ინფორმაცია გუნდის ლაზარეთიდან
გარდა იმისა , რომ გუნდს პრობლემები აქვს შედეგიანობის მხრივ , არც საკადრო საფიქრელისგან არის განთავისუფლებული . სტეფან ლიხტშტაინერმა კუნთის ტრავმა , ჯერ კიდევ ” გალათასარაისთან ” შეხვედრაში მიიღო და ბოლო ინფორმაციით მას გერმანიაში მოუწევს გამგზავრება და დეტალური გამოკვლევის გავლა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ . ჯერ ჯერობით მიახლოებითაც კი არ არის ნათქვამი თუ როდის შესძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას . მის გარდა კონტეს მირკო ვუჩინიჩის სახით სერიოზული ფიგურა აკლია თავდასხმის ხაზში . ჩერნოგორიელს ასევე კუნთის ტრავმა აწუხებს და მისი ასპარეზობა ჯენოასთან მატჩში ფაქტიურად გამორიცხულია . ექიმებს იმედი აქვთ , რომ რეალთან განმეორებითი შეხვედრისთვის მირკო ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში იქნება .
წყარო : Tuttojuve
კვალი როდის ბრუნდება არ გავიდა 3 კვირა?