კონტე : ” წელს სკუდეტოს მოპოვება უაღრესად რთული იქნება ”
” ფაქტიურად მხოლოდ ერთი დღე გვქონდა იმისათვის , რომ ” კიევოსთან ” შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავით . როტაციის პრინციპს ვაგრძელებ რადგან ” მფრინავი ვირების ” შემდგომ გვიწევს დაპირისპირებები ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან ტორინო , გალათასარაი და მილანი . ასეთ მოკლე დროში ეს საკმაოდ პრობლემატური სიტუაციაა და გარკვეულ რისკებს უკავშირდება . თუმცა , აქვე დავამატებ რომ იმ ფეხბურთელებს რომელთაც ვენდობი და მოედანზე ვუშვებ , 100 % – იან სარგებელს ვიღებ . ბოლო პერიოდში დავაკვირდი , რომ მეტოქეები ჩვენთან ასპარეზობისას სათამაშო სქემას ხშირად ცვლიან . ისეთ გუნდთან როგორიც ვერონაა საკმაოდ რთულია ასპარეზობა მაშინ როდესაც შენს ერთბაშად რვა ფეხბურთელს კეტავენ და გახსნილნი არიან მხოლოდ ოგბონა და ბარძალი . გამოდის , რომ მათი ერთადერთი ცხოვრებისეული მიზანია არ მოგვცენ თამაშის საშუალება . წლევანდელ სეზონში სკუდეტოს მოპოვება უკიდურესად რთული მისაღწევი იქნება ” ...
” უკვე მესამე შეხვედრაა ზედიზედ , როდესაც მეტოქე ჩვენს კარებს იღებს და იმედი მაქვს ეს ყოველივე პერმანენტულ ჩვევაში არ გადაგვეზრდება . აუცილებელია უკანა ხაზის მობილიზება და მოძლიერება , რომ იგი გუნდის მთავარი იარაღი გახდეს . ტევესი ? მშვენივრად უმკლავდება დავალებებს , მათ თავისებური ხასიათი შეგვმატა . მაგრამ არ დავივიწყოთ ისინიც , ვინც ორი ტიტული მოგვაპოვებინა . ჩემი სათამაშო ფილოსოფია არასოდეს ყოფილა აგებული პიროვნებებზე და არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ კუთხით . ჯიოვინკო ? ის თავს ყოველთვის კარგი კუთხით აჩენს და რაც შეეხება არჩევანის მის სასარგებლოდ გაკეთებაზე , როცა საჭიროდ ჩავთვლი , ეს ასეც მოხდება “ – განაცხადა ანტონიო კონტემ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
დღეს მოგება აუცილებელია, წინ სერიოზული ბრძოლები გველის და კარგ განწყობაზე უნდა შევხვდეთ..სულ რო ცუდად გვქონდეს საქმე დერბის მოგება ჰაერივით საჭიროა, კოპენჰაგენთან ისე ქნეს საქმე გაირთულეს და ეხლა გალასთან სასწაული ჭიდილი გველის თან თურქებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ და ორმაგი მოტივაციით ჩამოვლენ ტურინში ( ეს თუ მანჩინი იყო ხო საერთოდ ) და მილანი, ბალოტელის გარეშე სხვა გუნდია, ეგრე იყო ზლატანი არ ჰყავდა იმ წელს და მოგვიგეს რობინიოს გოლით
უფრო გალათასარაისთან მოგება გამიხარდება ვიდრე მილანთან
მგონი უკვე დროა ჯოვინკო ათამაშოს 1 ტაიმი მაინც
დღეს უნდა მოვიგოთ უეჭველი!
ნაპოლიმ წესით უნდა მოიგოს, ინტერი-ფიორენტინა ერთ ერთი დაკარგავს ქულებს შეიძლება ნიჩია გაგორდეს! სამპდორია რომა აზრზე არ ვარ რა მოხდება ალბათ მოიგებს რომა გააჩნია რა სასტავი ეყოლებათ.
უნდა მოვიგოთ დღესაც, ტოროსაც, გალასაც და მილანსაც…
სხვა გზა არაა… ოთხივე ამ მატჩის მოგება არის აუცილებელი, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც და სერია ა-შიც გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე ფავორიტების რანგში და არა ერთ-ერთ უბრალო მონაწილედ…
დღეს უნდა გავაპოთ

თამაში რომელზეა ზუსტად? 22:45? ზოგან 17:45 წერია… იქნებ ვინმემ მითხრას…
22:45
გაიხარე მადლობა. გამიხარდა :)