კონტე “ტორინოს” შესახებ…
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, სადაც ტურინის “იუვენტუსი” ასევე ტურინის “ტორინოს” შეხვდება, ტურინული დერბი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო ცხრილისთვის, ასევე ამ ორ გუნდთა შორის ბრძოლისთვის. “ტორინოს” ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ჩვენ მათ პატივს ვცემთ. დერბი ყოველთვის დაძაბულია, არასდროს დამავიწყდება, რომ მოვიგეთ “სკუდეტო”, მაგრამ წავაგეთ ორივე დერბი… ასეთ დაპირისპირებაში ტექნიკა და სისწრაფე არაფერს გვარგებს, აქ სპორტული აგრესია და პრესინგია საჭირო. ჯამპიერო ვენტურამ (“ტორინოს” მწვრთნელმა) 3-5-2 ახალი ტაქტიკით 4-2-4-ით შეცვალა, სადაც ჩერჩი ფლანგზე ითამაშებს, ანდრეა ბარძალის თქმით კი ის ყველაზე სახიფათოა მოწინააღმდეგეთა რიგებიდან, ანტოინო კონტეს კომენტარი : “ამ გუნდს ყოველთვის კარგი ტაქტიკა ჰქონდა, რასაც ნამდვილად სჭირდება დაფასება. ვენტურამ ახალი წყობა დააყენა, როტაცია კი ყოველთვის სახიფათოა, რადგან ვერ გაგიებ როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე. ინდივიდუალური ლიდერები ? ალესიო ჩერჩი და ჩირო იმობილე, ამ ორ მოთამაშეს შეუძლია თამაშის შეცვლა. მათ ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავათ. ანტონიო კონტეს ჰკითხეს თუ ვინ შეუწყვილდებოდა ტევესს თავდასხმაში, ანტონიომ კი ხუმრობით უპასუხა : “რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ ტევესი ითამაშებს? წინ ძალიან რთული თამაშები გველის. როგორც ყოველთვის გუნდურად ვითამაშებთ და არა ინდივიდუალურად. პირლოს წასვლა? თუ მას წასვლა მოუნდება მას ხელს ვერავინ შეუშლის, მაგრამ ის გუნდში ბედნიერია და კონტრაქტსაც მალე გავახანგრძლივებთ. ვუჩინიჩი ? მას პრობლემები ჰქონდა ნაკრების გამო, მაგრამ ახლა უკეთაა.
წყარო : Football Italia
კონტე ძაან მაგარი გუნდი ჩამოაყალიბე )))
ვიდალის უძლიერესი გოლი გახსოვთ რა გოლი გატენა.
ისიც ძაან კარგად მახსოვს როგორი დაძაბული თამაში იყო ტორინო იუვენტუსი წინა წელს რაღაც მომენტში კინაღამ დამეძინა შეტევები საერთოდ არ იყო ბოლოს მოხდა ომი
ტევესი ჯოვინკო შეტევაში და 3/0 ვიგებთ
გამაჯობათ ბიჭებო და გოგებო, როგორ ხართ? მოკლედ იუვეს გულშემატკივრები ვაპირებთშეკრებას და ფეხბურთის თამაშს ვისაც სურვილი ექნება შემეხმიანოს
https://www.facebook.com/profile.php?id=100003135341467&ref=tn_tnmn