კონტე : ” გუნდის გაძლიერებაზე მაროტას დაველაპარაკები ”
ანტონიო კონტე უკვე ამ წამიდან ფიქრობს მომავალზე და ადასტურებს იმ ფაქტს , რომლის თანახმადაც 2009 წელს ” იუვენტუსის ” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა მას : ” იცით , ჩემმა მეუღლემ მითხრა , რომ რამდენიმე დღით მაინც უნდა დავტმკბარიყავი გამარჯვებით , თუმცა ჩემთვის ეს შეუძლებელია . იმ ადამიანთა რიცხვში ვარ , რომელსაც ძალუძს დამალოს გრძნობები , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ისინი საერთოდ არ გამაჩნია . ორივე სკუდეტო ლამაზია და პლიუს ამასთან რთული . პირველი მოულოდნელი იყო ამაზე ორი აზრი არაა . ფავორიტები კი არა სერიოზულად არც არავინ აღვიქვამდა . მაგრამ შევძელით ჩაგვეძირა გემი სახელად ” მილანი ” და სეზონი დაუმარცხებლად განვლეთ . შედევრი იყო ! შემდგომი სეზონი რთული იყო , რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით და ყველა სერია ა-ში მორიგ ტრიუმფს ელოდა “ .
იტალიის დაპყრობის შემდეგ , კონტემ ყველას აგრძნობინა რომ ეხლა მისთვის ჩემპიონთა ლიგის თასია მიმზიდველი .
” ყოველთვის მეცინება იმ ადამიანების წინადადებაზე , რომლის თანახმადაც თუ ვიყიდით რამდენიმე მოთამაშეს უმალვე შევძლებთ ჩემპიონთა თასის მოპოვებას . ბუნებრივია ეკონომიური სიძლიერე აუცილებელია , მაგრამ იგი გადამწყვეტ როლს არ ასრულებს . შეხედეთ ბაიერნს , მათი პროექტი ვან გაალის პერიოდში ჩაისახა , როდესაც გამარჯვებები და მარცხები ერთმანეთს აქტიურად ცვლიდნენ . ამასობაში კი ფეხბურთელები გამოცდილებას აგროვებდნენ . წარმატების საიდუმლო სწორად განხორციელებულ კაპიტალ დაბანდებებშია ” .
ეხლა კი კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან მოუწევს მოლაპარაკება …
” დავრჩები თუ არა ? პატივს ვცემ გუნდს და ფეხბურთელებს . გაძლიერებაზე დაველაპარაკები გენერალურ მენეჯერ მაროტას და განვიხილავთ შექმნილ ვითარებას . ვის ავირჩებდი სუარესში , იბრაჰიმოვიჩში და იგუაინში ? სამივეს ( იცინის ) თუმცა , ასეთ შემთხვევაშიც კი ლიგის თასის მოპოვება უმალვე ურთულესი იქნებოდა ” .
კონტე კლუბს 2009 წელსაც შეიძლებოდა რომ დაკავშირებოდა …
” 2009-ში შევხვდი სეკოს და შევეცადე ამეხსნა თუ როგორ ვხედავდი კლუბის სამომავლო განვითარების გზას . აგრესიული ფეხბურთის დემონსტრირება , ძლიერი ფლანგები და ბურთის ფლობა . აქცენტი სიღრმისეულ შეტევაზე გაკეთდებოდა . შევეცადე მიმენიშნებინა რა ტიპის მოთამაშეები გვჭირდებოდა : რობენი , უოლკოტი , ლენონი … მკითხეს რას ვფიქრობდი დიეგოზე . მომენტალურად ვუპასუხე , რომ კარგი მოთამაშეა , მაგრამ იაკინტას , დელ პიეროს , ტრეზეგეს და ამაურის გვერდით შევეცდებოდი 25 მილიონის უფრო ნაყოფიერად დახარჯვას . რაც შემდგომ მოხდა კი იცით . მწვრთნელს არ შეუძლია მშვიდ გარემოში მუშაობა მაშინ როდესაც ყველა ტექნიკური საკითხის გადაწყვეტა მის საპირისპიროდ მოქმედებს ” .
წყარო : Football-Italia
დედამიწის ზურგზე ერთი ფეხბურთელია ვისი დამატების შემთხვევაშიც მომავალ წელს ლიგას უეჭველი მოვიგებთ, მაგრამ არამგონია ბარსელონამ გამოუშვას : DDD
+1 000 000:lool:

მიდი კონტე შენ ვინც გინდა ის მოიყვანე ზემეტი ლაპარაკის გარეშე ნუ თუ შანსი არის სუარესზე უკეთესს ვის ნახავ ეხლა
ყველას ტავისი აზრი აქვს და ნუ გამომეკიდებიტ
საღოლ კონტე ეხლა დროა ნახსენები თავდასხმელებიდან და ნახევარმცველებიდან 2-3 დაიმატო იმაშიც გეთანხმები ” ყოველთვის მეცინება იმ ადამიანების წინადადებაზე , რომლის თანახმადაც თუ ვიყიდით რამდენიმე მოთამაშეს უმალვე შევძლებთ ჩემპიონთა თასის მოპოვებას” მაგრამ მათ გარეშეც ლიგის მოგება რომ შეუძლებელია ეგაც ფაქტია.