კონტე : ” საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ ”
ანტონიო კონტე კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის ასპარეზობით ” ჯენოასთან ” შეხვედრაში : ” კარგი მატჩი ჩავატარეთ , ისევე როგორც მადრიდელებთან და ფიორენტინასთან საწყისი 70 წუთი . აქამდე ნაჩვენებ დაპირისპირებებში სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ იმას , რასაც ვიმსახურებდით . მომეწონა გუნდის მოქმედება , ვდომინირებდით 90 წუთის მანძილზე , გავიტანეთ ორი ბურთი და შეგვეძლო ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა . დავასარულოთ შეხვედრა გაშვებული გოლის გარეშე , ეს კი დადებითი მოვლენაა თუ ბოლო პერიოდს გადავხედავთ . დიდი ინტენსიურობით უნდა განვაგრძოთ მუშაობა . კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე , უფრო და უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს მოედანზე და ზოგადად ადაპტირებას სწრაფ ტემპში გადიან ახალ ჩემპიონატში . ზუსტად იმას აკეთებენ რასაც მათგან ველი და რაც გუნდს ესაჭიროება . ზედიზედ განცდილი მარცხის შემდეგ , ვცდილობთ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და არ ვეძებოთ დამნაშავე მარჯვნივ და მარცხნივ . რომა ? აღფრთოვანებული ვარ მათი ასპარეზობით , იმიტომ რომ კალჩოში ზედიზედ 9 მატჩის მოგება ხუმრობა საქმე არ არის ” .
წყარო : Football-Italia
როდემდე ეს სწავლა ?
სიბერემდე