ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” ეს შეხვედრა გადამწყვეტი არაა ”

არტურო ვიდალი მისი ტრანსფერის შესახებ აგორებულ ჭორებს კიდევ ერთხელ პასუხობს. ჩილელი ფეხბურთელი არც ზაფხულში აპირებს ტურინის დატოვებას, თუმცა ახლა სატრანსფერო ფანჯარაზე არ ფიქრობს და “ნაპოლისთან” მოსალოდნელ დაპირისპირებაზეა გადართული: “ ეს იტალიის უძლიერესი გუნდია და მინდა აქ დავრჩე, რათა ამ მაისურით გამარჯვებების მოპოვება გავაგრძელო. ანტონიო კონტე ყოველთვის მეხმარებოდა, მიხსნიდა ყველაფერს და პირდაპირ მეუბნებოდა, თუ რას ითხოვდა ჩემგან. “იუვენტუსის” ისტორია ვიცი, რამდენიმე წლის წინ საუკეთესო გუნდი იყო და მჯერა, მალე ისევ მიაღწევს მწვერვალს. ჩემ გვერდით არაერთი უძლიერესი ფეხბურთელი თამაშობს, სწორედ ესაა გამარჯვების საწინდარი. როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ სრული ჰარმონიაა. “იუვენტუსს” აქვს ის რაც, ნებისმიერი გუნდის დამწუხრებისთვისაა საჭირო, აქ არის ის, რაც “სკუდეტოსა” და “ჩემპიონთა ლიგის” მოგებას სჭირდება. “ნაპოლი”? რთული და ღია მატჩი იქნება, ნამდვილი ორთაბრძოლებით პირველივე წუთებიდან. “ნაპოლი” ძლიერია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და სახიფათო კადრებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის ჰამშიკითა და კავანით, რომელთაც ნამდვილად ეხერხებათ გოლის გატანა. გადაწყვეტს თუ არა ეს შეხვედრა ტიტულის ბედს? კიდევ 11 მატჩი და 33 ქულა იქნება სასწორზე, ეს კი ძალიან ბევრია. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

:love: :love: :love: :forza: :forza:

juveboy-leo
11 years ago

oo ai arturo ki calke temaa
mauro kamoranezs maxsenebs xshirad masavit mebrdzolia,namdvili da girseuli memkvidrea
juvemde erterti rigiti fexburteli iyo axla ki martlac supermenia sagol vidaal!!!!!!!!!!!!!!!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x