ლისანდრო IN – კუალიარელა , მატრი OUT ?
პრესაში არ წყდება ინფორმაციები ლისანდრო ლოპესთან დაკავშირებით . მიუხედავად იმისა თუ რა განაცხადა ჯუზეპე მაროტამ , ჟურნალისტები ჯიუტად ამტკიცებენ , რომ არგენტინელის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს . იტალიელები მზად არიან 4 მილიონი ევრო გადაიხადონ 29 წლის ფეხბურთელში . თუმცა , ლოპესის მოსვლის შემთხვევაში ფაქტიურად გადაწყვეტილი ხდება გუნდიდან ფაბიო კუალიარელას ან ალესანდრო მატრის წასვლა . ორივე ფორვარდის მიმართ სერიოზულ ინტერესს ” ფიორენტინა ” გამოხატავს . ტურინელებს თავის მხრივ ფრიად აწყობთ ეს ვარიანტი უშუალოდ ფლორენციელებთან რადგან ასეთ შემთხვევაში ზაფხულისთვის გაცილებით გამარტივდება სტეფან იოვეტიჩის ტრანსფერი , რომელიც ძალზედ ახლოს იყო იტალიის 30 გზის ჩემპიონთა რიგებში გადმობარგებასთან , მაგრამ რიგი უსიამოვნებების გამო რომელიც ორ კლუბს შორის მაშინ მოხდა , შეთანხმება არ შესდგა .
წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve
კვალიარელა ან მატრი უნდა წავიდესო და ამ შემთხვევაში “ან” აღარაა საჭირო მატრი უნდა აბარგდეს. ვერადავერ ჩადგა ეგ ბიჭი ფორმაში.
არცერთს გაუშვებენ ბენტნერის პონტში მოიყვანეს ანელკა
ფაბიოს წასვლა მაინც არ მინდა რაა

ბებრები თუ უშველიან ისევ