ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით ”

მიუხედავად იმისა , რომ ევერტონთან დაპირისპირება წარუმატებელი შედეგით დასრულდა ტურინული კლუბისთვის , ანტონიო კონტე კმაყოფილია საკუთარი შერგიდების ასპარეზობით . შეგახსენებთ , რომ მატჩში ანგარიში ბრიტანელები 61 წუთზე გახსნეს , თუმცა კვადვო ასამოამ 81 წუთზე აღადგინა წონასწორობა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერმეტმეტრიანების სერია დაინიშნა . ტურინელთაგან არაზუსტები ანდრეა პირლო და ფედერიკო პელუზო იყვნენ : ” შეხვედრაში როგორც დადებით ასევე ნეგატიური მომენტებიც იყო და კარგია , რომ ეს ყოველივე სპარინგ მატჩების დროს ხდება , რადგან გვაქვს დრო შევცვალოთ სიტუაცია . ახალწვეულების – ლორენტესი , ტევესის და ოგბონას თამაშით კმაყოფილი ვარ . აშკარად იგრძნობოდა გადაღლა შატილიონში 15 დღიანი ინტენსიური წვრთნების შემდეგ და პლიუს ამას დავუმატოთ მგზავრობა ამერიკაში . თუმცა , საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

ცუდად არ უთამაშიატ მარა ეს მარონეე ხეა რა მაგისგან ფეხბურთელი არ დადგება გასაშვებია ეგ … ტევესი მეორე ტაიმში მომეწონა რასაც ლიორენტეზე ვერ ვიტყვი . პელუზო გასაშვებია რო იძახით ვის იყიდი წესიერს რომელიც სკამზე დაჯდება ? :D კილეინი ბონუჩი და ბარძალის პირველი შემცვლელი მაინც ოგბონა იქნება წელს კასერესი და მერე ეგ პელუზო :D იქნება სკამს გახეხავს თასზე ათამაშებს პადოვებთან და პეკარებთან :D სეზონი კაი ექნება იუვეს წელს მჯერა ……

გიორგი ნაჭყებია

რა გჭირთ ხალხნო, მოსამზადებელი პერიოდის მერე და პლიუს მაგას მგზავრობა, ფეხბურთელები რომ გადაღლილები არიან და აღდგენა ჭირდებათ ძალების მაგაში გასაკვირი რა არის.. აცადეთ ამ კაცს თავისი საქმის კეთება, სულ ლანძღვა-გინებაში როგორ ხართ :blin:

lasha naxucrishvili
10 years ago

ხო რა ერთი უნდა გენახა რა ამბავი იყო აქ ევერტონი იუვეს დასრულების შემდეგ არადა რა სასტავი გაიყვანა კონტემ. ნორმალური თამაში იყო ჩემი აზრით.პელუზო და ლიორენტე არ დამევასა საერთოდ, ახალი მოსული რო იყო პელუზო და რაღაც სისულელეებს აკეთებდა ზუსტად ეგრე ითამაშა ამ თამაში.

lasha naxucrishvili
10 years ago

სტორარი დამავიწყდა კიდე ეგ ვაფშე ვერაა ჯერ მილანთან სუ ერთ მხარეს ხტებოდა ეხლა კიდე ევერტონთან

bachi chxaidze
10 years ago

გავვარდით უკვე? რაცხა ზაან არ მომტონს აგენის თამაში.. ვერ შეთამაშდენ ამდენი ხანი…მილანს სასუოლს ევერტონს ვერ მოვუგეტ ვერცერთს მაგრატ ტეხავს რა..კაი თამაში მომანატრეს რა…

dato_juventino
10 years ago

იუვე სტარტს ძან მაგარ ფორმაში შეხვდებაა კონტე მე მჯერა შენი,ნახავთ ლაციოს რას უზავთ :love: :forza: :forza:

Di Francesco # 1
10 years ago

კონტე ლორენტე არ დააყენო სასტავში

Juventino17
10 years ago

რა ავარჯიშა ამან კიდევ ამისთანა შატილიონში? იმედი მაქვს სუპერთასისთვის კარგად იქნებიან უკვე.

ისე რო გეუბნებოდით და ტიმ ქაფი რა ტურნირია რო სერიოზულად მივდუგეთო, აი შედეგი! თქვენ არი ძახდით რო ამერიკაში ნახე იუვე რეებს იზავსო?!

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x