ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი კონტეზე , იბრაჰიმოვიჩზე , კავანიზე და …

პოპულარული ტელეგადაცემა ” თერთმეტის ” მორიგი სტუმარი გახლდათ ” იუვენტუსის ” ფუნქციონერი და წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ჩეხი პაველ ნედვედი . პიერლუიჯი პარდოსთან ინტერვიუს დროს მან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა . მაგალითად თემა იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებას შეეხო ტურინში , ასევე ანტონიო კონტეს , რომლის მიმართაც პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ დაინტერესებას …

როგორ ბრძანდებით პაველ ? ბოლო ინფორმაციით თქვენ ბეინასკოს სტუმრობდით . სხვათაშორის ეს ჯიოვინკოს მხარეა …

” დიახ , ის მართლაც ჩვენი პატარა ჯიოვინკოს მხარეა . ეს ერთ ერთი იმ ადგილთაგანია სადაც არცთუ ისე ხშირად ვხვდები ხოლმე და ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობ ” .

” იუვენტუსი ” ბოლონიას უპირისპირდება , მაგრამ შაბათსვე ტურინში კონცერტს ” ფინლეი ” გამართავს . წახვალ მასსზე ?

” შაბათს საღამოს დაკავებული ვიქნები და ვნახოთ , იქნებ შემდეგ ჯერზე მოვახერხო ” .

პაველ , მოგწონს დღევანდელი ” იუვენტუსი ” ? მასში იგრძნობა ის ძველი სულისკვეთება და ძალა …

” ორი აზრი არაა . სიმართლე გითხრათ უკანასკნელი შეხვედრის დროს ძალზედ ვნერვიულობდი . ერთი შეხედვითაც კი თვალშისაცემია , რომ კარგ გზაზე ვიმყოფებით ! ეს კონტეს ” იუვენტუსია ” ” .

შენ დირექტორთა საბჭოს წევრი ხარ . როგორ ჩანს ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და როგორ გადასცემ მას სხვებს ?

” სწორად გაუსვით იმ ფაქტს ხაზი , რომ ეს მართლაც გადადის . სწორედ ამიტომ ამირჩია პრეზიდენტმა . ფაქტია , რომ კონტეში ყველაფერია რისი დანახვაც გვსურდა გუნდში . როგორც ჩანს საწადელს მივაღწიეთ : კლუბი ერთი დიდი ოჯახი გახდა !  ” .

ელოდი რომ ყველაფერი ასე კარგად განვითარდებოდა ? როგორი იყო მინდორზე კონტე ?

” ფეხბურთელობისას , ჩემს უკან ასპარეზობდა და ყოველთვის საჭირო რჩვებს მაძლევდა . როდის წავწეულიყავი წინ და როდის არა . ხოლო მწვრთნელობისას საერთოდ გამაოცა . რასაც ის წვრთნების დროს აკეთებს , ეს საოცარია და მართლაც გარწმუნებს მის სიძლიერეში ” .

როგორ ფიქრობ თავად თუ ხარ მზად მოედანზე გასასვლელად ?

” არ ვიცი . ფიზიკურად მართალია საერთოდ ახლოსაც არ ვარ იმ კონდიციებთან , მაგრამ სურვილი რომ დიდი მაქვს ეს ფაქტია ” .

გუშინ ჯიაკერინის გატანილმა გოლმა , შენი თავი ხომ არ გაგახსენა 2002 წელს ?

” პიანჩენცასთან დაპირისპირება … რა თქმა უნდა მაგრამ მაშინ ბურთი ცოტათი უფრო ადრე გავიტანე ვიდრე ჯიაკმა . მაგრამ ემოციის თვალსაზრისით , ინდენტური იყო . გუშინ ფანტასტიური დღე იყო ” .

პოგბა ? როგორ აირჩიეთ იგი და ვისი გადაწყვეტილება იყო ?

” არა ერთ ადამიანთან ვმუშაობთ , მაგრამ პოლის თამაშის დანახვისთანავე მივხვდით თუ ვისთან გვქონდა საქმე . პლიუს ამასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მინო რაიოლასთან , რომელთანაც აზრებს ვცვლი . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , თავად კლუბი იყო დაინტერესებული მისი შესყიდვით . თავად , როდესაც პირველად ვიხილე მისი ასპარეზობა , ვთქვი რომ დიდი ფეხბურთელი დადგებოდა ” .

არ მახსენდება მის ასაკში მისნაირი ძლიერი მოთამაშე …

” გეთანხმებით , თუმცა ამ მაისურს თავისი წონა გააჩნია ისევე როგორც სხვა ევროპულ გრანდებს , მაგრამ … 19 წლის ასაკში ის უკვე გამორჩეულია . მას უკვე ეხლა ძალუძს ბიანკონერის ნახევარდაცვაში ასპარეზობა , არადა ეს ძალზედ ცოტას შეუძლია მის ასაკში . ვფიქრობ ის უნიკალურია ” .

იცოდი , რომ ბარძალის და ვიდალის ტრანსფერები გადამწყვეტი იქნებოდა ? არტურო , ის საერთოდ შენ ძალზედ გგავს ხასიათით …

” როდესაც ჩილელს ვყიდულობდით ვხვდებოდით თუ რა მნიშვნელობის მოთამაშეს ვიმატებდით . იგივე სიტუაციაა ბარძალისთან დაკავშირებით . საერთოდაც ვფიქრობ ანდრეას ჯეროვნად არ აფასებენ , იგი დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო მცველია , რომელიც არასოდეს სცდება – ის ნამდვილი ჩემპიონია ” .

მზად არის კლუბი ფორვარდისთვის 30-40 მილიონის დასახარჯად ?

” ვფიქრობ ჩვენი ტიპის ფორვარდებს , ეფექტურად ვიყენებთ . კონტე გენიალურია ამ მხრივაც . რა თქმა უნდა კარგად გვესმის თუ რა ასპექტებში გვიჭირს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით , მზად ვართ გავაძლიეროთ კონკრეტული პოზიცია , მხოლოდ საჭიროებისამებრ . სურვილი კი ასეთი თანხა დავხარჯოთ არ გაგვაჩნია ” .

უყურე ამაურის თამაშს ? გასულ უიკ ენდზე მან ჰეთრიკი შეასრულა და ჩემპიონატში საერთო ჯამში უკვე ცხრა ბურთი დაუგროვდა . რა არ წაუვიდა მას ტურინში ?

” ნამდვილად არ ვიცი . გუშინ ვუყურე მის ასპარეზობას და შემიძლია თამამად ვთქვა , რომ ეს სწორედ ის ამაური ვიყო ვის მხარდამხარ ვთამაშობდი . მაშინ ვიცოდი , რომ ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო , რომელმაც იცოდა გოლის გატანა ” .

გსმენია თუ არა ინგლისური კლუბების დაინტერესების შესახებ კონტეს მიმართ ?

” სანამ ტურინში ვარ ანტონიო არ დატოვებს კლუბს . ვხუმრობ რა თქმა უნდა , უბრალოდ მესმის მისი ფასეულობების შესახებ . მანამ სანამ მას სურს ჩვენთან ყოფნა , ის იქნება ჩვენთან ” .

გსურს , რომ იბრა ტურინში დაბრუნდეს  ?

” სიმართლე გითხრათ , ძალიან . იბრა იმ სამეულში შედის სადაც მესი და რონალდო იმყოფებიან . მას თავისუფლად შეუძლია გადამწყვეტ მომენტში მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი . მსურს თუ არა რომ დაბრუნდეს ? დაუფიქრებლად დიახ ” .

პაველ , მოგწონს ჰარლემ შეიკი ?

” არა რა თქმა უნდა , ეს ახალგაზრდებისთვის არის ” .

და რამდენიმე წლის წინ იქნებოდი მზად შეგესრულებინა თავადაც ?

” ახალგაზრდებისთვის ეს მშვენიერი გასართობია . ალბათ მე ნიღაბსაც კი არ გავიკეთებდი ” .

არასოდეს გიფიქრია სამწვრთნელო კარიერა რომ დაგეწყო ?

” არ ვიცი . იმ პერიოდში აუცილებელი იყო დამესვენა , უკვე შემდგომ კი არ შემეძლო მეგობრისთვის – ანდრეა ანიელისთვის უარი მეთქვა . ამიტომ მოხარული ვარ , რომ დავბრუნდი და ის ემოციები განვიცადე , რასაც ფეხბურთელობისას ვიღებდი ” .

პატარაობისას სულ იმაზე ფიქრობდი , რომ ფეხბურთელი გამოხვიდოდი ?

” დიახ , ისეთი პატარა ვიყავი რომელიც დილიდან საღამომდე ფეხბურთს თამაშობდა . დედა ხშირად მეჩხუბებოდა ამის გამო , რადგან შინ ყოველთვის ბოლომდე დასვრილი მაისურით მივდიოდი საფეხბურთო მოედნიდან . თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არა ჩვეულებრივ დროს ვატარებდი და ვთამაშობდი იმდენს რამდენსაც მოვისურვებდი ” .

მართალია , რომ ერთხელ ბაბუასთან ერთად 20 წუთი ირბინე მატარებელს რომ დასწეოდით ?

” დიახ . სხვათაშორის ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხალი მყავს . დატვირთული მივრბოდით , რადგან მანქანა ჩემს ოჯახს მაშინ არ ჰყავდა , ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდით ” .

რას გახსენებს ეს ფოტო სურათი ?

” 96 წლის მუნდიალს , რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხდით . მატჩს იტალიელი არბირტრი პაიეროტა სჯიდა , მეტოქე გერმანიის ნაკრები და საბოლოო შედეგი 2-1 . ოლივერო ბირჰოფმა ორი ბურთის გატანა მოახერხა ჩვენს კარში ” .

რა მოგონებები გაკავშირებს ” ლაციოსთან ” ? გულშემატკივრობ მათ დღემდე ?

” ვფიქრობ ლაციოს ბევრ ქომაგს დაავიწყდა უკვე ის კლუბი რაც მათ ჰყავდათ , მაგრამ ყველამ კარგად იცის რომ ყოველთვის 100 % – ით ვიხარჯებოდი ამ კლუბისთვის . არ მეშინია ამ ყოველივეს თქმის , პირიქით მივესალმები მათ და სწორი საქციელია . ეს იყო ლამაზი წლები ძლიერ კლუბთან ერთად , რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო ” .

არასოდეს არ ყოფილხარ რომის ცენტრში ?

” ხუთი წლის წინ აღმოვჩნდი პირველად და ძალზედ ნასიამოვნები დავრჩი ” .

შეხვედრილხარ თუ არა პაპს ?

” საბედნიეროდ ორჯერ მოვახერხე და ხელზეც ვაკოცე . შვილის შეძენის შემდეგ , ეს ალბათ ერთ ერთი ყველაზე ემოციური რამ იყო ჩემს ცხოვრებაში . გამორჩეული პაპი იყო და ბედნიერი ვარ , რომ მოვახერხე მისი ნახვა ” .

შემდეგი ფოტო სურათი … 2002 წელი უდინე …

” ამ ფოტოზე რომ იცოდეთ პობორსკის ვხედავ , რომელსაც მატჩის წინ ვესაუბრე და მეხუმრა , რომ ორი ბურთის გატანას მოახერხებდა . მაშინ ბევრი ვიცინეთ ამაზე . რეალურად კი მოხდა რა ? კარელმა მართალაც შესძლო ინტერის წინააღმდეგ დუბლის გაკეთება და შედეგად იუვენტუსსმა , ნერიაძურის მარცხით ისარგებლად და სკუდეტო მოიპოვა ” .

ფოტო სურათი , რომელიც ნაკლებად სასიხარულოა … 2003 წელი , შეხვედრა მადრიდის რეალთან …

” შვეიცარიელი არბიტრი . ვფიქრობ მან სამართლიანად მომცა გაფრთხილება , რადგან წესების დარღვევა აშკარაა . ამ სურათზე ჩანს ჩემი ტრაგედიაც და ასევე ბედნიერებაც , რომელიც ” იუვენტუსის ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით არის გამოწვეული ” .

გაცვლიდი ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასსზე  ?

” დაუფიქრებლად გავცვლიდი , რადგან ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და სიხარულიც კოლექტიურია შესაბამისად ” .

ეს იყო სკუდეტო კაპელოსთან ერთად . როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ თასებთან ?

” ვფიქრობ რომ სრულებით დამსახურებული სკუდეტოებია , ჩვენ იგი მოედანზე მოვიგეთ ” .

ბოლო სურათი . პაველ ნედვედი სერია ბ-ში . რა გამოცდილება შეგმატა იმ პერიოდმა ?

” წარსულში რომ გავიხედო , ” იუვენტუსსში ” დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო . სერია ა-ში დაბრუნება არ იქნებოდა ისეთივე ადვილი , ყველა რომ წასულიყო . ბიანკონერი დღეს არ ისაპარეზებდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში , ამიტომ ვამაყობ ყველა ფეხბურთელის გამო ვინც მაშინ დარჩა ტურინში . იგივე ფეხბურთი იყო , იგივე მოედანი , ბურთი და პარტნიორები ” .

მოგწონს ავტომობილები ?

” ადრეულ ასაკში მსიამოვნებდა და გატაცებულიც კი ვიყავი ” ფერარით ” . მყავდა კიდევაც ამ მარკის მანქანა , მაგრამ რატომღაც გარაჟში იდგა სულ . იმიტომ რომ ეს ცოდვა იყო ” .

პაველ , რამდენად ხშირად ფიქრობ კავანის შეძენაზე ?

” ეჰ … მარტო მე მის შეძენას ვერ მოვახერხებ , არადა ძალზედ მომწონს იგი . პირველ რიგში არა იმიტომ რომ გოლების გატანა იცის , არამედ იმიტომ რომ ისევე მუშაობს გუნდზე როგორც ნახევარმცველი . ასეთ მახასიათებლებს ფორვარდში ხშირად ვერ ვიხილავთ . გადაჭრით შეიძლება იმის თქმა , რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს . ჩვენი ” იუვენტუსისთვის ” ის იდეალური ფეხბურთელი იქნება ” .

ქალაქური ლეგენდები : ამბობენ , რომ ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მოდიოდი და ერთი საათით გვიან მიდიოდი …

” ყველა ისე აქცევს ყურადღებას საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს , როგორც ის თვლის საჭიროს . უძლიერეს ფეხბურთელებთან ვთამაშობდი , ამიტომ სხვებზე მეტად უნდა მევარჯიშა . დიახ , ასე ვიქცეოდი და ვთვლი , რომ სწორსაც ვაკეთებდი ” .

2009 წელი  , 31 მაისი – ” იუვენტუსი ” – ” ლაციო ” 2:1

” ბოლო მატჩი იყო , რომელმაც უდიდესი ემოცია დამიტოვა . ვხედავდი თუ რამდენი ტიროდა და რამდენი იცინოდა და მე ბედნიერი ვიყავი . ეს დიდი სიამოვნება იყო ” .

პაველ , მოგწონს ბარსელონას საფეხბურთო ფილოსოფია ?

” მომწონს როდესაც ისინი მიზანდასახულად მოქმედებენ . მილანში მე ვერ ვიხილე სახიფათო და ასეთი მიზანდასახული კლუბი . ისინი უბრალოდ აგორავებდნენ ბურთს და ასეთ ფეხბურთს შედეგი არ მოაქვს . მათ ხიფათი უნდა შეექმნათ მეტოქის კართან , ხოლო ის რასაც აკეთებდნენ , დროის კარგვაა და მეტი არაფერი ” .

2009 წლის მაისში ინტერს და კერძოდ მოურინიოს ჰქონდა გიჟური იდეა შენ გაფორმებასთან დაკავშირებით . უარი შენ თქვი , თუ რაიოლამ ?

” არა , გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო ერთპიროვნულად . არ ვიყავი ამისთვის მზად , ამაზე რაიოლამაც ისაუბრა ” .

მატჩების მსვლელობის დროს , ტიფოზები ხშირად ასრულებენ სიმღერებს შენს საპატივცემლოდ …

” მრცხვენია ასეთ დროს . დღეს უკვე აღარ ვთამაშობ და უმჯობესი იქნება თუ ისინი იმ ბიჭებზე იმღერებენ , რომლებიც მოედანზე იუვენტუსის ღირსებას იცავენ . მიუხედავად ამისა , როდესაც ასე მეგებებიან უბედნიერესი ვარ . მეორეს მხრივ მრცხვენია როგორც უკვე გითხარით , რადგან აღარ ვარ ფეხბურთელი ” .

იყო მომენტი როდესაც შეგეშინდა ინტერის , რომელმაც სტუმრად დაამარცხა ” იუვენტუსი ” ?

” გამაკვირვა ნერიაძურიმ , რომელამც შინ დაგვამარცხა და თან საკმაოდ იოლად . ვფიქრობდი , რომ სწორედ ისინი გაგვიწევდნენ სკუდეტოსთვის კონკურენციას , მაგრამ მათ მალევე გაუშვეს სადავეები ხელიდან ” .

შეგვიძლიათ ვთქვათ , თუ არა რომ ნაპოლის კრიზისი დაეწყო და როგორ იმოქმედებს ეს კავანიზე ?

” ბევრი ქულა დაკარგეს ბოლო პერიოდში და პლიუს ამასთან ევროპა ლიგასაც გამოემშვიდობნენ . ვუყურე მათ დაპირისპირებას , რადგან ეს ჩეხური კლუბის წინააღმდეგ ვითარდებოდა . დღეისათვის მათი საზრუნავი მხოლოდ შიდა გათამაშება იქნება და ვფიქრობ ყველა ღონეს იხმარენ , რომ ამაღლებულ ნოტაზე დაასრულონ იგი ” .

აირჩიე მეტოქე ვისაც ფინალში შეხვდებით …

” სასიამოვნო იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ვინ იქნება მეტოქე ამას შემდეგ შევხედავთ ” .

რევანში მილანის წინააღმდეგ ?

” ვნახოთ რა იქნება 10 წლის შემდეგ .  ცოტათი მოურინიოს რეალი მაფიქრებს ” .

მილანი გასცდება ბარსელონას ?

” დიახ , დიახ , დიახ . ვერ ვხედავ დღევანდელ ბარსელონაში იმ ბრწყინვალებას , რომელიც მილანს შეაჩერებდა ” .

რას ფიქრობ ბუფონზე , წლები ხომ მიდის …

” ბუფონი უკონკურენტოა , ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა . არა ერთ ძლიერ მეკარესთან ერთად მითამაშია – ლაციოში მარკეჯანი , პერუცი … ბუფონი … ჩეხი ეროვნულ ნაკრებში , მაგრამ ჯიჯიზე საოცარი პირველი ნომერი არსად მინახავს ” .

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის პაველ …

” თქვენც დიდი მადლობა მოწვევისთვის ” .

 

წყარო : TuttoJuve.com

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კენჭისყრაზე გალა მინდა,იქნებ მოვახერხო სტამბოლში ჩასვლა))) იფიქრეთ თქვენც))))

zviadi basilaia
12 years ago
Reply to 

კარგი აზრია მაგრამ მანდ ბილეთები პარასკევს როგორც კი დასრულდება კენჭისყრა მაშინვე გაიყიდება ყველა ბილეთი :D

მეოთხედფინალი როდის არის არ იცის ვინმემ ? : ))

12 years ago

ჰო ვიცი,მარა ასეთი შანსი როდის იქნება კიდე,თუ დაეჯახა რა თქმა უნდა..))გადამყიდველისგან მაინც იშოვი ან ვინმე ნაცნობს გამოვნახავ იქ და იშოვი მოკლედ იმედია : )არ ვიცი როდისაა..

zviadi basilaia
12 years ago

აი ეს არის თავიდანვე შემართებით უნდა ითამაშო და არა მიწურულს :/
მალაგას ვულოცავ…
ბაიერნის დედაც…

zaza kvashilava
12 years ago

აუ არსენალმა სახში რა ბანძი ბურთები გაუშვა რა, თორემ შანსი კი ექნებოდა დღეს რაა, მაგრამ იმედი მაინც არის ჯერ და აბა მიდი ვენგერ დაგვანახე შენი გენიოსობა

zviadi basilaia
12 years ago

არსენალი გავიდოდეს რაა.. მაგრად მესიმპათიურება ეს გუნდი :chuvak:

d a v i d
12 years ago

dato_juventino

პეპე მაინც ძველი გვარდიელია და მაგიტო არ შევეხე :chuvak: და ისე სიმონეს ძირითადში მაინც არ მოვიხსენიებ და ზამენაზე ისლაზე კარგად კიდაჯდება :c:

d a v i d
12 years ago
Reply to  d a v i d

და ისე ჩემს ქვედა კომენტარს თუ გადაიკიტხავ მაქ ჩამოწერილი თუ ვინ უნდა გაუშVან გუნდიდან :kiss:

dato_juventino
12 years ago
Reply to  d a v i d

:up: :kiss: :forza:

d a v i d
12 years ago
Reply to  dato_juventino

:kiss: :davliot:

Di Francesco # 1
12 years ago

PIto
ანტიკვარიც ხარ და სამუზეუმო ექსპონანტიც :lool:
კაი მოვეშვათ უაზრო კამათს, რასიტყვი?

PIto
12 years ago

ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა, ამ ერთ რაღაცაში მაინც დავეთანხმეთ :D

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  PIto

:chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

კაი დაიწყო ფუტბოლი არსენალი უნდა გავთრიოთ მეოთხედფინალში :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

PIto
აუ რა სასაცილოა შენი ვითომ ენამოსწრებული კომენტარები :lool:
გეუბნები ისლა უვარგისიათქვა და ამ მომენტში სულ არ მაინტერესებს შენი დამოკიდებულება სებაზე, ნუ არც ისლაზე მარა მაინც

PIto
12 years ago

დღეიდან ჩემთვის ანტიკავარი იქნები :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

კაცმა 5 თამაში ზედიზედ ითამაშა იუვეს სატსვაში, ეს არ იყო შანსი? კავლი კლუბის ბომბარდირია და ორი თამაში ვერ გადააბა
მეც კიდე რას გეკამათები არ გინდა გაიგო რო ისლა უსაქმურია და მე სისედაც კი ვიცი

d a v i d
12 years ago

ისლაზე არც კარგი ითქმის და არც ცუდი, უბრალოდ ერთს ვიტყვი მისი ადგილი იუვეში არაა :chuvak:

dato_juventino
12 years ago
Reply to  d a v i d

იმ ჯართ პადოინს ხო ჯობია და არავინ იცის პეპე როგორი დაბრუნდება მთელი სეზონი გაუცდა როგორც ისლსა შემთხვევაში მოხდა დავით რიელურად ვიმსჯელოთ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x