” ინტერი ” – ” იუვენტუსს ” რიცოლი განსჯის
მეორე სეზონია ზედიზედ ” ინტერი ” – ” იუვენტუსის ” შეხვედრაზე მთავარ არბიტრად ნიკოლა რიცოლი ინიშნება . წარმოშობით ბოლონიელი არბიტრი , 2011 წლის 29 ოქტომბერსაც უძღვებოდა ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირებას ჯუზეპე მეაცას არენაზე , რომელიც ბიანკონერის გამარჯვებით ანგარიშით 1-2 დასრულდა . გოლები მაშინ ვუჩინიჩმა და მარკიზიომ გაიტანეს ტურინელთა რიგებიდან, ხოლო ნერიაძურის მხრიდან თავი მაიკონმა გამოიჩინა . რიცოლისთვის კარიერაში ეს იქნება 23 მატჩი ” იუვენტუსის ” მონაწილეობით , საიდანაც იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა იმარჯვა რვაჯერ , ცხრა შეხვედრა ფრედ დაასრულა და ხუთში დამარცხდა . მიმდინარე სეზონში მან ორჯერ იმსაჯა ბიანკონერის მატჩში – პირველად რომა იყო განადგურებული 4-1 ზე , და შემდგომ სტუმრად განცდილი მარცხი მილანთან 1-0 . შაბათს რიცოლის ასისტენტები იქნებიან ნიკოლა და ჯორდანო – საჯარიმოს ხაზთან ბერგონცი და ვალერი , ხოლო მეოთხე არბიტრი პადოვანი .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
აუ ეს მაგარი თარსი მსაჯია
არადა ჩემი აზრით იტალიაში ყველაზე მაგარი მსაჯია ეს გადაკიდება არ ვიცი მაგრამ კლასით ყველას ჯობია აქ დღეისთვის
ამას ისე თუ მიქარა როგორც მილანთან მაშინ ურჩევნია ეხლავე დატოვოს იტალია. მაგარი დებილი მსაჯია და იუვეზე გადაკიდებული. თუ ბერლუსკონის დაეხმარა რისი იმედი უნდა გვქონდეს რო მორატისაც არ დაეხმარება. მაგრამ მაინც შანსი არა აქვთ ამ ჭიაღუებს, რიცოლი კი არა მთელი მაფია რო მოისყიდონ მაინც.

იუვეს სიცოცხლე ინტერს სიკვდილი!!!

წელს პრინტერთან თამაშზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ. ვერ ვითმენ 2 აპრილამდე ისე მაინტერესებს როგორ ითამაშებს იუვე..
იმედია შეცდომებს არ დაუშვებს
არმინდოდა ეს მსაჯი რა