ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: ” კონტე ლიპისა და კაპელოს გვერდით დადგება “

“ნაპოლისთან” დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე მოახლოებულ შეხვედრაზე პაველ ნედვედი საუბრობს. “იუვენტუსის” მაღალჩინოსანი ანტონიო კონტეს მიერ გუნდში გატარებულ 18 თვესაც აფასებს და ამბობს, რომ მალე იტალიელი სპეციალისტი ისეთი მწვრთნელების გვერდით დაიკავებს ადგილს, როგორებიც მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო არიან.

კონტე ნამდვილი ვარსკვლავია, მომწონს მისი მიდგომა. მის სიმშვიდეს გვერდით მყოფებსაც გადასცემს ხოლმე და შედეგიც ასე მოდის. რაც შეეხება ლიპისა და კაპელოსთან შედარებას, მისი ასაკის გამო, ჯერ იმდენის მიღწევა ვერ შეძლო, რამდენსაც მათ მიაღწიეს, თუმცა ნელ-ნელა უეჭველად დაეწევა მათ. ის ერთ-ერთი საუკეთესოა. იმისთვის, რომ საუკეთესო იყო, უნდა შეგეძლოს, შენი პიროვნებისა და შენი იდეების გავრცელება. ამის გაკეთება კონტემ კარგად იცის, ამიტომაც, როცა თამაშებზე სტადიონზე მივდივარ ხოლმე, ყოველთვის ნასიამოვნები ვრჩები. გუნდს შინაგანი ძალა და ხასიათი აქვს, ეს წნეხის ქვეშ აქცევს მოწინააღმდეგეს, ფეხბურთელები მუდმივად გოლის გასატანად მიიწევენ.

“ნაპოლისთან” მატჩი “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება. კიდევ 11 შეხვედრაა სათამაშო და ბევრი რამე დევს სასწორზე. ნეაპოლელებს რამდენიმე ბრწყინვალე, მსოფლიო მნიშვნელობის ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად. ისევე შეუძლიათ “სკუდეტოს” მოგება, როგორც ჩვენ. პარასკევის მატჩი უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ არაერთი რთული დაპირისპირება გველის. ”

ასეთ ატმოსფეროში თამაში სწორედ ისაა, რაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, მისი გამოცდისას საოცარი გრძნობა გეუფლება. “სან პაოლოზე” გამართული მატჩები ყოველთვის კარგი გამოდის, მათგან სიამოვნებას ადრე როგორც ფეხბურთელი, ახლა კი როგორც გუნდის წარმომადგენელი ვიღებ. 2006-2007 სეზონებში ორივე გუნდი “სერია ბ” -ში იყო, ახლა კი ისინი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში არიან ჩართულნი. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ ამ გუნდებმა საოცარი სამუშაო გასწიეს. ” -აცხადებს ნედვედი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nodari gogaladze
11 years ago

:forza: :forza:

FeNoMeNo-9
11 years ago

ჯოვინკოზე მეც დავაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ აზრზს. ეგ ბიჭი არ არის იუვეს დონის და ამას ყველა ვხედავთ წლევანდელ სეზონში. კი ცდილობს, წვალობს, რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ როცა ფებხურთელს კლასი აკლია სულ რომ ტრ..კზე გაიხეს მაინც ვერ გახდა ტოპ კლასის იგროკი!!! ტყუილად ეძებთ მაგ კაცში დელპიეროს შემცვლელს. სებას ასაკში, რომ იყო ალექსი მთელი მსოფლიოსი სახელი ქონდა გავარდნილი და იუვეს კაპიტანი და სიმბოლო გახლდათ. ;)

bibobibo
11 years ago

ჯოვინკოს ჯერ მართლაც არაპერი არ გაუკეთებია იმნაირი რომ რამე განსაკუტრებული ექნას არაპერი ეტყობა მაგას დელპიეროს შემცვლელის შეიძება ეხლა თავდასხმელებ რომლებ იც გვყავს ჯოვინკო ჯობდეს მარა აი რუნი აგუერო ვანპერსი ბენზემა იგუაინი სუარესი ფალკაო კავანი ჯეკო აქედან 2 რომ გყავდეს ატვოჩაი ვარ ჯოოვინკო იმენა სკამს გახეხავს…..მაგის მოყვანას დელპო დაეტოვებინატ ის ჯობდა…რომელ გადამწყვეთ მომენტში შეაგდო ერტი გოლი ინტერტან მილანტან რომასთან ნაპოლისთან თუ ვისთან გაიტანა…ჯოვინკოზე მეტი მატრის და კვალის აქვტ ჯუვესი გაკეტებული მე თუ მკიტხავ

delpieronedved
11 years ago

Matěj Vydra ეს უნდა იუვეს ეს ფეხბურთელი

zura-1982
11 years ago

ჯოვინკოს დედას ……. და ვისაც უნდა ამ სიტყვებიზა პასუხი მომოთხოვოს დამირეკოს 551717119 ნომერზე… მართლაც ვისაც ფეხბურტი ესმის ყველამ იციცს რო ჯოვინკოს არაპერი შეუმატია ჯუვეზე.. ბოდიში ასეთი კომენტარისთვის მაგრამ ამოვიდა ასეთი კომ ცაკიტხვა.. გულშემატკივრობა ერთია და ლოგიკურობა მეორე. დიდი სიამოვნებით შეგეჯიბრებით ჯუვეს ბალეშიკობაში ნებისმიერს,,, მაგრამ არასოდეს დავკარგავ ლოგიკურობას ზმებო…. ანუ თხოვთ სიმართლეს თვალი გაუსცორეთ :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

კონტემ კილომეტრიანი პრესკომფერენცია ჩაატარა, რა თქვა საინტერესოა

11 years ago

უნდა მოვიგოთ ბიჭებო და 9 ქულა იქნება სხვაობა, მერე შეუძლიათ ლიგის წინა თამაშები ჩააგდონ :mrgreen:

11 years ago

ეს ბუფონი და დელ პიერო იუვეთი ცხოვრობენ :forza: :juvee:

ალეკო კოკაია

კაცი ლეგენდა :forza:

Samtrediel90
11 years ago

გენაცვალე პაველლ :love:
N1 იუვენტინო ბუფონის მერე ჩემთვის

neko-neko
11 years ago

ნეეედვედ კლასი ხარ ! :love:

d a v i d
11 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x