ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” დიდი მადლობა ბიჭებს “

ანტონიო კონტე “იუვენტუსის” რიგებში მეორე “სკუდეტოს” მოპოვების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება. დღეს მთელი იტალიის მასშტაბით ზეიმია, საზეიმო განწყობა არც მთავარ მწვრთნელს აკლია..

ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, ეს ყველაფერი ბიჭების დაუღალავი შრომის დამსახურებაა. მათით ვამაყობ, რადგან მიზნის მიღწევა ადვილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ფავორიტებად გვასახელებდნენ. ვიცოდით, რომ “ჩემპიონთა ლიგა” ბევრ ენერგიას წაგვართმევდა. ტრიუმფალური სვლის შემდეგ გავიფორმეთ ჩემპიონობა, პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე და ჩემი ბიჭებისა და მთლიანად შტაბისათვის მადლობის გადახდას არასოდეს დავამთავრებ. სამწვრთნელო გუნდმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წარმატებაში, ჩემი დისკვალიფიკაციის პერიოდში გუნდს სწორედ მისი წევრები მიუძღოდნენ.

“ინტერთან” განცდილი მარცხი, ვფიქრობ, დაგვეხმარა კიდეც, რადგან სეზონი ზედმეტად თვითდარწმუნებულებმა დავიწყეთ, ამის შემდეგ კი რეალურად შევხედეთ მოვლენებს. ზოგიერთ მატჩშ, მაგალითად “ჯენოასთან” შეხვედრისას, წარმატებას იღბალს უნდა ვუმადლოდეთ. ყველაზე უცნაური და მტკივნეული მაინც სახლში მარცხი იყო ათკაციან “სამპდორიასთან”. ძალიან გავბრაზდი, მართლაც საოცარი რამე მოხდა, ამგვარი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო.

რაც შეეხება ცივ აბაზანას, შხაპის მიღებას ვაპირებდი, როცა ფეხბურთელებმა მომიტაცეს, ვიცოდი ან ცხელი ან ცივი წყალი მელოდე, სულ მალე მივხვდი კიდეც რომელი.. (იცინის) ”

” ძალიან ბედნიერი ვარ “იუვეში”, აქ მოხვედრაზე სამწვრთნელო კარიერის დაწყების დღიდანვე ვოცნებობდი. როცა ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვაღწევთ გარკვეულ შედეგს, ლოგიკურია, რომ ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდეთ და მომავალი გეგმები განვიხილოთ, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე გუშინ. იტალიაში ეკონომიკური კრიზისია, თუმცა მოთხოვნებიც გაიზარდა. ანდრეა ანიელის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სწორედ მას სურდა ჩემი მოყვანა და ამისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები. მოთხოვნათა გაზრდა კი იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალ წელს “სკუდეტოს” ვეღარ მოვიგებთ, ეს პრობლემად აღიქმება. ამასთან, ევროპაში საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით, რითაც ისეთი ეკონომიკური გიგანტები მოვიტოვეთ უკან, როგორიც “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან. რეალისტურად უნდა შევაფასოთ, რა შეგვიძლია და რისი გაღებით რა შედეგს მივაღწევთ. ამაზე “ბაიერნთან” მატჩი მახსენდება, მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა, ამბობდნენ, რომ არ აღმოვჩნდით მზად ასეთი შეხვედრისთვის. ფეხბურთშიც კი ზოგჯერ უნდა მოეშვა და აღიარო, რომ მეტოქე გუნდი უფრო ძლიერია. ჩვენ ქედს ვიხრით ამ “ბაიერნის” წინაშე.

ისიც ნათელია, რომ “იუვენტუსი” ყველა ტურნირს მოსაგებად იწყებს, მაგრამ სეზონის დაწყებამდე ზუსტი მიზნები უნდა დავსახოთ და შესაძლებლობათა მიღმა მოლოდინი არ უნდა შევქმნათ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
FeNoMeNo-9
11 years ago

გილოცავთ ყველა იუვენტინოს ამ დამსახურებულ სკუდეტოს. ერთს ავღნიშნავ უბრალოდ. ბოლო 5 შეხვედრაში ვითამაშეთ უსაზიზღრესი შედეგზე ორიენტირებული უფანტაზიო ფებხურთი, რამაც არ დამიტოვა მთლად კმაყოფილების გრძნობა. სეოზნის ბოლოს ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ მოუშორებელ ჭირ ვუჩინიჩს სხვა კლუბში გადასულს ვიხილავთ, ან უკეთეს შემთხვევაში ღრმა რეზერვშო გადასროლილს!

david alkhanishvili
11 years ago

კამპეოოოონეეეეს კამპეოოოოოოოოოოონეს ალე ალე ალეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: გილოცავთ ზებრებო,აღვირახსნილო და დაუოკებელო შავ-თეთრებოოოოოოოო :forza: :forza: :forza:

snuff-juve
11 years ago

გილოცავთ 31 31 31 31 :forza: :forza:

MAXSIMUS
11 years ago

ბრავო კონტე! :juvee:

LasHa janelidze
11 years ago

შედით ამ ლინკზე და უყურეთ იუვეს ზეიმს ლივე არის ეხლა ვუყურებ მე მაგარია ძან ქუჩაში გამოვიდენ ავტობუსით :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

11 years ago

http://aliez.tv/live/quintarete_spo_50081/

https://www.facebook.com/juventustreaming/app_134425496630143

ქალაქში გავლენ და იზეიმებენ ავტობუსით… მაგ ლინკებზე ნახავთ!

delpieronedved
11 years ago

ჯაკერინის რა საჩუქატი გაუკეთეს დაბადების დღე აქ

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x