კონტე : ” მატჩიდან მატჩამდე მაქსიმალური კონცენტრაციით ”
შინ თამაშის ფაქტორმა უკვე მეორედ იქონია სასურველი შედეგი . ამჯერად ” კატანია ” მიემგზავრება სიცილიაზე გატანილი გოლის გარეშე და რაიმე ქულაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია . ტურინელები მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს . გუნდიც და ტიფოზერიაც უზომოდ ელოდება მადრიდელებთან დაპირისპირებას , თუმცა მანამდე კონტეს კლუბს ” პარმასთან ” მოუწევს ასპარეზობა : ” უკანასკნელი 10 დღის მანძილზე მესამე შეხვედრა გავმართეთ და წინ ასეთ მოკლე პერიოდში კიდევ სამი გამოცდა გველის . ამაზე რთული გრაფიკის მოფიქრება ალბათ შეუძლებელია და ამიტომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა ავამოქმედოთ . დღევანდელი გამარჯვება , ჩვენი ჩემპიონების საშემსრულებლო კლასის ხარჯზე იქნა მიღწეული . აუცილებელი იყო კარი მშრლად შეგვენარჩუნებინა და უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში მიზანს მივაღწიეთ . გეგმა ? მატჩიდან მატჩამდე კოცენტრირება და მინდა დაგარწმუნოთ , რომ პარმასთან რთული დაპირისპირება გველის , რომელთანაც ” მილანსაც ” შეექმნა პრობლემები . ” რეალი ” ? მათზე ფიქრს კვირიდან დავიწყებთ ” .
წყარო : Tuttosport
რეალს უნდა მოუგოტ და მოუგებთ კიდევაც
რეალი____9ქ
გალა_____4ქ
იუვე_____2ქ
კოპენჰაგენი____1ქ
რეალთან 1 ქულა ვთქვათ, გალასთან და კოპენჰაგენთან მოგება +6, გამოგვდის 9ქ, გალა აგებს რეალთან, ჩვენთან და დავუშვათ უგებს კოპენჰაგენს, +3ქ ანუ
იუვე___9ქ
გალა___7ქ
გასვლა არ უნდა იყოს დიდი პრობლემა მგონი, რელთან თამაშ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მთავარია დანარჩენი 2 მოვიგოთ

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვსის დაწერა მინდოდა :D
რეალს თუ ვერ მოვუგეთ და გალამ დანიაში მოიგო მერე დარხეული გვაქვს.. ასე რომ რეალს უნდა მოვუდოთ, და კოპენჰაგენმა თავი უნდა გაიგიჟოს თურქებთან, ესეთი შინაარსი სავსებით რეალური მგონია..
მაგრამ თუ კიდე წავაგეთ რეალთან მაშინ აღარ ვიცი რა ჯობია ჯგუფში ჩარჩენა თუ ვიღაცეების ხარჯზე გასვლა
იმდენი შენ რა გითხარი რაც დღე და ღამე რეალზე ფიქრობ :D
ასპროცენტიააან : DDD მეც მასე ვარ სულ რეალზე ვფიქრობ : )) რა დროს კატანიები და პარმებია, ლიგაზე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები გველოდება