ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ “

ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებლის, ანტონიო კონტეს თქმით, “ინტერთან” შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობისათვის ბრძოლის ძალა დღევანდელ ურთიერთდაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარეს შესწევს…

” ამ მატჩმა დაამტკიცა, რომ “ინტერს” უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა, “იუვენტუსის” დამარცხება კი არც ისე ადვილი ამოცანაა. ჩემმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა ძალიან რთულ არენაზე იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც წარმატებული სვლის ბოლო ტურამდე გაგრძელების ყველა წინაპირობა და იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ პირველობებს მიღმაა, უკეთესი ფიზიკური კონდიციების ქონის შანსიც აქვს.”

” ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეს გამარჯვების მოპოვების წყურვილია. გოლის გაშვების შემდეგ, მალევე მოვახდინეთ რეაგირება და რამდენიმე წუთში, წინ გასვლაც შეგვეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტი ყურადღება და მეტი ძალების მობილიზება გვმართებდა, თუმცა ეს სანაკრებო თამაშების შემდეგ არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ”

” ლიხტშტაინერმა ყვითელი ბარათი მიიღო და ერთ ეპიზოდში, როცა ყველა “ინტერის” ფეხბურთელი მის გაგდებას სთხოვდა მსაჯს, მეორე ბარათის მიღებას გადარჩა კიდეც. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ამ დროს მსაჯი გულმოდგინედ ელოდება პატარა ეპიზოდსაც კი, რომ წითელი ბარათი ააფრიალოს. ასეა თუ ისე, ტაიმის მიწურულამდე მაინც დავიცადე, თუმცაღა ადრეც შემეძლო მისი მოედნიდან გამოყვანა. ”

” გუნდში როტაცია აუცილებლად მოხდება, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი. “სერია ა” უდაოდ ჩვენი პრიორიტეტია, გვაქვს შანსი რაღაც ისტორიულს მივაღწიოთ. “ინტერის” წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებდი რადიკალური ცვლილებების შეტანას. შემდეგ კვირებში გამოჩნდება რამდენად ძლიერები ვართ, აქამდე კვირაში მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება გვიწევდა. რაც არ უნდა იყოს, იმ ბიჭებს, რომელთაც აქამდე ნაკლებად უწევდათ თამაში ბოლომდე ვენდობი. ”

” ფერნანდო ლორენტე ჩვენი გუნდის ნაწილია, მაგრამ მთელი წელი არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და ფორმის დასაბრუნებლად ცოტა დრო სჭირდება. სანამ მზად არ იქნება მის გამოყვანას მხოლოდ მედიის საამებლად არ ვაპირებ. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
10 years ago

:idea:

osvaldo ardiles
10 years ago

ika..juve..10 კაპიკის საქმეს არ აკეთებს ვუჩინიჩი. ვერ გაამართლა მისმა ტრანსფერმა. არ მესმის იმ ხალხი ვინც იძახის ვუჩინიჩი და ტევესი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთსო. ტევესი იბრძვის, იბრუნებს დაკარგულ ბურთს, იწყებს შეტევას, ამთავრებს შეტევას. ვუჩინიჩი კიდე დგას და შორიდან უყურებს ამ ყველაფერს და ტევესმა თუ ერთი ორჯერ “სტენკა” გაითამაშა მაგასთან სულაც არ ნიშნავს რო ეს დუეტი მომაკვდინებელია მეტოქეებისთვის. უბრალდ ტევესის ფონზე უფრო კარგად გამოჩნდა ვუჩინიჩის უსუსურობა. ტევესი საკუთარ საჯარიმომდე მოსდევს მოწინააღმდეგეს, ვუჩინიჩს კიდე აუტზე გადამავალ ბურთზე გაკიდება ეზარება. კუალიარელაც და ჯოვინკოც უკეთეს პარტნიორობას გაუწევენ ტევესს, ვიდრე ამას ეს ხე ვუჩინიჩი აკეთებს. თუ ჭკუა აქვს კონტეს უნდა მიხვდეს ამდენს.

osvaldo ardiles
10 years ago

თუ მაღალი დონისაა ვუჩინიჩი ეს მოედანზე უნდა დაამტკიცოს. ტიპი ბურთს არ გაკიდებია მთელი თამაშის განმავლობაში, ფეხი არ გაუნძრევია, იდგა და სან სიროს ხედებით ტკბებოდა. როგორც კი კუალიარელა შემოვიდა, მაშინვე გამოცოცხლდა შეტევის ხაზი. ვუჩინიჩი ერთ თამაშს ითამაშებს და მერე მთელი წელი კვდება. უკვე მესამე წელი დაიწყო მაგის უსაქმურად ყოფნის. თუ ყველაზე მაღალი დონისაა და ვარსკვლავებს ეთამაშება, როგორ ავხსნათ ის ფაქტი რო თავდამსხმელმა 2 სეზონში 19 გოლის მეტი ვერ გაიტანა? ვიდალი ცენტრალური ნახევარცმველია და მაგაზე უკეთესი შედეგი აქვს გატანილი გოლების მიხედვით. ისეთი პირი უჩანს მოვლენებს, რო წელსაც ვიდალი გახდება საუკეთესო ბომბარდირი. ვუჩინიჩი კიდე ჯანდაბაში უნდა გაგზავნოს კონტემ, ნერვებს მაინც აღარ მოგვიშლის.

10 years ago

ჰოდა საქმეც მაგაშია დამდგარი ჯობია მორბენალ კუალიარელას.. მაგისავით რომელი აზროვნებს ერთი მითხარი?? კუალიარელა?? მაგის კომბინაცია და გააზრებული შეტევა არ გაიშვას არსად, ჯოვინკო აზროვნებს მაგრამ ვერ ასრულებს.

10 years ago

თერთმეტიო კომენტარიდან ცხრა არასწორი შეფასებაა : ))) თუ გინდათ დამამინუსეთ ან რამე, მაგრამ უბრალოდ არ გეთანხმებით, ვუჩინიჩმა უნდა ითამაშოს იმიტო რო ტევესის გარდა სხვებზე მაღალი დონისაა..
ლორენტეზე პასუხი გასცა ჟურნალისტებს, ასე რომ ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა მიდიოდეს.

ჩაწყობილი თამაში იყოო.. რომელ ჩაწყობილ თამაშზე ლაპარაკობ ოლო წუთებზე გადავურბინეთ, პაწია გამართლება და კიდევ გავუტანდით, უბრალოდ ისლამ ვერ გაქაჩა

10 years ago
Reply to 

გასაგებია კონტემ მოგებას მიგაჩვიათ, მაგრამ ყველა თამაშს რომ ვერ მოვიგებთ აქედანვე შეეგუეთ : ))) მითუმეტეს ინტერთან გასვლაზე არავის აქვს გარანტირებული მოგება

მაქს
10 years ago
Reply to 

რეალურად შეხედეთ ყველაფერს… სვარკა იყო ეს თამაში… ნოორმალურად შეტევაზე არ გადასულან… 20 წუთი ქნდათ ისე იდგნენ (ვიდალ, ტევესიი გარდა) და წინ არ მდოდნენ

dato_juventino
10 years ago

რას ენდურთ გუნდს ნაკრებში სასტავის რამის 11 ფეხბურთელი იყო წასული და გადაღლილები ჩანდნენ აშკარად უფრო 2-რე ტაიმში დაეტყო გუნდს სან სიროზე ფრე არა ცუდი შედეგი,ისლას რა უთხარი მე ის გოლი როგორ ვერ შეაგდო :blin: ,იმედია ზამთარში სუ ცოტ სამ ფეხბურთელს დავიმატებთ ეს სასტავი გადაიწვება ნორმალური ზამაენა არა გუნდში,ვემხრობი იმას ვინც ფიქრობს რო ჯაკე არ უნდა გაეშვეთ.კვალია გამოყვანას ლორენტე გამოეყვანა ჯობდა. :forza: :forza: :forza:

მაქს
10 years ago

Guli mereva aset juveze … Chawyobili nichia iyo.. Gundi shetevaze ar gadasula… Juves fani var da minda kai fezburti da ara finansurad dzlieri brendi… Fexburti itamahset bidzia fexburti

d a v i d
10 years ago

მოკლედ მირკოზე ჯერ ცუდი არ დამიწერია მარა 1-2 თამაში სკამზე უნდა დასვას კონტემ.

ნანდო გახდება ვითომ ბენდტნერი? :blin: მაგრად არ მინდა ესე მოხდეს, კუალის მაგივრად სება შემოეყვანა ჩემი აზრით აჯობებდა… ნანდო-ტევესის დუელი ათამაშოს ამ კონტემ 2-3 თამაში და თუ არ გაამართლა მერე აკეთოს როტაცია :blin:

P.S აი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა დეჩელიეს ერთო შანსი რო მიეცემა ასამოა თუ არ მოსვას ერთ ადგილას ნახავთ ვაი ვითომ ფეხბურთელი ეგ :blin: კრასიჩივით ერთფეროვნულად თამაშობს, ტიპი ერთი ერთზე არ მიდის და სულ უკან აბრუნებს ბურთს და რამდენს კონტრ იერიშებს ანელებს :blin: უბრალოდ ამ დე-ჩელიეს ბედი არ წყალობს მაგარ ფორმას აკრიფავს და მერე ეგრევე იტრამვება :loool:

d a v i d
10 years ago
Reply to  d a v i d

ისე თუ დააკვირდით წესიერი ზამენის ნახევარმცველი არ გვყავს :blin: ე ჯაკე სად გვაკლია :loool: პეპე ტრამვაიშია, პადოინი სტაბილურად ითამაშებს მარა თამაშს ვერ გააძლიერებს. ეხ რა დრს გავუშვით მარონე თორე პირლოს პადოინი უნდა ცვლიდეს? :chuvak: :chuvak:

d a v i d
10 years ago
Reply to  d a v i d

ისე თუ დააკვირდით წესიერი ზამენის ნახევარმცველი არ გვყავს :blin: ე ჯაკე სად გვაკლია :loool: პეპე ტრამვაიშია, პადოინი სტაბილურად ითამაშებს მარა თამაშს ვერ გააძლიერებს. ეხ რა დრს გავუშვით მარონე თორე პირლოს პადოინი უნდა ცვლიდეს? :chuvak: :chuvak:

datogafo
10 years ago

ჩერჩი 2-0 საღოლ ჩერჩის მილანი ძველ ფორმაშია ამათ კაკაც აღარ უშველით :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

datogafo
10 years ago

ყველა შეხვედრას ვერ მოიგებ და ზოგჯერ ფრეზეც უნდა ითამაშო სახლში რომ ყოფილიყო თამაში უფრო მეტი მოეთხოვებოდათ კონტე მაგარია :forza: :forza:

mamuka makharadze
10 years ago

განსაკუთრებით პადოინითაა კმაყოფილი. ლორენტე მოედანზე არ მინახია. მერე იტყვიანი არ გაამართლა. ამ კუალიალერას პრეტენზიაექნება კიდევ. ვუჩინიჩი გაიტანეს დადეს მოედანზე. ბიიჯო ან პრინციპი არ იციან ან ნამუსი გედევირიე კაცი და. ლაციოს ქობულეთის შუქურაც მოუგებს

lasha naxucrishvili
10 years ago

წადი შენი და შენი ვუჩინიჩის!
ახლა არ დამიწყოთ ამ კაცს როგორ აგინებთო.მხოლოდ ვუჩინიჩი იყო ნაგავი სტადიონზე, კაი ვერაფერს ისეთს ვერ აკეთებ გაანძრიე რა ერთი ადგილი დებილივით დადიოდა სტადიონზე უბრალოდ არსებობდა მოვალეობის მოხდის მიზნით!

Gio Darja
10 years ago

უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა არა ტოროლა, ფრეზე ითამაშა გუნდმა და მიაღწია, ინტერს რო არ გაეტანა 0-0 დამთავრდებოდა უეჭველია, როდემდე დააყენებს ამ ვუჩინიჩს ძირითადში საინტერესოა, კვალიარელას სჭირდება შანსი და სება&ლიორენტეს ხო საერთოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ გაუჭირდათ ძალების აღდგენა, ვერ ითამაშა ნახევარდაცვამ და გუნდს გაუჭირდა..მაგრამ მაინც კარგია რო ეგრევე მოახდინეს რეაგირება და უპასუხეს ინტერს ვიდალის გოლით..ასამოაც საღოლ კარგად დაიხარჯა, ისლა მომეწონა მაგრამ შეეძლო კარიერის საუკეთესო გოლი გაეტანა, კლასი არ ეყო )) ეხლა ლიგაზე სრული კონცენტრაცია..

zviadi basilaia
10 years ago

დაბალი დონის გუნდებთან მაინც გამოიყენე თორე წელსაც საგინებელი გამიხდები

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x