ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია კვლავ სკანდალშია ! 41 კლუბის ოფისი გაიჩხრიკა !

იტალიის ლიგის “სერია A”-ს წარსულს არა ერთი სკანდალი ახსოვს, “იუვენტუსის” ფანებისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი “კალჩოპოლია”, რომლის გამოც “იუვენტუსს” 2 “სკუდეტო” ოფიციალურად ჩამოერთვა, მაგრამ ტურინელები თავს უდანაშაულოებად ცნობდნენ და თვლიან, რომ ახლა მათ 31 “სკუდეტო” აქვთ და არა 29. ახლა კი იტალიის 41 კლუბს ბრალი ედება სატრანსფერო ფულის გათეთრებაში, აქედან “სერია A”-ს 18 კლუბია, “სერია B”-ს 12 და სხვადასხვა დივიზიონის 12 კლუბი. ოფისებიდან ამოღებული იქნა დოკუმენტები, რომლებიც პოლიციელებმა შეიძლება არგუმენტად გამოიყენონ. დიდი ვარაუდით ამ 41 კლუბს შორის არის “იუვენტუსი”. La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით საქმიანობა 2 საფეხბურთო მოღვაწეს ალესანდრო მოჯისა და ალეჰანდრო მაცონის გამო ტარდებოდა. ალესანდრო მოჯი “იუვენტუსის” ყოფილი მენეჯერია, ლუჩიანო მოჯის შვილი, სწორედ მისი მოღვაწეობის დროს დასდეს ბრალი “სინიორას” თამაშების გარიგებაში და “სერია B”-ში დააქვეითეს.

ჩხრეკები ძირითადად ჩატარდა ჩამოთვლილი კლუბების ოფისებში : “ნაპოლი”, “ლაციო”, “ფიორენტინა”, “პალერმო”, “პესკარა”, “ჯენოა”, “ატალანტა”, “კატანია”, “ლივორნო”, “ბარი”, “სიენა”, “რეჯინა”, “პარმა”, “კიევო”, “ლეჩე”, “სამპდორია”, “ჩეზენა”, “ტორინო”, “სპეციი”, “პიაჩენცა”, “ვიჩენცა”, “ტრიესტინა”, “გროსეტასა” და “ალბინოლეფე”.

წყარო : La Gazzetta Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

46 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

juveboy-leo – მევასება მაგრად მიკოლი, წელს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდი არ მინდოდა გავარდნილიყო, პეს-ში დელ პიერო მიკოლის შემტევი ტანდემით ვთამაშობ მასტერ ლიგას, იმენა მკვლელები არიან, ერთ სეზონში ორივემ ერთად 57 გოლი დადო სერია A-ში : DD

neko_neko.
11 years ago

Q a s r a მაროტამ წინა წლებში რა ინვესტიციაც გაააკეთა 77 მილიონი უაზროდ კვალიარელა მატრი ლანძაფამე მარტინესი და ჯოვინკოს დაბრუნება 11 მილიონად მაგის მერე რაღას მისცემენ.

მატრი კვალიარელა მაქსიმუმ 27 მილიონი ორივე ვუჩინიჩი 12 მილიონი დანარჩენებში აიღე სულ 8 მილიონი სულ გამოდის 47 მეტია

juveboy-leo
11 years ago

12 milioni
9 xelze
3 bonusebis saxit
karlitos teves

| Newsphere by AF themes.
46
0
Would love your thoughts, please comment.x