ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბიაბიანი )

ტურინელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , მნიშვნელოვნად გააძლიერეს საკუთარი რიგები . გუნდს ჰქონდა გარკვეული პრობლემები წინა ხაზში შედეგიანობის თვალსაზრისით და ამის გამო მაროტამ ტევესი და ლორენტე გაიფორმა . არც დაცვის ხაზი დარჩენილა უყურადღებოდ და საკმაოდ პრესპექტიული იტალიელი ანჟელო ოგბონა იქნა დამატებული . თუმცა , იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით მაროტა და პარატიჩის დუეტი ამაზე შეჩერებას არ აპირებს , რადგან ემანუელე ჯიაკერინის გადასვლის შემდგომ გუნდს იგივე ტიპის მობილური ნახევარმცველი ესაჭიროება . თუ გახსოვთ ” კატანიასთან ” შეხვედრაში , რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე გაიმართა სკუდეტოსთვის ბრძოლაში , სწორედ ჯიაკერინის გატანილმა ბურთმა მოაპოვებინა იუვეს აუცილებელი სამი ქულა . ანტონიო კონტეს კი ზუსტად ასეთი ტიპის ” ჯოკერი ” ესაჭიროება , რომელიც საჭირო მომენტში გუნდს სისწრაფეს შემატებს და ასეთად მათ ჯონათან ბიაბიანი მიაჩნიათ . აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პარმასთან და სამპდორიასთან ფრანგის თაობაზე . ორ კლუბთან იმიტომ , რომ ჯონათანის კონტრაქტს ისინი თანაბრად ფლობენ . ანტონიო კონტეს ვინგერის დამატება ამერიკულ ტურნემდე სურს .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
10 years ago

ამერიკის ტურნე პეპეს გარეშე გუნდი თითქმის მზად არის ამერიკის ტურნესათვის . “იუვენტუსი” ამერიკაში ხვალ გაემგზავრება პირველი გაჩერებე სან ფრანცისკო იქნება. ანტონიო კონტემ გამოაცხადა 30 ფეხბურთელი რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წელს ამერიკის ტურნეზე. სიაში ვერ მოხვდა სიმონე პეპე და ის გააგრძელებს მუშაობას ინდივიდუალური სისტემის აღდგენაზე. 1 ბუფონი 3 კიელინი 4 კასერესი 5 ოგბონა 6 პოგბა (შეუერთდება გუნდს სამშაბათს, 30-ში) 8 მარკიზიო 9 ვუჩინიჩი 10 ტევესი 11 დე ჩელიე 12 ჯოვინკო 13 პელუზო 14 ლორენტე 15 ბარძალი 16 მოტა 17 მარონე 18 როსი 19 ბონუჩი 20 პადოინი 21 პირლო 22 ასამოა 23 ვიდალი 26 ლიხშტაინერი 27 კუალიარელა 30 სტორარი 32 მატრი 33 ისლა… Read more »

gela kulikovi
10 years ago

საგოლ მასე რაც სჰეıლება ბევრı ზაზა და კამაზı ıყıდეტ რა გამაზıზგეტ ტავı უკვე რა ნორმალıურı ტრანსფერı გაკეტეტ ამıს მე რა

jibojuve
10 years ago

იტალიის თასის გრაფიკი ცნობილი გახდა

2013/14 წლის სეზონის კალენარი 29 ივლის იქნება ცნობილი, მანამდე კი “იუვენტუსი” იტალიის თასის კენჭისყრის შედეგებს ელოდება, საკუთარ გამოსვლას ტურინელები თასძე 9 იანვარს 1/16 ფინალში დაიწყებენ, სერია ა-დან შესაძლო მოწინაღმდეგე მხოლოდ “კატანია” იქნება, თუ ტურინელები მოახერხებენ და 1/4 ფინალში გასვლას იქ მათი მეტოქე “რომა” იქნება, თამაში კი 2014წლის 22 იანვარს რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.
ნახევარ ფინალური მატჩები 5 და 12 თებაერვალს, ფინალი კი 3 მაისს შედგება.

jibojuve
10 years ago

კარმინატი: “ტევესი? ძალიან მალე ის გაიბრწყინებს” “მანჩესტერ სიტის” ფიქტნეს მწვრთნელმა ინტერვიუ მისცა “ტუტოსპორტს” სადაც მან არგენტინელის ამჟამინდელ ფიზიკურ კონდენციებზე ისაუბრა. “არ იღელვოთ, კარლიტო ამ სტრესს გაუმკლავდება და დიდებულ ფორმაში მალევე შევა. “იუვენტუსის” ტიფოზერიის ადგილას მე არ ვიდარდებდი. რა თქმა უნდა, წვრთნები შატილიონში უმძიმესი იყო ფიზიკური კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის მალე ფორმას აღიდგენს. ტევესი იმ არგენტინულ სკოლაში გაიზარდა, რომელშიც უდიდეს ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას. მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ქონდა წვრთნებთან დაკავშირებით, ის ნამდვილი პროფესიონალია. კარლიტო ჩვენს მითითებებს ყოველთვის ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყოველთვის სხვაზე მეტს შრომობდა და ამის გამო არასდროს უწუწუნია.” ამის შემდეგ კარმინატიმ ტევესსა და მანჩინს შორის არსებულ… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago

იბრაბო ჯობია ამას, იბარბო თუ მოვა მაგისთვის მთელი ფლანგის ჩაბარებაც შეიძლება

dato_juventino
10 years ago

ამას იბარბო ჯობია აღარა ლაპარაკი ნეტა? ესეცარა ცუდი მარა მოყვანა უნდა რამდენი ასეთი დაწერილა :loool:

Lasha chachava
10 years ago

ბიაბიანი არა სუზი კვატრო

arseni
10 years ago

ბიაბიანი “ჯოკერობის” რა მოგახსენოთ / მაგრამ მაინც კარგი შენაძენი იქნება .. კარგი მახასიათებლები აქვს ფლანგზე მორბენალი შემტევისთვის

giorgi nefaridz
10 years ago

მაღალი კლასის ფეხბურთელია გამოგვადგება თან უნივერსალია 4-3-3 ხომ არ აპირებს კონტე? :forza:

Otar Giorgobiani
10 years ago

გაუმარჯოს იუვენტინოებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიაბიანი არ არის მქუხარე სახელი მე ვფიქრობ გუნდს ძალიან გამოადგება. არავინ ამბობს, რომ ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებს კონტე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუვეს ყველა ფრონტზე თანაბარი სიძლიერით ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი ვფიქრობ ბიაბიანი საკმაოდ გამოსადეგი იქნება. დეტალურად მაქვს მისი თამაში შესწავლილი. რათქმაუნდა ჩემი ეს შესწავლა და სუბიექტური აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია. გაცილებით უფრო მაღალი კლასის ვიდრე ჯიაკერინი. თუმცაღა ჯიაკერინის “ჟილკა” და თავდადება მეორე მომენტია. ამ ასპექტში თუ დაემსგავსება მას ჯონათანი ვფიქრობ ძალიან სერიოზულ, უნივერსალურ ნახევარმცველს მივიღებთ.

d a v i d
10 years ago

ჯაკერინის პოზიციაზე ეს არ თამაშობს და ეს სადაც ამის პოზიციაა იმ ადგილას პეპე არის ასე რო ამის მოსვლის საჭიროებას მე ვერ ვხედავ… ჯობია ვერატი მოიყვანონ :yeah:

delpieronedved
10 years ago
Reply to  d a v i d

ვინ მმიყიდის რო

d a v i d
10 years ago
Reply to  delpieronedved

იუვე და ფიორე ჩალიჩობენ და ვნახოთ რა გამოვა იმედია ჩვენთან მოვა პირლოს აუცილებლად სჭირდება შემცვლელი :forza:

delpieronedved
10 years ago

თუ ყიდულობენ დროზე იყიდონ შეთამაშდეს

Di Francesco # 1
10 years ago

ეს და კუტინიო ვერ გამოიყენა ინტერმა არადა ორივე მაგარია

Juventino17
10 years ago

ჯაკერინის ყოველთვის მჯეროდა და ყველაზე მეტად მეიმედებოდა, ნეტავ ისე ათამაშდეს რო ყველა გააოცოს, მაგრა მომეწონა ეგ ფეხბურთელი

ცოტნე სამსონაშვილი

-ეჰ, ჯაკერინი მირჩევნია, მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო მეტს მიაღწევს. ძალიან კარგია. ჯაკემ ისე ჩაატარა “კონფედერაცია” მიკვირს რატომ გაუშვეს… თან “სკუდეტოს” მოგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი აქვს. ))

ალეკო კოკაია

როგორც ვიცი თვითონ მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება,ძირითადის მოთამაშე რო არ იყო მაგიტო!

Gio Darja
10 years ago

მე მაგრად მომწონს, ჯაკერინიზე არანაკლები და თან ახალგაზრდაა, ნეტავ გავიფორმოთ ))

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x