს , ერთ მხარეს გულშემატკივრები ხოლო მეორე მხარეს მტრები . იუვენტინოებისთვის კონტე მართლაც გამორჩეულია , მაგრამ მოდით დროებით ტრაპატონის და ლიპის პერიოდი მიმოვიხილოთ .
შავ თეთრ ისტორიაში ზენიტის ხანგრძლივობა დროის თვალსაზრისით , ყველაზე დიდი ბონიპერტის მმართველობის პერიოდში იყო . 1971 წლიდან 1986 წლამდე .მთელი 15 წელი ! მილანელოდან გაგდებული ტრაპატონი თავის პირველ 10 წელიწადში 6 სკუდეტო მოიპოვა , სამი ევროპის თასი მათ შორის ეიზელში გამართული და ტრაგიკულად დასრულებული . მის გუნდში ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები ასპარეზობდნენ როგორებიც იყვნენ ჯენტილე , ძოფი , კაბრინი , შირეა , ტარდელი , კაუზიო , ბეტეგა , პაოლო როსი ! 1982 წლის მუნდიალის შემდეგ მათ კიდევ პლატინი და ბონეკი დაემატნენ , რომელიც სამი წლის მანძილზე ზედიზედ გახდა ბომბარდირი . ფანტასტიური შემადგენლობა და ” იუვენტუსი ” წარმოუდგენლად ძლიერი ხდება ! მომდევნო 10 წლიანი ესტაფეტა კი ლიპის ხელში გადავიდა , რომელმაც ფაქტიურად იგივე პერიოდში 5 სკუდეტო და ოთხჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში , თუმცა ზუსტად ეს გახდა მისთვის მთავარი პრობლემა , მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ 1996 წლის სეზონში მოახერხა ” აიაქსის ” დამარცხება . ეს ის გუნდი იყო რომლის რიგებშიც დელ პიერო , ვიალი , ბაჯო , რავანელი , დეშამი , ისევ და ისევ კონტე , ტიურამი , ვიერი , ნედვედი და განსაკუთრებით ზინედინ ზიდანი თამაშობდნენ .
ორი გიგანტი – თქვენ თავადაც კარგად ხვდებით თუ რისი გაკეთება მოუწევს ანტონიოს , რომ წლების შემდეგ ისევე გავიხსენოთ ეს ყოევლივე , როგორც ეხლა ვისაუბრეთ მოკლედ ტრაპატონიზე და ლიპიზე . მას მართლაც რომ მუხლჩაუხრელად მოუწევს მუშაობა , რადგან ასეთი დიდი და განუმეორებელი ისტორია უმაგრებს ზურგს , თუმცა ყველაზე მთავარი ის არის რომ მან ეს კარგად იცის და სწორედ ამიტომაც უყვარს იგი ბიანკონერის ტიფოზერიას ! იგი ნამდვილი იუვენტინოა , რომელიც მოსვლის დღიდან უნერგავს ფეხბურთელებს შავ თეთრი მაისურის სიყვარულს და თავდადებას !
მომავალზე საუბარი ერთია და თემის განზოგადოებას ნიშნავს … ამ შემადგენლობით და ამ სტილით კი იუვე ლიგაზე შორს ვერ წავა .. / … მაშინ მატრიმ სეზონის მეორე ნახევარი ბატისტუტასავით უნდა ჩაატაროს და ვუჩინიჩი დეიან სავიჩევიჩი უნდა გახდეს 6 თვით მაინც….. პირველის არ მჯერა ძალიან (ძალიან ნაზი და ზარმაცია) მეორესი კიიიი მჯერა მაგრად ……
Didi konte
კი
snuff-juve
სპს;) გამიკვირდა ერთი 3 ჯერ გადავთვალე დღეები :D
ეგეც უნდა მოვიგოთ და დიდი ფორიტ დავამთავროთ წრე მერე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოტ მაქსიმალურად და სკუდეტოც მოვიგოთ
კალიარი-იუვე პარასკევსაა?
ყოჩაღ !!! კარგია ….
ხო კონტე რო გენიალურობაა ყველამ იცის
წაგება არ ააქვს :შ
http://www.youtube.com/watch?v=q-vE7MSCiTw მაროტას არ უნდა … ახლა ალესანდრო დელ პიეროა ბავშვი და არსენალმა აიყვანა საკმაოდ კარგად თამაშობს
თურმე დელ პიეროს ყველაზე მეტი ჯარიმა აქ გატანილი კლუბის შემადგენლობაში 42
დარწმუნებული ვარ რომ უდიდეს ეპოქას შექმნის კონტე
ლიგის ნახევარფინალში ვინმეს 3 გოლი აქ გატანილი დელ პიეროს კი აუ იმენა ლომი იყო
http://www.youtube.com/watch?v=sz6dyr_HcOw ნახეთ ყველამ ადმინ არ წაშალო მაგარი ვიდეოა დელ პიეროს მთელ ისტორიაზე
ამნაირი ადამიანები აღარ იბადებიან უმაგრესი ვიდეოა ნახეთ ისტორიაცაა რეკორდებიც
ადამინი რომელსაც ქონდა 8 თციანი ტრავმა და მაინც უძლიერესი იყო
http://www.youtube.com/watch?v=GXV4GdPFQik

ამაზე რამდენი ვიცინე :D :D :D ჩავბჟირდი :D :D :D
ბანი !!!
ცოდოები არიან ტო 6-6 თვე რა ამბავია, თან იმისთვის რო არ ჩაუშვეს
ნაპოლის 2 ქულამ გაასწორა, მამენტ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, გინდა +2 ქონდეს და გინდა +5..
რატო ჩამოართვეს ?
ნაპოლის” 2 ქულა ჩამოაჭრეს, კანავაროსა და გრავას დისკვალიფიკაცია მისცეს
იტალიის ფეხბურთის დისციპლინარულმა კომიტეტმა “ნაპოლი” სერიოზულად დასაჯა.
კლუბს 2 ქულა ჩამოაჭრეს იმ ინფორმაციის გაუხმაურებლობის გამო, რაც 2010 წელს ჩაწყობილ თამაშს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ყოფილი მეკარის მატეო ჯანელოს თანახმად, მას, კანავაროსა და ჯანლუკა გრავას ფული შესთავაზეს, რათა გუნდს “სამპდორიასთან” გასამართი შეხვედრა წაეგო.
კანავარო და გრავა 6 თვით დასაჯეს
ძმებო ცხრილს შეხედეთ ნაპოლის ორი ქულა ჩამოართვეს
მაგარია მარა არ ვაფასებ იმის მერე რაც კრასიჩს გაუკეთა
კიდე კაი დღესაც კრასიჩზე არ ვართ დამოკიდებულიი.. მეშვიდე ადგილს ვერ ჩამოვცდებოდით.. ეგ ადგილი მილოშას მაქსიმუმია
http://forum.eaf.ge
ისე არსენალს თუ შეხვდით მაგ შედეგს გამოვასწორებთ
ინგლისური გუნდებიდან მარტო არსენალთან გვაქ ცუდი სტატისტიკა
http://www.alltimesoccer.com/alltime/juventus_vs_arsenal
მგონი ინგლისურ კლუბებთან კიარა მთელ ევროპაში მარტო არსენალთან გვაქვს უარყოფითი შედეგი
ჩვენი დროც მოვა

მარჩელო ლიპი კონტეში გაცოცხლდა, თავად ანტონიო კი მარკიზიოში

გავა წლები და ამ გუნდს ასე არ მოვიხსენიებთ როგორც ლიპი-ტრაპის გუნდს და იცით რატომ? იმიტომ რომ კონტე ფერგიუსონზე მეტხანს დარჩება გუნდში და უბედნიერესები ვიქნებით ყველა იუვენტინო! უბრალოდ გავიხსენებთ და ვიტყვით რომ კონტე რომ მოვიდა ვინ ყავდა გუნდში, ვიტყვით რომ უდიდესი შრომა გასწია და სპილენძისგან ბაჯაღლო გამოიყვანა! 1.ანდრეა ბარძალი – ტიპივოლსბურგის სკამს ხეხავდა,ეხლა კი ჯორჯოს მერე პირველი მცველია იტალიაში 2.ლეონარდო ბონუჩი – სტაბილურობა და თვითდაჯერებულობა შემატა, ლეო კი დღეს ნაკრების უცვლელი წევრია 3.პეპე-ჯაკერინი-ესტიგარიბია ფეხბურტელები რომლებმაც ყურდასმით მიიღეს დარიგებები კონტესგან და ნათქვამი მოედანზე გადაიტანეს. სიმონე პეპე ნამდვილი მაგალითი იმისა, რომ დაუღალავი შრომითა დამონდომებით ყველაფერია შესაძლებელი მარკიზიო-ვიდალი 2 მებრძოლი, რომელთაც შუაში წინამძღოლადპირლო ჩაუყენადა… Read more »