ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინტერვიუ მასიმო პავანოსთან

TuttoJuve.com – ის მთავარმა რედაქტორმა , ტურინის ” იუვენტუსის ” სატრანსფერო სტრატეგიაზე და მომავალ შესაძლო ოპერაციებზე ისაუბრა .

ესაჭიროება თუ არა გუნდს ალექსის სანჩესის დამატება , სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ?

” სანჩესი რომ ტურინელებს ესიმპატიურებათ , ამაში ახალი არაფერია . ჩილელი უდაოდ საინტერესო ფიგურაა , მაგრამ მანამ სანამ ვინმეს დამატებაზე იფიქრებდნენ აუცილებელია საკუთარ მოთამაშეებს შეელიონ . ისე კი , აგვისტოს შუა რიცხვებში როდესაც ალექსისი უბრალოდ ვერ ნახავს საკუთარ თავს კატალონიაში , უკვე შეგვეძლება ტრანსფერზე საუბარი . გავითვალისწინოთ ის გარემოებაც , რომ ფალიჩევიჩი , რომელიც სანჩესის აგენტია , იუვენტუსთან ფრიად დაახლოებული პიროვნებაა ” .

სათამაშო მოდულზე რა კომენტარს გააკეთებ ? 4-3-3 თუ 3-4-3 ?

” იცით , წინასასეზონო შეკრებაზე ყოფნისას კონტემ არა ერთხელ განაცხადა , რომ ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა შეცვალოს ტაქტიკური მონახაზი . მიუხედავად ამისა ველით სულმოუთქმენლად პეპეს გამოჯანმრთელებას და ახალი ფლანგელი მოთამაშეების მოსვლას ტურინში ” .

როგორ ფიქრობ , უფრო მეტად მაინც რომელი ფორვარდი დატოვებს ” იუვენტუსს ” – მატრი თუ კუალიარელა ?

” ალესანდრო კონტეს გეგმებში 100 % – ით შედის , ამაში ეჭვიც კი არ მეპარება . დღეისათვის არსებული სიტუაციის გათვალისწინებით კი კუალიარელა უფრო ნაკლება და ვფიქრობ , სწორედ იგი დატოვებს კლუბს ” .

ჯიოვინკო ?

” აი მისი გასხვისება კი სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული , რადგან მაროტამ ზუსტად ერთი წლის უკან იგი 11 მილიონ ევროდ დაიმატა . თავად აგენტიც გამორიცხავს მოვლენების ასეთი გზით განვითარებას და უფრო მეტიც , მომდევნო სეზონს ჯიოვინკოს წლად ნათლავს ” .

არის თუ არა ჯუზეპე მაროტა იმ ტიპის გენერალური დირექტორი , რომელთან ერთადაც შეიძლება გახდე საუკეთესო ევროპაში ?

” არა ოფიციალურ ფორმაში ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ და მინდა დაგარწმუნოთ , ეს არის ის ადამიანი რომელიც კლუბს ესაჭიროება . მოდით რეალობას შევხედოთ , მსოფლიოში დღეისათვის არა ერთი გიგანტია , რომელთაც თავისუფლად ძალუძთ დახარჯონ სატრანსფერო ბაზარზე 40-50 მილიონი ევრო და ასეთ პირობებში გახდე საუკეთესო ევროპაში რა თქმა უნდა ურთულესია . მაროტას საკუთარი ხედვები და იდეები აქვს სატრანსფერო ბაზარზე ” .

ჰორიზონტზე ვერატის ფიგურა გამოჩნდა … რამდენად აქვს ტურინს მისი დამატების შანსი ?

” ნაკლებად მოსალოდნელი ტრანსფერია , რადგან იუვეს ამ ეტაპზე 20 მილიონი ევრო არ გააჩნია . ამ ოპერაციის განხორციელება რთული იქნება და ამიტომ ვფიქრობ მარკო კარიერას ესპანეთში განაგრძობს , მაგრამ არ შეიძლება ნაპოლის და ფიორენტინას დავიწყებაც ” .

ნანი ?

” იგი სავარაუდოდ მონაკოში გააგრძელებს თავგადასავალს , რადგან დღეისათვის ყველა პორტუგალიელი სწორედ ამ მიმართულებით მიიწევს ” .

მარცხენა ფლანგზე რა ხდება არის რაიმე სიახლე ?

” ველოდებით ორშაბათს , როდესაც განხორციელდება შეხვედრა მაროტასა და დე ლაურენტის შორის ზუგინას თაობაზე . თუ შეთანხმება არ შესდგება მაშინ პრიორიტეტული კოლაროვის დამატება იქნება ” .

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shakuiza
10 years ago

2 წელია შედეგი არის. რა ფეხბურთსაც თამაშობენ მომწონს და შექმნეს გუნდი. მაინდამაინც 50 მილიონი უნდა გადაიხადონ ფეხბურთელში. წინა ხაზში გვიჭირდა და ტევესი ლორენტე 9 მილიონად იდეალური შენაძენი გააკეთეს. ნახევარდაცვა მშვენიერია, დაცვა და მეკარე მშვენიერი. რატო უნდა დახარჯონ უაზროდ მილიონები როცა ძლიერ გუნდს ქმნიან ასე? ალბათ იტალიის ჩემპიონები გავხდებით ზედიზედ მესამედ და ლიგაზეც ძლიერი გუნდი იქნება. :forza:

neko_neko.
10 years ago

20 მილიონი არ აქვთო აჰამ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არანაირი 90 მილიონი არ გამოყოფილა და 65 მილიონი ლიგაზეო ეგეც მეეჭვება აორთქლებენ ისევ სადღაც ტფუი უკვე მაგრად მიტყდება ამათ მაგივრად

აბა ფეხბურთელი ლარად და ჩნდება მაროტა თუმცა იქაც უჭირს ესაა დღევანდელი ჩვენი სიტვაცია

arseni
10 years ago

პეპეს არავინ იცის როგორ შეძლებს მოდანზე დაბრუნებას …
დიამანტიზე უარი თქვეს /
ნანის ან გუარინის მომყვანი ესენი არ არიან …..
სუნიგას ან დაუთმობს ნაპოლი ან არა …..
ამიტომ მიშელ ბასტოსი არის თავისუფალი … ერთი სეზონი ყველა ვარიანტში გამოგვადგება / თან მარჯვნივაც შეუძლია თამაში და მარცხნივაც / ჩემპიონთა ლიგის დიდი გამოცდილება აქვს/ძალიან კარგი შორეული დარტყმა აქვს და ძალიან მოძრავი ფეხბურთელია …
და რაც მთავარი მროტასთვის და დღევანდელი იუვესთვის – ძვირი არ ეღირება

arseni
10 years ago

ჰორიზონტზე ვერატის ფიგურა გამოჩნდა … რამდენად აქვს ტურინს მისი დამატების შანსი ?

” ნაკლებად მოსალოდნელი ტრანსფერია , რადგან იუვეს ამ ეტაპზე 20 მილიონი ევრო არ გააჩნია .
სასცილოა სატირალი რომ არ იყოს …

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x