მაროტა : ” პოგბა და ვიდალი ტურინში რჩებიან ”
” მადრიდში უშუალოდ მსაჯის მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო დავმარცხდით . შესაძლოა ეკონომიკური კუთხით ჩამოვრჩებით ესპანელებს , თუმცა უშუალოდ მინდორზე ჩვენ თანაბარ ძალას წარმოვადგენთ . რაც შეეხება სამსაჯო კორპუს , ასეთი სახის საქციელი რაც მალე ამოიძირკვება მით უკეთესი , რადგან ამას რეალურად შეუძლია ცუდი ზემოქმედების მოხდენა კლუბებზე … გინდაც სპორტული გინდაც ფინანსურით კუთხით . ფედერაციების და სამსაჯო ასოციაციის წარმომადგენლებმა ასევე ნეგატიური გამოხმაურება გააკეთეს მადრიდში დაფიქსირებული ინციდენტის გამო . იმედი მაქვს პიერლუიჯი კოლინა შესაბამის დონეზე მოეკიდება ამ საქმეს და საჭირო პოლიტიკას გაატარებს მსგავსი პრობლემური სიტუაციის აღმოსაფხვრელად ” …
ჯუზეპე მაროტა ასევე არტურო ვიდალისა და პოლ პოგბას კონტრაქტებსაც შეეხო …
” პირველთან უკვე მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას და დღეისათვის მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში ვიმყოფებით . საჭირო დროს ჩვენ გავახმაურებთ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას . ჩილელს სურს ჩვენთან დარჩენა და ახალი მიზნების მიღწევა შავ თეთრი მაისურით . უახლოეს კვირაში კი გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს პოლ პოგბასთან . ფრანგი ფაქტიურად შეუცვლელი ფიგურა ხდება . თავდაპირველი კონტრაქტი ფრთხილი იყო , რადგან რეალურად ფეხბურთელი პრესპექტიულის სტატუსით სარგებლობდა , ეხლა კი ის უკვე ჩამოყალიბებული ფიგურაა ” .
ერთი სიტყვით ვიდალთან და პოგბასთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება გარდაუვალია და აი კონტესთან ” საკმარისია ხელის ჩამორთმევა , რადგან არცერთი ჭკუათმყოფელი არ გაბედავს და გამარჯვებულ მწვრთნელს გუნდიდან არ გაუშვებს . თავად ანტონიო დისკომფორტს განიცდის უაზრო ჭორების გამო , რომელსაც დესტაბილიზაციის შეტანა სურს მის გუნდში , რომელიც საპირისპიროდ – ერთიანი მექანიზმია ” .
დასასრულს ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ადრიან მუტუს საკითხზე და კერძოდ ” ფიფას ” გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი . შეგახსენებთ , რომ ” იუვენტუსს ” 21 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს რუმინელი ფორვარდის უსასყიდლოდ გაფორმებისთვის , რომელსაც ” ჩელსისთან ” ჰქონდა იმ პერიოდში შეთანხმება …
” დავა მოთამაშესა და კლუბს შორის მიმდინარეობდა , ხოლო ” იუვენტუსი ” უშუალოდ გადაწყვეტილების გამოტანისას ფიგურირებდა . სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს მეშვეობით შევეცდებით , რადგან თავი უდანაშაულოდ მიგვაჩნია ” .
” მზად ვართ აპელაციისთვის . გაკვირვებულნი დავრჩით ასეთი უსამართლო ვერდიქტით , მაგრამ მშვენიერი შანსები გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად . ორი გზა გვაქვს : სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო და შვეიცარიის ფედერაციული სასამართლო ” – დაასრულა დირექტორმა ალდო მაციამ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
იმედია არც ერთს არ გაუშვებენ
პოგბა არსად გაუშვატტთთთთთთთთ
ნეტა ნაინგოლანი იყიდონ
ზან აკი თუ მასეა კონტე პოგბა და ვიდალი რაც შეიძლება დითხანს უნდა დარჩნენ. კაი იქნებდა სატრანსფერო ფანჯარაზეც გელაპარაკა