ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” გუნდის მთავარი ვარსკლავი კონტეა ”

” მას შემდეგ რაც კლუბმა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატა , ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ . ტევესის შეძენა დადებითი ნიშანია გუნდისთვის . კარლოსი ერთ ერთი იმათაგანია , რომელთაც ძალუძთ მარტომ შეცვალონ მატჩის შედეგი და მოხარულნი ვართ მისი აქ ყოფნით . მთავარი ის არის , რომ თუ მან არჩევანი ჩვენზე შეაჩერა , ესეიგი მართლაც ბევრი რამ გაგვიკეთებია ევროპაში . ახლად მოსული ფეხბურთელები მუხლჩაუხრელად მუშაობენ და ეჩვევიან აქაურ გარემოს . პოგბა ? გარდა იმისა , რომ მაღალი კლასის მოთამაშეა , როგორც ადამიანიც საკმაოდ სასიამოვნო და მხიარულია . მას უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს ის საქმე რასაც ემსახურება . მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ , გართობაზე უარს არ იძახის , მაგრამ თავს ყოველთვის აკონტროლებს და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მის დადებით ასპექტებზე საუბრობს . ერთმა ეპიზოდმა იმოქმედა ჩემზე , როდესაც უდინეზესთან დაპირისპირებისას პოლმა დუბლი შეასრულა , მის თავზე ერთი ყვითელი ზოლი შეიმჩნეოდა და უკვე შემდგომ ტურში იგი გაქრა . ამით მან საკუთარი საქმისადმი სერიოზული მიდგომა დაანახა ყველას ” …

” გახდა თუ არა სერია ა ბოლო წლებთან შედარებით მომთხოვნადი ? იცით , მაგალითად ფიორენტინა და ნაპოლი ბოლო წლებში სიმპატიურ ფეხბურთს აჩვენებენ . დარწმუნებული ვარ , იმ ფეხბურთელებმა რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება კარიერის კალჩოში გაგრძელებაზე , იგივე აზრზე არიან . ჩვენი პირდაპირი კონკურენტი ? მილანზე ღირს აქცენტის გაკეთება , მიუხედავად იმისა რომ მათ ჯერ ჯერობით მაინც და მაინც ხმაურიანი გარიგება არ გაუკეთებიათ . ინტერმა საჭირო თავკაცი და 6-7 ახალგაზრდა მოთამაშე გაიფორმა . უახლოეს პერიოდში ისინი დაუბრუნდებიან გამარჯვებების გზას . საკმაოდ გაძლიერდა ნაპოლი , რომელსაც დიდ პატივს ვცემ პროფესიონალიზმისთვის . ფლორენციელებმა კი თავის მხრივ ჯუზეპე როსი და მარიო გომესი შეიძინეს , მსოფლიო მაშტაბის თავდამსხმელები . ასე რომ ჩემპიონობის მოპოვება უფრო მეტად რთული იქნება ეხლა ვიდრე გასულ წელს . ისე კი , თვითონ ფაქტი კონკურენტების მოძლიერების , გვიბიძგებს ბრძოლისკენ და მოტივაციას გვიმაღლებს და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მთავარი რამ , ჩვენ ხომ კონტე გვყავს ” .

” მეშინოდა თუ არა , რომ ვიდალი დაგვტოვებდა ? არასოდეს . ვხედავ კარგად თუ რა განწყობით მოდის სავარჯიშოდ და როგორ ცხოვრობს ტურინში , რა ემოციით და განცდებით . არტურო მნიშვნელოვანი ფიგურაა იუვენტუსში . ჩხუბობს თუ არა ანტონიო  ? პირადად ჩემთან არა , რადგან თავად პერსონალურ მწვრთნელთან ვმუშაობ . ხუმრობა იქით იყოს და მისი მიხრიდან საქმისადმი სერიოზული მიდგომა ძალზედ გვეხმარება . ვოცნებობთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის თასსზე ? არა , უბრალოდ დავიწყებთ თამაშს პირველივე ტურიდან და უკვე შემდგომ შევხედავთ სად მიგვიყვანს საკუთარი შედეგი ” .

 

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

:love:

ცოტნე სამსონაშვილი

დათკა, Goal-ის სულელური რეიტინგი დავდო?

juveboy-leo
10 years ago

Jiji ise rogor unda waxvide ro liga ar awio she magaro

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x