ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ”

ჯორჯო კიელინიმ მიუნჰენური კოშმარის შემდეგ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გაესაუბრა : ” შორს ვიყავით იდეალურისგან , რამაც უარყოფითად იმოქმედა შეხვედრის ხარსიხზეც და ანგარიშზეც . ვიცოდით , რომ მეტოქის რიგებში არა ერთი ექსტრა კლასის მოთამაშე ირიცხებოდა , ისინი შეუწყვეტლივ გვიქმნიდნენ პრობლემებს და გვიბიძგებდნენ შეცდომების დაშვებისკენ . ველოდით ბუნებრივია მიუნჰენში უკეთეს ანგარიშს , მაგრამ არ ღირს ხელების ჩამოყრა წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს . აუცილებელი იქნება ისეთივე აგრესიულები ვიყოთ , როგორც გერმანელები იყვნენ იმ საღამოს . არ დავკარგავთ ბოლო წამამდე რწმენას , რომ შევძლებთ მომდევნო ეტაპზე გასვლას . ლიხტშტაინერი და ვიდალი ? მათი დანაკლისია საგრძნობია , რადგან ორ მაღალი დონის შემსრულებელზე ვსაუბრობთ , მაგრამ გაგვაჩნია კარგი სათადარიგოთა სკამი და ის ვინც მოედანზე გამოვა მერწმუნეთ ყველაფერს გაიღებს . თითოეულმა უნდა მოუმატოს და არ გაიმეოროს ის შეცდომა რაც პირველ შეხვედრაში დაუშვა . ვაცნობიერებთ , რომ უზომოდ გაგვიჭირდება , რადგან ბრძოლა უმაღლესი კალიბრის კლუბთან მოგვიწევს , მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ” .

წყარო : Uefa.com

 

 

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

აბარ რა ჯორჯიტა გენწყობა მასეთი უნდა იყოს შეუძლებელი არაფერი არა გერმალელებს ჩვევიათ მასეთი რამ თუნდან 1999-წლის ფინალი გავიხსენოთ მანიუმ ბოლო 40- წამში მოუგო, დაკარგული არაფერია მიდით მიდით :achuu: :achuu: :achuu: :forza: :forza: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

ჯორჯო შენი იმედი მაქ, საგოლე პასი უნდა გააკეთო :love: :love: :love:

f b
f b
11 years ago

მე მგონია რომ პოგბა მაგრად ითამაშებს, თან მაღალია და თავით საჯარიმოში გამოგვადგება. შორიდანაც თუ დაუბრახუნა მერე ნახონ ნოიერის პენსიონერობა

BESO BARAMIA
11 years ago

ჰოოოო, და ჯორჯოც ვენაცვალეე-არაფერია დაკარგული, მერე და რა 2-0, თუ გუნდი ფსიქოლოგიურად სწორად განეწყობა ბავარიას დარჩება ქვეყანა მუქთა დრო ლუდის საყლურწავად ნერვების გადასაყოლებლად :chuvak: :chuvak:

BESO BARAMIA
11 years ago

პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ ტარანის ტიპის ფორვარდებს-იბრა ან კავანი იდეალური ვარიანტია, ან დიდებული შენაძენი იქნებოდა სუარესი, ვინ თუ არა ის დიდებულად გაუგებდა მირკოს და პირლოს ჭკვიანურ პასებს, უკვე ამის შემდგომაა განსახილვლი იოვეტიჩი ან ალექსის სანჩსი; ვფიქრობ გსაანალიზებელია-ან აქცენტირებას აკეთებ სწრაფ ფორვარდებზე ან სისწრაფისა და ფიზიკური სიძლიერის სინთეზზე;
მარად და ყველგან FORZA JUVEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEE!! :juvee: :juvee:

arseni
11 years ago

ნახეთ იმ ახვარმა ბებრმა ფრანცმა რა თქვა ბუფონზე/ … დასაციბიც ხდება უკვე იუვეს და იტალიის ნაკრების მეკარე

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x