ალონსო – პირლო და ახალი წესი
მოგეხსენებათ ანდრეა პირლოს უკვე ეტყობა ასაკის მატება, ამასთან ერთად ლეგენდარული ნახევარმცველი ბოლო დროს ვეღარ უგებს ანტონიო კონტეს, ისე როგორც ადრე. მოთამაშეს ანტონიო კონტესთან კონფლიქტი მაშინ მოუვიდა, როცა კონტემ რამდენჯერმე მატჩიდან “მაესტრო” გამოიყვანა და სათადარიგოზე დასვა, “ვერონასთან” კი “მაესტროს” ნერვებმა უმტყუნა და სათადარიგოზე სკამებზე არც დამჯდარა, ის პირდაპირ გასახდელში წავიდა. ანტონიო კონტემ ამის შესახებ ახალი წესი შემოიღო : თუ მოთამაშე გამოვა მატჩიდან სათადარიგოზე ის აუცილებლად დაჯდება, თუ მას არ ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა. ახლა კი რაც შეეხება ალონსოს : პირლოს უკმაყოფილობის გამო გაჩნდა ჭორები, რომ პირლოს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ და ის 2014 წლის იანვარში კლუბს დატოვებს, ხოლო ალონსოს, რომელიც “რეალ მადრიდთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს ტურინში ელიან, ამ მოთამაშესაც 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი, ამის მიხედვით მისი გასხვისება მადრიდელებსაც სურთ. ტურინელები ესპანელს 2 წლიან კონტრაქტს და 9 მილიონს სთავაზობენ წლიურად.
წყარო : Marca, Football Italia, Sky Sports Italia
ლინკები რატო არ დაიდო?
სოფკატი დალინკეთ რა
ცოტა არ იყოს უცნაური შემადგენლობაა.. ტევესი დაასვენა კონტემ (( და ვიდალიც
ამ რაღაცაზე ოდნავადაც არ ინერვიულოთ ბრატცი :) აბა ზოგიერთები როგორ გამდიდრდებიან თუ რაღაცეები არ მოიგონეს. პატარა რაღაც მოხდა და იმათმა კიდე ერთი დიდი ისტორია შექმნეს დამიჯერეთ.
ბაზა არა პირლოს არ ეკადრება მასეთი საქცეილი მარა ყველაფერი ხდება,იმედია მოგვარდებიან ეგა და კონტე და მაესტრო დარჩება იუვეში. რაც შეხება ალონსო დიდი ფეხბურთელია მარა არ მგონია იუვეში მოვიდეს ლივერპურსაც უნდა და ლივეში წავა ალბათ.
დელპიერო ხო გაწირეს,ეხლა პირლო,მერე ბუფონი და მიყევით მასე
აუ პირ ლოც თუ გაუ შვეს და ამა თი ყველ აფერი მაშინ…

სწორედ მისი დამსახურებაა ყველაზე მეტი რო ამ სიმაღ ლეზე ავედით და ისევ გუნდს ვგავართ და ახლა უნდათ რო გაყი დონ თხასავით?
მოიყვანეთ ალონსოც,მაგაზე მაგარს და უკეთესს ვის მოიყვანთ მარა პირლო უნდა დარჩეს
აუ პირ ლოც თუ გაუ შვეს და ამა თი ყველ აფერი მაშინ…
სწორედ მისი დამსახურებაა ყველაზე მეტი რო ამ სიმაღ ლეზე ავედით და ისევ გუნდს ვგავართ და ახლა უნდათ რო გაყი დონ თხასავით?
მოიყვანეთ ალონსოც,მაგაზე მაგარს და უკეთესს ვის მოიყვანთ მარა პირლო უნდა დარჩეს
9 ნილიონს 2 წელიწადში მისცემენ და არა 1 ში : )
ახალა არ თქვათ რო ამ ზღაპრების გჯერათ :)
ჟურნალისტების მონაგონი.პატარა მიზეზს ეძებენ რო ერთი პატარა რაღაცისგან ერთიამბავი შეყარონ
ხალხს კიდე ჯერა
ყველას, ყველას, ყველას: გუნდის და პირადად ფეხბურთელის (ამ შემთხვევაში პირლოს) ინტერესებიდან გამომდინარე თუ საჭირო გახდა შეველევით. ბოლოსდაბოლოს პინტურიკიოს შეველიეთ და ……. გახსოვთ ალბათ როგორ იშვიათად უწევდა ალექსას თამაში, გუნდი და ალექსა შეთანხმდნენ იმაზე რაც ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა. თუ საჭირო გახდა პირლოსთანაც შეიძლება “მოლაპარაკება”, ძალიან საწყენი იქნება პირლოს გაშვება,იმ ორ სკუდეტოში ალბათ ყველაზე დიდი წვლილი პირლოს მიუძღვის, მაგრამ თუ სხვა გზა ვერ მოიძებნა რას ვიზამთ?
რა 9 მილიონს ტევესი რაც ღირს იმას ალონსოს 1 წელიწადში ხელფასად აძლევენ?
სირცხვილია უბრალოდ 
სადაც ფეხბურთელს 9 მილიონს აძლევ ხელფასად იქ მაგის საყიდლად 50 მილიონზე ნაკლები რო გადაიხადო არ გამოდის
აქ შედით და განცხადება წაიკითხეთ. —> click
ალონსოს წლიურად 9 მილიონი?
არ მგონია ალბათ 2 წლის განმავლობაში 9 მილიონი
კარგი რა რა ალონსო გვამია უკვე
ეეე რაღაც არ მომწონ ეს სიტყვაცია… რა ეტაკათ ან ერთს ან მეორეს, რა ცოლ-ქმარივით კინკლაობენ??? ალონსო კარგია მხოლოდ მივესალმები მის ტრანსფერს მაგრამ არა მგონია მან პირლო ჩაანაცვლოს. ალონსო უფრო ჩამშლელია და პირლო კიდევ ყველამ ვიცით…
ამ პირლოს რა ეტაკა რა უნდა პირიქით მაგაზე ზრუნავენ წელში არ გაწყდესო და ამას გონია აღარ ვჭირდები და ზამენაზე მაგიტო მსვავენო აქამდე მეგონა ბერდები და სამასოვდებიო ყველას არ ეხებოდა მარა პირლო თურმე შენც გეხება