ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” სწორი მიდგომა და მშვენიერი სტარტი ”

” 4-0 მშვენიერი შედეგია ! აუცილებელი იყო სეზონი სწორი განწყობით დაწყება და ბიჭებმა შესძლეს ეს . ყველას კარგად გვესმის , რომ წინ რთული და დამღლელი სეზონი გველის , ამიტომ ტემპის აკრეფვა თავიდანვეა აუცილებელი . კლუბის 100 წლიანი და აქედან ჩემს ოჯახთან დაკავშირებული 90 წლიდან , ” იუვენტუსმა ” ზედიზედ სამჯერ სკუდეტოს მოპოვება მხოლოდ შორეულ 30 -იანებში შესძლო . ვფიქრობ , ეს ფაქტი ფეხბურთელებს ვინოვოზე ყოველ დღე უნდა შევახსენოთ , რომ ბოლომდე დაიხარჯნონ მიზნისთვის . ჩემპიონთა ლიგა ? ყველამ იცის , რომ ევროპა ჩვენი ოცნებაა . ოცნების დაშლა შეუძლებელია და გვაქვს ამის სრული უფლება , მაგრამ არავინ არ უნდა მოვატყუოთ . დაველოდებით კენჭისყრას და შემდგომ შევეცდებით ჯგუფიდან გასვლას . უკვე ამის მერე ვითამაშებთ თამაშიდან თამაშამდე და გვეცოდინება , რომ ევროპაში არა ერთი ძლიერი კლუბი ირიცხება . მადრიდის რეალი აიღეთ თუნდაც , სამეფო კლუბი რომელსაც ეს გათამაშება 2002 წლიდან აღარ მოუგია , ეს კი რეალურად აღწერს თუ რაოდენ სერიოზული და მაშტაბური ტურნირია ჩემპიონთა ლიგა . სკუდეტოს ზედიზედ სამჯერ მოპოვება კი ისტორიაში შესვლას ნიშნავს . ყველაზე მეტად დაინტერესებული ვარ წლიდან წლამდე გამარჯვებების მოპოვებით , რომ იუვენტუსი ისევ გახდეს ყველასათვის პოპულარული და მის მიმართ იჩენდნენ დიდ დაინტერესებას სხვადასხვა სფეროდან . მერწმუნეთ ევროპულ ტრიუმფამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი ”  – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიანკონერის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

არააქ ტრამვა განაცხადშიც იყო სუპერთასზე უბრალოდ თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა მაგი მოტა ბოაიკე და რამოდენიმე, მატრი რო წავა პეპე შემოვა, დეჩელიეც სანდერლენდში მიდის 4 მილიონს იხდიან, კვალის ვესტჰემი უნდა და წავა მოკლედ პრემიერლიგაში გადავდივართ :chuvak:

Di Francesco # 1
10 years ago

იოვეტიჩი სიტიში სკამზეც ვერ ხვდება :chuvak: ვარსკვლავი ეგონა თავი და პრემიერლიგაში მეორეხარისხოვან ფეხბურთელადაც არ ითვლება :lool: ნეგრედო ან სოლდადო უნდა გვეყიდა

d a v i d
10 years ago

იო-იო ტოპ ფორვარდია ეგთი ხუმრობები ნუ გიყვარს შენ :chuvak:

10 years ago

იოვეტიჩს ძალიან გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა.. ჯეკო და აგუერო ძალიან მაგრები არიან.. პლიუს არც ნეგრედოა მთლად უკანასკნელი თავდასხმელი

იუვენტუსში რო გადმოსულიყო აქაც გაუჭირდებოდა, ვერც ვუჩინიჩს ამოაგდებდა და მითუმეტეს ვერც ტევესს

d a v i d
10 years ago

მარკიზიო 30-35 დღე ვერ იტამაშებს :loool:

10 years ago
Reply to  d a v i d

ჯაკერინი არ უნდა გაგვეშვა ((( მარკიზიოს კი შეცვლის პიგბა.. მაგრამ ღმერთმა არ ქნას და კიდევ ერთი ნახევარმცველი გამოვიდეს მწყობრიდან უკვე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

პეპე სად არის, ცოცხალია?? : )

d a v i d
10 years ago
Reply to 

ჯაკეს სურვილი იყო და მაგიტო გაყიდეს თორე არამგონია იუვეს მისი თავიდან მოშორება უნდოდა :boli: პოგბა მარონე ასამოა იდეალურად შეცვლის მარკიზას :up: პეპეს რაც შეეხება აზრზე არ ვარ რა ხდება მის ტავს სურატებში კია გაჯგიმული მარა რატო არ ტამაშობს არ ვიცი შეიძლება კიდო ტრამვა აქვს :chuvak:

10 years ago

აბა რა ბიჩებო… : ))))))) :forza: მარად იუვენტინნოო

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x