ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ალესანდრო მატრის აბარგება ტურინიდან ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია , უბრალოდ გაურკვეველი რჩება მისი მომავალი კლუბის ვინაობა . ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ ორ ვარიანტად განიხილება ” ნაპოლი ” და ” ლივერპული ” . “Daily Mail” – ის მტკიცებით პრემიერ ლიგის ბინადრებს ძალზედ სურთ მისი შეძენა . თავის მხრივ ტურინმა უკვე მიიღო მატრის თაობაზე წინადადება ნეაპლიტანელებისგან 12 მილიონი ევროს სახით . ინგლისელები მზად არიან 13-15 მილიონი ევრო გაიღონ ალესანდროს სანაცვლოდ . არჩევანი ” კალიარის ” ექს ფორვარდზეა . Corriere Dello Sport – კი აქვეყნებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც ” ნაპოლიმ ” და ” იუვენტუსმა ” შესაძლოა გაცვალონ ფეხბურთელები . საუბარია მატრი – ცუნიგას ბარტერზე . ალესანდრო 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული , მაშინ როდესაც დე ლაურენტისი 12 გადახდაზეა თანახმა . რაც შეეხება ცუნიგას , ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტი 7 მილიონ ევროდ შეელევა მას .

” იუვენტუსმა ” მანჩესტერ სიტის 8 მილიონი ევრო შესთავაზა ალექსანდრ კოლაროვის სანაცვლოდ  , რომელიც გადახდილი იქნება უახლოეს სამი წლის მანძილზე ეტაპობრივად . Сalciomercato.com  – ის ინფორმაციით , ქალაქელთა რიგებში მომავალ სეზონში , ძირითად შემადგენლობაში კვლავინდებურად გაელ კლიში იასპარეზებს . ამ ეტაპზე მაროტა პელეგრინის გადაწყვეტილებას ელოდება .

1993 წელს დაბადებული , ურუგვაელი ნახევარმცველი სებასტიან კარლოს ხრისტოფორო კარიერას ” სევილიაში ” განაგრძობს . იგი ამ წუთისთვის ესპანეთში იმყოფება , სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის . Tuttomercatoweb.com – ის მტკიცებით სამხრეთ ამერიკელი სევილიასთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს . ასე რომ , ჯეფრი კონდოგბიას მწვანე შუქი მიეცა და სავარაუდოდ ახალგაზრდა ნახევარმცველი დატოვებს ესპანეთს . შეგახსენებთ მისით აქტიურად არის დაინტერესებული ტურინული გრანდი .

ინტერის თავს გაუგებრობა ხდება . საქმე იმაშია რომ მილანელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ჩელსისთან ბრაზილიელი მარჯვენა მცველის , უოლესას თაობაზე . თუმცა , ბოლო ინფორმაციით შეთანხმება არ შესდგა და მაცარი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო . Tuttosport – ის დღევანდელი ინფორმაციით , მთავარი კანდიდატი ისევ და ისევ მაურისიო ისლაა . სხვათაშორის ბოლო ამხანაგურ დაპირისპირებაში კონტემ მარჯვენა ფლანგზე პოლ პოგბა დააყენა , რითაც მესიჯი გაუგზავანა კლუბის ხელმძღვანელობას , რომ მაურისიომ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს . საქმე იმაშია რომ ანტონიო დაიღალა იმის ლოდინით თუ როდის აღიდგენს ფორმას ჩილელი ფეხბურთელი . შედეგად ისლას და ინტერის საგას , როგორც ჩანს დასასრული მალე მიეცემა და ნახევარმცველი კარიერას მაცარის ხელმძღვანელობის ქვეშ განაგრძობს .

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
10 years ago

ანუ კოლაროვი თუ მოვა ცუნიგას ამბავი ჩაიშლება

delpieronedved
10 years ago

” იუვენტუსმა ” მანჩესტერ სიტის 8 მილიონი ევრო შესთავაზა ალექსანდრ კოლაროვის სანაცვლოდ , რომელიც გადახდილი იქნება უახლოეს სამი წლის მანძილზე ეტაპობრივად მასხარაა მაროტა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x