ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინულ სამიზნეებს კონკურენტები აკვირდებიან

La Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით მილანის ” ინტერმა ” მოლაპარაკებები გამართა ” ბარსელონას ” ჩილელ თავდამსხმელთან ალექსის სანჩესთან და როგორც ჟურნალისტები აცხადებენ , ნერიაძურიმ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას მასთან პირადი კონტრაქტის კუთხით . სანჩესი ხელფასის დაკლებაზეც კი თანახმაა , ოღონდ ” ინტერის ” მაისური მოირგოს . ალექსისი კატალონიაში 2011 წლის ზაფხულში ჩაირიცხა 26 მილიონ ევროდ . წლევანდელი სეზონი მის კარიერაში ერთ ერთი ყველაზე ცუდია , რადგან პრიმერაში 19 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ შესძლო მეტოქის კარის აღება . სანჩესზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ , რომ ანტონიო კონტე წინა ხაზის გასაძლიერებლად სწორედ მას მოიაზრებდა ერთ ერთ წამყვან ფიგურად . თუმცა , ჩილელი ერთადერთი არ ტურინული სამიზნე არ არის , ვისაც თვალი სხვა კლუბებმა დაადგეს . სტეფან იოვეტიჩის სამსახურით არსენ ვენგერია ფრიად დაინტერესებული . ფრანგ სპეციალისტს ძალზედ სურს მომავალ სეზონში თავდასხმის ხაზი ჟირუ – იოვეტიჩის ტანდემით დააკომპლექტოს . ამისთვის კი მათ მინიმუმ 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ . მათ გარდა პრემიერ ლიგიდან ჩერნოგორიელის შეძენა სიტის და ჩელსის სურს . თავის მხრივ ” იუვენტუსი ” ფაბიო კუალიარელას და რამდენიმე მილიონ ევროს სთავაზობს ფლორენციულ კლუბს , მაგრამ ჯერ ჯერობით ამ საქმიდან არაფერი არ გამოდის .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha dolidze
11 years ago

იო მოიყვანონ და ჯოვინკო აჩუქონ თუ უნდათ))) იოვეტიჩზე იძახდე არ ვარგაო და ჯოვინკოს აღმერთებდე,საოცრებაა რაა )))))))))))

dato_juventino
11 years ago

სანჩესი მინდოდა მარა მაროტას ხელში რას გაკეთებს კაცი ზატო სიმონე ძაძას დავითრევთ :lool: იო იო არ მგონია იმიტომ რო ფიურენტაინა და იუვეს არასახარბიელო უნთერთობიდან გამომდინარე ვნახოთ ვნახოთ :boli:

valeri tokhadze
11 years ago

იოვეტიჩი გცჭირდება აუცილებლად

bibobibo
11 years ago

იოვეტიჩი მაგარია შარშან ამან გაგვიტანა გოლიიიი თუ გადმოვა გაასწორებშ ჯოვინკოებს და მატრიებს ეს აშკარად ჯობია

Di Francesco # 1
11 years ago

იოვეტიჩი იუვეს რო ეთამაშე წელს სად იყავი? 11 კაცში კი დაგაყენა ტრეინერმა მარა მოედანზე არ გამოჩენილხარ…
იოვეტიჩს კიდე უჩინიჩი ჯობია, მირკო რო მაგარია ერთ კაცს მაინც ჯერა(თავის თავს) და იოვეტიჩზე კონკრეტული არგუმენტი თუ რატოა კაი ფეხბურთელი არ გამიგია, უბრალოდ ვიღაცეებს პიროვნულად მოწონთ და ესაა

Di Francesco # 1
11 years ago

ბალონიებთან და კატანიებთან ქუსლით პასები და ყველაფერი ნანახი მაქ ლივერპულიც მახსოვს მარა მე ამ ტიპის ფეხბურთელი არ მინდა იუვეში გოლამდე ისედაც მივდივართ შემგდები გვჭირდება

d a v i d
11 years ago

+1

arseni
11 years ago

იოვეტიჩი “პოდ ნაპადაიუშია” .. ალექსის სანჩესი კი გამოკვეთილი თავდამსხმელი (სონი ანდერსონს მაგონებს თამაშის სტილით და ცოტა გარეგნობითაც) … ჯოვინკო უნდა დაუთმონ ამ ზაფხულს ფიორეს _ მაყუთი (შეიძლება ასევე ხურდაში ვინმე პადოინის გატანებაც) ,, და იოვეტიჩი იუვეში უნდა გადმოვიდეს … ცხადია ალექსის სანჩისსაც არ უნდა მოეშვან … ინტერს პალასიო ჰყავს .. ძალიან კარგი იგროკია და იკმარიონ ის

d a v i d
11 years ago

იო დიდად არც მინდოდა იუვეში…ისე სიტიმ თუ დაიტრია იო-იო მაშIნ ჩვენ სიტიდან აგუერო წამოვიყვანოთ :chuvak: ეჰ როგორ მინდა აგუერო იუვეში :boli:

სანჩესი თუ არ გადმოვა არც ეგ იქნება დიდი დარტყმა :chuvak: ალექსის მაგივრად ჩიჩარტოს დაითრევდა კაცი :givi: :forza:

პ.ს მაროტა/პარატიჩის დუეტს ძაან რთული სატრანსფერო ციებ ცხელება ელოდება წინ!!! :forza: :forza: :forza:

Gio Darja
11 years ago

იოვეტიჩი ბევრად მირჩევნია ალექსისს ))

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x