ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩმა შესაძლოა გამოტოვოს ” სამპდორიასთან ” მატჩი

ტურინში საგანგაშო სიტუაცია სუფევს მირკო ვუჩინიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით . ფეხბურთელს კვლავინდებურად ტერფის ტრავმა აწუხებს და ამის გამო მისი ასპარეზობა ” სამპდორიას ” წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას . სამედიცინო შტაბი მაქსიმალურად ცდილობს მის სრულ მზადყოფნაში მოყვანას დაპირისიპირებამდე , მაგრამ კონტემ გუშინდელ ტესტ შეხვედრაში ” კიერის ” წინააღმდეგ მატრი – ჯიოვინკოს წყვილი გამოცადა და დამაკმაყოფილებელი შედეგიც მიიღო . მატჩი 10-0 დასრულდა . გოლები გაიტანეს მარკიზიომ , პოგბამ და მატრიმ . მეორე ნახევარში ოთხჯერ იხეირა ბელტრამემ , თითოჯერ ჯიაკერინიმ , კუალიარელამ და ვიდალმა . საწყის წუთებში შემდეგი შემადგენლობა გამოვიდა მინდორზე : სტორარი , ბონუჩი , ბარძალი კასერესი – ფლანგებზე ისლა და დე ჩელიე , ცენტრში მარკიზიო , პოგბა , პირლო . მეორე ნახევარში მოედანზე ახალწვეული პელუზო გამოჩნდა , რომელიც ორ პოზიციაზე გამოიცადა დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზე : ” დაცვის ცენტრშიც შემიძლია ასპარეზობა და ფლანგზეც . ამ პოზიციებზე არა ერთხელ მიასპარეზია ატალანტას რიგებში . დავიწყე როგორც მცველმა , თუმცა ვცდილობდი პროგრესირება სხვა პოზიციებზეც გამეგრძელებინა . ასეთ კლუბში ასპარეზობა ნებისმიერისთვის ოცნებაა და იმედი მაქვს კარგ ემოციებს რაც შეიძლება დიდხანს გავიხანგრძლივებ ” – განაცხადა ბიანკონერის ახალწვეულმა .

წყარო : La Stampa 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JuventinoToko
11 years ago

ეგ ანგარიში მინდა მეც სამპასთან :D

Dato metreveli
11 years ago

აუ სამწუ ხაროა : :blin: :blin:

d a v i d
11 years ago

იმედია ეს შესვენება ფეხბურთელებს რიტმიდა არ ამოაგდებდა და ყველაფერი მაგრად იქნება :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x