ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” სპარინგ მატჩების ანგარიში ჩემთვის არ არის საინტერესო ”

გთავაზობთ ანტონიო კონტეს პრესსკონფერენციას , რომელიც მან გუშინ გამართა …

ანტონიო , განვლილ ამხანაგურ მატჩებს რომ გადავხედოთ უფრო მეტად პროგრესი შეინიშნება თუ რეგრესი ?

” უბრალოდ ანგარიშებს , რომ შევხედოთ ფაქტია რომ არცერთ მათგანში არ მოგვიპოვებია გამარჯვება . ოთხი მატჩი ფრედ და ერთში დავმარცხდით . თუმცა მომზადების პროცეს სხვა კუთხით ვუყურებთ . ინტერთან მატჩში , მოთამაშეებში შევნიშნე გამარჯვებისადმი დაუკობელი წყურვილი . ეს კი არ შეიძლება არ მახარებდეს ” .

ასე რომ მარცხით დამწუხრებულნი არ ხართ , მიუხედევად იმისა რომ ეს პენალტების სერიაში მოხდა ნერიაძურისთან ?

” არა იმიტომ რომ საკმაოდ დაბალანსებული მატჩი ჩავატარეთ . ამ მხრივ ნამდვილად მშვიდად ვგრძნობ თავს . ისედაც ზაფხულში ასეთი ტიპის სპარინგ დაპირისიპირებებს ხშირად ვატარებთ მილანურ კლუბებთან , მთავარია ბოლომდე მომავალ შეხვედრებში დავიხარჯოთ … საუბარია სერია ა-ზე , ჩემპიონთა ლიგაზე და ასე შემდეგ . მთავარია სეზონის წინ დაგეგმილ მიზანს მივაღწიოთ და არა საზაფხულო შეხვედრებში გამარჯვებებს ” .

როგორ წარმოაჩინეს თავი ნაკრების ფეხბურთელებმა ?

” აუცილებელი იყო მეიძულებინა მათვის რომ ეთამაშათ ან 70 წუთი ან სულაც 90 . შედეგად ეს იყო მათი წლევანდელი პირველი სრული შეხვედრა და არცთუ ისე ცუდად წარმოაჩინეს თავი . ვფიქრობ იტალიის სუპერ თასის მატჩისთვის , წინ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი . თუმცა , წინ კიდევ ბევრი საქმე გველის ” .

საკმაო რაოდენობის ინდივიდუალური შეცდომები ვიხილეთ და პლიუს ამასთან ფეხბურთელები ძალზედ მძიმედ გადაადგილდებოდნენ …

” ეს გარდაუვალია , რადგან სიცხე და ზოგადად ეს ჰავა რაც მაიამიშია ართულებს მომზადების პერიოდს . შედეგი კი აშკარად თვალშისაცემია , შეცდომები და დაღლილობა . ამ ეტაპზე ეს ნორმალურია და გაგებით უნდა მოვეკიდოთ . ბუნებრივია იუვენტუსისგან ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ელიან , მაგრამ ეხლა მთავარია მომზადების სწორი კურსი . მომავალში მიზნად ამ ტურნირის მოგება რომ დავისახო , მერწმუნეთ სხვაგვარად მოვამზადებ შეგირდებს. თუმცა , კონცენტრირების მოხდენა სერია ა-ზე და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ ” .

ტევესი უფრო სიღრმიდან ასპარეზობა  , ვუჩინიჩი კი პირიქით კართან ახლოს , ეს თქვენი ჩანაფიქრი იყო ?

” მთლად ესეც არ არის . როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და უკეთ გაიცნეს ერთურთი , უცბად იპოვნეს ის პოზიციები მინდორზე სადაც გუნდისთვის მეტ სარგებელს მოიტანდნენ . მირკომ დაგვანახა სურვილი იასპარეზოს პირველ პლანზე და აიღოს თამაში საკუთარ თავზე . კარლოსი კი დღითი დღე უფრო და უფრო უკეთესად ასპარეზობს . თუმცა , ბუნებრივია მასაც ოგბონასაც და ლორენტესაც მოუწევთ ბოლომდე გაერკნენ გუნდის მექანიზმში . ანჟელოს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ , ლორენტე კი როდესაც ბოლომდე გაივლის ადაპტირებას დატვირთვებთან , კიდევ უფრო მეტს იმუშავებს ” .

გამოდის კარგ ხასიათზე იმყოფებით მიუხედავად იმისა , რომ გელექსისთან მატჩის შემდგომ აგრესია დიდი იყო …

” ზუსტად . გავაფრთხილე მოთამაშეები , რომ სირთულეებს წავაწყდებოდით . დაინტერესებული ვარ მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე და ამისთვის უპირველესყოვლისა აუცილებელია ზედიზედ მესამე სკუდეტოს მოპოვება , რაც ლიპის გუნდმაც კი ვერ შესძლო . უნდა გავითავისოთ ყველაზე მთავარი , რომ მეტოქე ზის და ელოდება როდის გავჩერდებით და აღარ ვიბრძოლებთ . არ შეიძლება ასეთ ხაფანგში გაბმა , აუცილებელია ჯეროვნად დაფასდეს თითოეული მეტოქე და ტურნირი ” .

გამოდის წლევანდელ სეზონში გამარჯვების მოპოვება , უფრო გართულდება ?

” დიახ , ბევრი გარემოების გათვალისწინებით რთული იქნება . ეს ყველას უნდა ესმოდეს , ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც . არ შეიძლება პროვოკაციას ავყვეთ და განსაკუთრებით იმ ადამიანებს , რომლებსაც არ ეზარებათ და ჩვენს თითოეულ ფეხის დაცდენას მასმედიის საშუალებით ისე აშუქებს თითქოს ქვეყნიერების აღსასრული დამდგარიყოს . მსურს ასევე ჩვენი მიზნების შესახებ ტიფოზერიას მივმართო : რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ თავი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე და გავიმარჯვოთ ზედიზედ მესამედ სერია ა-ში ” .

რაზე ისაუბრეთ მაცარისთან ?

” ეს პირადი საკითხები იყო და არ მსურს ამაზე პრესასთან ვისაუბრო ” .

 

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
neko_neko.
10 years ago

იასნა მგონია სუპერ თასზე დააფარებს თავზე ბურთს ლაციოს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x