კიელინი : ” ვიასპარეზეთ ისე როგორც მწვრთნელს სურდა ”
მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას , ჯორჯო კიელინიმ საკუთარი გუნდის ბოლო დროინდელ უიღბლობაზე და ჯენოასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა : ” გავაანალიზეთ გასული მატჩები და მივხვდით , რომ გარკვეული რამ შეიძლებოდა სხვა სცენარით წარმართულიყო . თუმცა , ყველაზე მთავარი რაც დავინახე იყო მადრიდში , გუნდი იბრუნებდა საკუთარ სახეს და უკვე გენუელებთან რეალური ” იუვენტუსი ” გამოჩნდა . დაუოკებელი , აგრესიული და უკომპრომისო , ზუსტად ისეთი როგორც კონტეს სურდა . სწორი განწყობით მივუდექით მატჩს და პირველივე წუთებიდან არ მოვშორებივართ მათ საჯარიმოს . მხოლოდ პერინის საოცარმა ასპარეზობამ იხსნა სტუმრები გამანადგურებელი ანგარიშისგან . ეხლა კი თავს უკეთ ვგრძნობთ ფსიქოლოგიური კუთხით ” კატანიასთან ” დაპირისპირებამდე , რომელიც მოახლოებულ ოთხშაბათს გაიმართება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
კლუბის ბომბარდირები არ შეცვლაოთ, ვუჩინიჩი ჩანს ჯერ და გულს უხარია.
ან ვინ აკეთებს მაგ ცხრილს, საიტზე მაინც ნახეთ ვის რამდენი გოლი აქვს გატანილი ყოველთვის რომ მცდარი ინფორმაცია გიწერიათ.
ან მე მომეცით უფლება რომ გავასწორო თუ თქვენ გეზარებათ
მე წერ ხოლმე და სულ მდარი როდი მიწერია ? სერია ა ში გატანილი გოლების რაოდენობ წერია
ჯორჯო ცოტა უნდა დასტაბილურდე.. და ჭიდაობის მაგივრად ფეხბურთი ითამაშო
აუ კიელინი იასპარეზე კი არა ან ჭკუა ისწავლე ან მოხიე გუნდიდად მერამდენედ უნდა დავზარალდეთ შენ გამო გუშინაც ვიღაცას თავი გაუტეხა ლამის ეს კი არა ბარძალი რო წავა ბარძალი მერე რა ვქნათ ეგააა მასტი ლამის კანავაროს დონეზე თამაშობს
+1
შესანიშნავი თამაში გამოვიდა
ნანდო-კარლიტოს წყვული კი ნელნელა იხვეწება და მალე საუკეტესო დუეტი გახდება 