ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიოს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სამშაბათს საღამოს , ალიანს არენაზე ტურინის ” იუვენტუსის ” რიგებიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა ძალზედ რთული იქნებოდა . ერთ ერთი ყველაზე სუსტი კი ორი აზრი არაა , რომ კლაუდიო მარკიზიო იყო , რომელსაც ფაქტიურად არაფერი გამოსდიოდა , მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მისი ასეთი პასიურობა შეიძლება ტონზილიტის ბრალი იყოს , რომელიც საკმაოდ მომაბეზრებელი დაავადებაა . Tuttosport – ის ინფორმაციით , ბიანკონერის ხელმძღვანელობა იმაზე ფიქრობს , გაუკეთოს თუ არა დაუყონებლივ ოპერაცია კლაუდიოს , თუ დაიცადოს სეზონის ბოლომდე . საქმე იმაშია , რომ სარეაბილიტაციო კურსმა შესაძლოა ერთი თვე დაიკავოს , ეს კი მიმდინარე სიტუაციაში ანტონიო კონტესთვის ისეთი ფუფუნებაა , რაზეც ვერ წავა . ტურინელებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი ” პრინცი ” ასეთი დიდი ვადით დაკარგონ . ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება . მას ნუშისებრი ჯირკვლების მწვავე ანთება განუვითარდა და თუ პროგრესმა არ იკლო უახლოეს ხანებში , მაშინ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იქნება . ალბათ ბევრი რამ სეზონის დასკვნით ეტაპზე იქნება დამოკიდებული და იმაზე შესძლებს თუ არა კონტეს გუნდი ოცნების გაგრძელებას ან …

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

ბავარიასთან თუ დაგვეხმარება ჯობია მოიცადოს მისმა ტრავმამ.. თუ არადა რაღას ელოდებიან გაუკეთონ ოპერაცია, სერია A-ში თითქმის მოყუმარებულია

11 years ago

საუბარი არის გლანდების ოპერაციაზე :lool:

arseni
11 years ago

ბაიერნთან თუ გავარდნენ უნდა გაიკეთოს სწრაფად ოპერაცია .. იუვემ სულ ქულები რომ კარგოს მაინც ჩემპიონია // ივნისში კი სკუადრა აძურას კონფერდერაციის თასი ელოდება / რასაც იმედია სერიოზულად მიუდგებიან ….

giorgi gogiberidze
11 years ago

გამარჯობათ ტიფოზებო, მოგესალმებით ბაიერნის გულშემატკივარი, ძალიან მაგარ გუნდს ბალეშიკობთ, ბაიერნის მერე თუ რომელიმე გუნდს ვცემ პატივს ეს იუვეა და მაგრად არ მინდოდა ერთმანეთს დაჯახებოდნენ. ჩემი ძმა იუვეს გულშემატკივარია ბავშვობიდან, 1996 წლის ფინალში მეც ვბალეშიკობდი აიაქსთან, რავანელიმ რო საოცარი გოლი შეაგდო.რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ამ ეტაპზე ბაიერნი უფრო გამოცდილი და გამართული გუნდია ამას პლიუს გრძელი სათადარიგო სკამი, თანაც იუვე ახლა შენდება და კიდე იტყვის თავის სიტყვას, ტურინში ბრძოლა იქნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ღირსეული ნახევარფინალისტი ეყოლება ლიგას. ბუფონს მეორე გოლში უფრო დაადანაშაულებს კაცი ვიდრე პირველში, კი იყო შორი მანძილი მაგრამ ძნელია გაუხურებელი მეკარისტვის რომელიც ჯერ კიდე ჩამდგარი არაა კარებში რიკოშეტის აღება მოთხოვო.… Read more »

arseni
11 years ago

მეორე გოლში მსაჯები უფრო იყვნენ დამნაშავეები ვიდრე ბუფონი

delpieronedved
11 years ago

აუ ეს გვინდოდა კიდე ფუ რა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x