კონტე : ” უნდა დავამტკიცოთ , რომ ვიმსახურებთ აქ ყოფნას ”
ანტონიო კონტე დარწმუნებულია , რომ მის გუნდს არ ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები ” რეალთან ” დაპირისპირებისას : ” ეს მატჩი უაღრესად დიდ მოტივაციას გვძენს . ის რაც ფლორენციაში მოხდა , გამაოგნებელია თუმცა ეპიზოდურად ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება . ციფრების მიხედვით , რომ ვიმსჯელოთ გუნდმა კარგი შეხვედრა გამართა . ბერნაბეუზე ჩვენ მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს დავუპირისპირდებით . სწორედ ამ თამაში შევიგრძნობთ თუ რას ნიშნავს , როდესაც 90 წუთის მანძილზე მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს , პლიუს ამასთან არც ჩვენ ვიქნებით უსაქმოდ და არა ერთ თავსატეხს გავუჩენთ მათ . დიდი პატივისცემა გვაქვს რეალის მიმართ , მაგრამ ნამდვილად არ გვეშინია ესპანელების . მოედანზე გავალთ იმ განცდით , რომ შეგვწევს ძალა ნებისმიერი დადებითი შედეგის მისაღწევად . ბუნებრივია უაღრესად გაგვიჭირდება , მაგრამ ეს დამატებითი მოტივირებაა , რომ ყველაფერი გავიღოთ რაც შეგვიძლია . ამ შეხვედრის შედეგ წავაგებთ თუ მოვიგებთ , მაინც და მაინც არაფერი გადაწყდება , რადგან წინ კიდევ სამი მატჩი იქნება ჩასატარებელი ” …
” უნდა დავამტკიცოთ , რომ შეგვიძლია ასეთ ტუნირზე სათანადო დონეზე ასპარეზობა . კარლოს წინაშე კი ქედს ვიხრი , მასთან ერთად მუშაობა ” იუვენტუსში ” ერთი სიამოვნება იყო ” .
” ტევესი ძალზედ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს . ის ყველას აძლევს მაგალითს თუ როგორ მიუდგეს მაღალი კლასის პროფესიონალი საკუთარ საქმეს . ფერნანდო ლორენტე კარგ ფორმაში იმყოფება და მე მაქვს მისი იმედი , ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეების . საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე მივიღებ . ბუფონი გამარჯვებულია როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი . ის ჩემთვის არის წარმატების გარანტია და ყოველთვის ასეთად დარჩება ” .
წყარო : Football-Italia
დღეს თამაშზე ვინები მოდიხართ?ჩვენ 3-ნი ვიქნებით და 11-ის ნახევარზე რომ მოვიდეთ პრობლემა იქნება ადგილების?მანამდე სამსახურში ვარ…
ამ თამაშის შემდეგ სამივე დარჩენილ მატჩს მოვიგებთ…
კონტემ სქემა უნდა შეცვალოს თორე გაუჭირდებათ . 3-5-2 რო ითამაშოს პადოინი თუ დააყენა ეგ ვერც შეტევაში გადავა და ვერც დაცვაში გააჩერებს მარსელო რონალდოს დუეტს მარცხნიდან . დგეს დელა სპორტში ეწერა რო 4-3-1-2 უნდა ითამაშოს კონტემ და ვნახოთ. 4 მცველით რო ითამაშოს უკეთესი იქნება ყველავარიანტში. თუ მაინც 3-5-2 ს ათამაშებს ვიდალი უნდა დააყენოს მარჯვნივ უკეთესი იქნება და პოგბა ცენტრში .
მე 5-3-2 ზეც თანახმა ვარ თ უ გვინდა არ წავაგოთ მაინც.
ლიხტა-ბარძალი-ბონუჩი-კიელინი-პელუზო(ან დე ჩელიე)
ვიდალი-პირლო-მარკიზიო (პოგბა)
ლორენტე-ტევესი
პ.ს. ეს სქმა რო ნახოს კონტემ გადაირევა და თანაშემწედ წამიყვანს რაა
დავამტკიცებთ ჩვენ ძლიერებივართ.ორ გოლს გავიტანთ ლორენტე-პოგბა
FORZA JUVE
ახლა ვნახე იუთუბზე იტალიელები ღადაობენ, ფრთხილად რონალდო პადოინი მოდისო