ბონუჩი : ” გოლი ჩემი პერსონალური შეცდომის ბრალია ”
” გოლი უშუალოდ ჩემი ბრალი იყო , რადგან გადაცემა რომელიც გავაკეთე ბუფონის მიმართულებით საკმაოდ სუსტი გამოდგა . ჩემპიონთა ლიგაში კი ასეთ შეცდომას არავინ გაპატიებს და მითუმეტეს , როდესაც ბურთთან დროგბას კალიბრის ფორვარდი ჩნდება . რაც შეეხება მეორე გაშვებულ გოლს , ეს უკვე მთლიანად გუნდის მიერ არასწორი ნაბიჯების შედეგად იყო მიღებული . მოგვიწევს დეტალური ანალიზის გაკეთება და იმ შეცდომების გამოსწორება , რაც თურქებთან დავუშვით . ბოლო მატჩებში თუ დააკვირდებით , მეტოქე კონკრეტულად ჩემზე ახდენს პრესინგს , რადგან მეკარესთან დაცვის ხაზის წევრებიდან ყველაზე ახლოს თავად ვმოქმედებ . ბურთის მიღების დროს კი მიწევს ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება . ხდება ხოლმე ზუსტად ის რაც ეხლა , წამით კარგავ კონცენტრაციას და ისჯები . მაგრამ არაფრის დიდებით არ შეიძლება იმაზე საუბარი , რომ ნაკლებად აგრესიულები გავხდით ან გამარჯვების წყურვილი დავკარგეთ როგორც ეს ორი წლის წინ იყო . დღევანდელ შეხვედრაში მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა , მაგრამ სამწუხაროდ შენარჩუნება ვერ შევძელით შედეგის . ჩვენ ” იუვენტუსი ” ვართ და მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვდივართ “ – განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ .
წყარო : Tuttojuve
ოქრო 1. გუშინ იუვენტუსს სწრაფ გოლზე აქცენტი აი საერთოდ არ გაუკეთებია . შეტევა იწყებოდა ბონუჩის გრძელი კროსებით იმის იმედზე რომ იქ მეტოქე დაუშვებდა შეცდომას და ჩვენი ნახევარმცველები მეორე ეშელონით შეუტევდნენ , ან არადა ზუსტი გადაცემის შემთხვევაში ფორვარდები პროდუქტიულ კომბინირებას შესძლებდნენ . გათვლა პირველი ნახევრისთვის იყო ორგანიზებული შეტევები და არა ვა ბანკზე წასვლა . გავითვალისწინოთ ისიც რომ გალა 10 კაცით მყრად იჯდა საკუთარ ნახევარზე , ანუ საჯარიმოსთან ახლოს და ჭირდა იქ ბურთის კონტროლი . 2. გოლის გაშვების შემდგომ გალამ კიდევ უფრო მეტად დაიწია უკან და აი ზუსტად აქ , ამ დროს არის ხოლმე საჭირო მირკოს ტიპის ფეხბურთელი , რომელიც ტევეს საჭირო… Read more »
+10000000000 dzlivs ar wavikitxe sagi azri da motamashis shefaseba? Ukve agar mindoda saitze shemosvla. Rac ar unda davwero,yvela pasuxshi mirkos gineba weria da mizezs martla ver vxvdebi :))
მეორე ნახევარში ტევეს მირკო რომ ჰყოლოდა მოედანზე საღ სალამათი , ეგეთ მასირებულ იერიშებში გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით . მეტად მობილური და კომბინირებული იქნებოდა ჩვენი შეტევები . იმიტომ რომ უშუალოდ საჯარიმოს მისადგომებთან ტევეს ვერ უწევდა შესაფერის პარტნიორობას ვერც ლორენტე და ვერც კუალიარელა . არადა როცა უკან ჩამოიწია ტევესმა ზუსტად აი იქ ჭირდებოდა ზემოთ მირკო , რომელსაც ერთი შეხებით შეუძლია პასის საკაიფოდ გაკეთებაც , გათამაშებაც და კაცის მოტყუებაც . უიღბლო დღე იყო და სამწუხაროა რომ როცა ასე ჭირდება მირკო მაშინ დაიმტვრა და გავიდა
მირკოს იმედზე რო იქნება იუვე მანდაა დაღუპული ჩვენი საქმე
ნაღდად არ მესმის ეს სიტყვები . ანუ ვგულისხმობ იმას რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთი კაცის იმედზე ვერანაირად ვერ იქნები . აგერ ბარსა – ინტერი ადრინდელი თამაში . 40 წლის ძანეტიმ ამოაცემენტა მესი , მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ბარსა მარტო მაგის იმედზეა ? დღევანდელ დღეს თუ უკლებლივ ყველა ელემენტი არ უმუშავებს გუნდს მისი საქმე წასულია . აქ საქმე მარტო მირკოზე და მარკო მოტაზე ან სიმონე პადოინზე არაა . როდესაც კონტე უშვებს ფეხბურთელს მას კონკრეტული დავალება აქვს და მე პირადად მირკოსგან ხშირ შემთხვევაში ვხედავ ამას . ბომბარდირი შეიძლება არაა მაგრამ იმ ფეხბურთში რაც მოგვწონდა გასულ წლებში იუვეს შესრულებით , ანუ… Read more »
მე თუ მკითხავთ პოგბა თავდასხმელებს უკან მაგრად ითამაშებს : ))) კაი ტეხნიკა და ფინტები, უძლიერესი დარტყმა, პოზიციის სწორად შერჩევა. შეტევის ხაზში ტევესი-პოგბა : DD მარკიზიოსთვისაც განთავისუფლდება ადგილი
გინათ მირკოს აბრალეთ გინდა კონტეს ისლას გამოყვანას მარა თუ შეამჩნიეთ რომ იუვეს მარკიზიოს გარეშე ლამაზი თამაში არ ჩაუტარებია? გუნდი მარკიზიოს გარეშე არი ხერხემლის გარეშე.. და აქ კიდე პრინცს უკლასოს ეძახიან… მეც მესიმპათიურება პოგბა მარა მარკიზიო სხვა კლასია..
მაშინ ტაქტიკა უნდ შეიცვალოს… პოგბაც გვინდა, პირლოც, ვიდალიც, მარკიზიოც და 3 თავდამსხმელიც ერთად, მასე კი არ გამოდის
პოგბა არ გვინდა…
ლიხტ-ბონუ-ბარძა-კიე
ვიდალ-პირლო-მარკი
ტევეს—ლორე–ჯონივკო(კვალი)
ტური 1
რეალი 3
იუვე 1
კოპენჰაგენი 1
გალა 0
ტური 2
რეალი 6
იუვე 2
გალა 1
კოპენ 1
ტური 3
რეალი 9
იუვე 2
გალა 4
კოპენ 1
ტური 4
რეალი 9
იუვე 5
გალა 7
კოპენ 1
ტური 5
რეალი 12
იუვე 8
გალა 7
კოპენ 1
რა თქმა უნდა ანცელოტიმ თუ არ მოიშორა იუვე და არ მიცა თამაში მადრიდში თურქებს
ტური 6
ფრეც გვაწყობს თურქეთში
ლოგიკურად ასე უნდა იყოს და ნუ დაიწყებთ ეხლა იმის მტკიცებას, რომ მადრიდში მოვიგებთ (ტურინში თუ მოვიგოთ კაი იქნება და მოვიგებთ იმედია)
რატო ნერვიულობთ ჩაწყობილ თამაშებზე?
კონტე ათამაშებს და ენდობა ჩვენ რაგას ვიზამთ