ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : ” მიზანი ? ტიტულის დაცვა და მუნდიალზე კვალიფიკაცია ”

” მნიშვნელოვანი მატჩი იქნება , თუმცა იმის თქმა ზე გამორჩეული და გადამწყვეტი ნამდვილად გადამატებული იქნებოდა , რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი არ არის . ფინალური სასტვენის შემდეგ , ორივე კლუბს საკმაოდ ბევრი მართლაც მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება . გამორჩეული შეხვედრაა , მაგრამ ისეთი რომ ასეთ აჟიოტაჟს იწვევდეს არა . საკმაოდ მშვიდ ტემპში ვემზადებით , რასაც ” სიენასთან ” ჩატარებული 90 წუთიც მოწმობს . ნეაპოლიტანელებზე ფიქრი კი მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათიდან დავიწყეთ . რამდენიმე შეხვედრა არა სასურველი გზით წარვმართეთ და მარცხი , მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია . ისე კი , ჯერ ჯერობით არცერთ კლუბს არ უჩვენებია , რომ რაიმეთი გვაჯობა . თუმცა მეტოქის არ დაფასება დაუშვებელია , რადგან სწორედ ასე ჩნდება მარცხის რისკი “ – საუბრობს ჟურნალისტებთან ანდრეა პირლო .

” წელიწად ნახევარია ერთად ვთამაშობთ და სწორედ ამაში იმალება ჩვენი წარმატების საიდუმლო . შარშანდელი სეზონის შემდეგ ვიგრძენით , რომ ეს შესაძლებელი იყო . ის რაც შარშან მოხდა არ იყო გადაწყვეტილი , უბრალოდ თითქოს სპონტანურად და უცბად განხორციელდა . ევროპაში სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება , აქ არაფერი მოგვიგია . არსებობენ კლუბები , რომლებიც გვჯობნიან დღეისათვის , მაგალითად რეალი და მანჩესტერი … თუმცა არა ისე რომ ძალიანაც შორს იყვნენ ჩვენგან . მაგრამ ძლიერები არიან , თან ძალზედ . ყველა პოზიციაზე ჩემპიონები ჰყავთ და ჩვენ კი არა . გვსურს დავრჩეთ ლიგაში და მივიღოთ ამისგან დიდი სიამოვნება . ჯერ ჯერობით ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია . მაისამდე სკუდეტო უნდა მოვიპოვოთ და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ ლიგაში ” .

” წლებს თავისი მიაქვს ყველასთვის , მაგრამ თავს ისევე ვგრძნობ როგორც გასულ სეზონში , რომელიც ერთ ერთი საუკეთესო გახდა ჩემთვის . ერთი პერიოდი იმასაც კი ამბობდნენ , რომ 10-იანს ვიმსახურებდი . ვამაყობ ამით , რადგან ეს ფაქტიურად აღიარებაა . უბრალოდ ვცდილობ იმავე დონეზე შევინარჩუნო ფორმა . მოედანზე არც ლაპარაკობენ და არც ხუმრობენ , იქ მხოლოდ მუშაობენ . სხვა საქმეა გასახდელი , მაგრამ ეს უკვე პირადია . არ მსიამოვნებას ყურადღების ცენტრში ყოფნა , საკმაოდ მკაცრი ეტიკეტი გამაჩნია . ეს ჩემი გადაწყვეტილებაა , მსურს არ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა და ვიცხოვრო სიმშვიდეში . სწორედ ეს არის ჩემი სტილი ” .

” გარკვეული საუბრები ჩემდამი დაინტერესების თაობაზე მოდიოდა და ეს სასიამოვნოა თუ ჩემს ასაკს გავითვალისწინებთ . თუმცა , დარჩენა გადავწყვიტე . კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა დავყო ტურინში და უკვე ამის შემდგომ შევხედოთ მოვლენების განვითარებას . ვითამაშებ იქამდე , სანამდეც ვიგრძნობ რომ შემიძლია უმაღლეს დონეზე საკუთარი საქმის კეთება . მომავლისთვის ჯერ ჯერობით არანაირი პროგრამა არ გამაჩნია . მიზნებს რაც შეეხება … იუვენტუსსთან ერთად ჩემპიონის ტიტულის დაცვა და კვალიფიკაცია მუნდიალზე ნაკრებთან ერთად . ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი მუნდიალზე ასპარეზობას და მის მოგებას . კონკრეტულად ბრაზილიაში არა , რადგან ასეთ დროს ადგილს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ” .

” კონტე ? დიდებული მწვრთნელია . თუ სხვა ლიგაში განაგრძობს კარიერას , აუცილებელი იქნება ენის კარგად შესწავლა , რადგან მისთვის ვერბალური კონტაქტი გადამწყვეტი ფაქტორია . მაგრამ რატომღაც მგონია , რომ სხვაგან ისევე კომფორტულად არ იგრძნობს თავს როგორც ტურინში , სწორედ აქ არის მისი ადგილი . თუმცა , ის თავისუფლად შესძლებდა სხვა კლუბში მუშაობას ” .

 

წყარო : La Repubblica

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaja zaridze
11 years ago

ნაპოლი უნდა დავამარცხოთ!!!!!!!!!!!!!:lol::lol::lol:

bacho kochlashvili
11 years ago

პირლომ კარიერა იუვენტუსში რო დაასრულოს რა კაი იქნება <3

PIto
11 years ago

aბა სად უნდა წავიდეს ამ ასაკში??? ჩემი საყვარელი logicMan-ი ხარ :juvee:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  PIto

სად წავიდა დელპიერო? პირლოს ბაბუის ხნიაა მემგონი
პირლო ძაან დააფასებს იუვეს თუ კარიერას აქ დაამთავრებს, თუ წავა და ვინ დაუშლის

bacho kochlashvili
11 years ago

1juve +1

bacho kochlashvili
11 years ago

ძაან მაინტერესებს ბევრი რამე რო მოიგოს ტურინშიც არ შეილება რომელი გუნდში ან ამერიკაში ან სადმე როგორც დელპიერო ბექემი რობი კინი და ასე შენმდეგ უმეტესობა წავიდა არ შეილება ბურთის საგორებლად წავიდეს ბოლოს თუ რას მეუბნები .

მადლობა :3

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x