ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს და ბუფონის მატჩისშემდგომი კომენტარები

ანტონიო კონტე და ჯანლუიჯი ბუფონი , დარწმუნებულნი არიან , რომ წინასასეზონო შეკრების დროს გაწეული სამუშაო აუცილებლად აისახება დადებითად იტალიის სუპერ თასის მატჩში : ” კარგად ვიასპარეზეთ და ინტერთან მხოლოდ პენალტების სერიაში დავმარცხდით . შარშანდელ შეკრებაზე მათთან მარცხი ტროფეო თიმზე და ბერლუსკონის თასსზე ვიწვნიეთ . კმაყოფილი ვარ იმით , რომ ვიხილე საიმედო ასპარეზობა ოგბონას მხრიდან , ტევესი კი სულ უფრო და უფრო კარგად იგებს ვუჩინიჩის სათამაშო ფილოსოფიას , თავად მირკომ კი დაამტკიცა რომ პირველ პლანზე შეტევაში შეუძლია სახიფათოდ თამაში . დღევანდელ დაპირისპირებაში კი დავუშვით შეცდომები , მაგრამ არ დაგვიზოგავს თავი და მაქსიმუმი გავიღეთ მინდორზე . ერთი რამ ყველამ უნდა გაითავისოს , გამარჯვებების მოპოვება საკმაოდ რთული იქნება . იგნორირება უნდა გავუკეთოთ იმ ადამიანების სიტყვებს , რომლებიც ფავორიტებად მოგვიხსენიებენ . ჩემი კარიერის განმავლობაში ოთხჯერ ვიასპარეზე ფინალში , სამჯერ ჩემპიონთა ლიგის და ერთხელ უეფას თასის , თუმცა არცერთხელ არ მომიპოვებია სკუდეტო ზედიზედ სამჯერ . იმისათვის , რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ გულშემატკივრების სერიოზული თანადგომა დაგვჭირდება “ – განაცხადა ანტონიო კონტემ .

” სიმართლე გითხრათ ასეთ მატჩში მიღწეული შედეგები საერთოდ არ მანაღვლებს . უმრავლესობა ჩვენთაგანი გუნდს რვა თუ ცხრა დღის წინ შეუერთდა და უკვე ოფიციალურ დაპირისპირებებში უწევთ მონაწილეობის მიღება და ეს მერწმუნეთ ასეთი ფიზიკური დატვირთვების ფონზე პრობლემატურია . ეხლა კი ჩვენ უკვე გვაქვს დრო მოვემზადოთ შემდეგი საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის “ – ეს გახლავთ ბუფონის მატჩისშემდგომი კომენტარი .

 

წყარო : ტურინის  ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

ვუჩინიჩის ფილოსოფის რო იგებ ხო მაგარია? :chuvak: გუშინ რო ითამაშა ისე თუ გააგრძელებს ეგდოს სასტავში :chuvak:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x