ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ჯერაც საჭიროა “

ანტონიო კონტე გუშინ მოპოვებული გამარჯვების შესახებ საუბრობს, “იუვენტუსის” დამრიგებელი მატჩის პერიპეტიებს მიმიოხილავს და როგორც ჩანს, საკუთარი ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია…

” “ლაციოს” კიდევ ერთხელ დამარცხება და დედაქალაქელებისათვის ისევ ოთხი ბურთის გატანა იმის ნიშანია, რომ გუნდი, როგორც მთლიანად, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით, ვითარდება. მძიმე წინასასეზონო მომზადების შემდეგ განახლებას ვგრძნობთ, სამი ოფიციალური შეხვედრიდან სამივე მოვიგეთ. “ლაციო” მუდმივად გვიქმნიდა პრობლემებს, ამიტომ ეს გამარჯვება საკუთარი ძალების რწმენას გვმატებს. ასეა თუ ისე, ახლა მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება შევძლოთ. ”

“კარგად დავიწყეთ, განსაკუთრებით, ინტენსიურობითა და ორგანიზებულობით პირველ 25 წუთში გამოვირჩეოდით. 2:0 -ის შემდეგ კლოზეს გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა, ამან გუნდი ცოტა არ იყოს დაამუხრუჭა. ჩვენმა სტუმრებმა რამდენჯერმე დაარტყეს შორიდან და ამ მხრივ დაცვის თამაში დასახვეწია. განუწყვეტელი შეტევების შემდეგ კონტრშეტევებსაც ვუშვებთ ხოლმე, მაგრამ მათი აღკვეთა ბიჭებს კარგად გამოსდით. ხარისხის გაუმჯობესება ჯერაც საჭიროა, გარკვეულ მომენტებში ნახევარდაცვის მხრიდან ჩვენი პრესინგი საკმარისად ძლიერი არ იყო და ამიტომაც ძალიან ღრმად შემოვედით ჩვენს ნახევარზე. ”

” რაც შეეხება ჩემს კრიტიკულ კომენტარს ჯიაკერინისა და მატრის გასხვისებასთან დაკავშირებით, მე მხოლოდ შექმნილი სიტუაცია მიმოვიხილე, ესაა და ეს. “სერია ა” -ზე კონცენტრირება გვმართებს, წლევანდელი სეზონი რთული იქნება და გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი უნდა მივცეთ. შემადგენლობის როტაცია იქნება, ამიტომაც ყველა ფეხბურთელი დაგვჭირდება. მარონე? დიახ ის მიდის, მაგრამ თავად არ უთქვამს, სად აპირებს თამაშის გაგრძელებას. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

იტალიაში მაინც იბლატავე ლიზაზე ჯგუფიდან გასვლა არ გიწერია :D

irakli28
10 years ago
Reply to 

შენს ადგილზე მაგას სხვას არ ვეტყოდი :D

MAXSIMUS
10 years ago

მადლობა კონტე!

Dutch
ადმინისტრატორი
10 years ago

შეფასებები მეორე დღესვე იშვიათად იდება ხოლმე . ორი დღის მერე წერენ ავტორიტეტული გამომცემლობები

kaxa dvali
10 years ago

ფეხბურთელების შეფასებებს არ დადებთ?მატჩის განხილვაზე აღარაფერს ვამბობ.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x