ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” კმაყოფილი ვარ გუნდის მუშაობით ”

ანტონიო კონტე მიიჩნევს , რომ მისი გუნდის ხასიათი სწორედ ასეთი დონის შეხვედრებში ყალიბდება : ” საერთო ჯამში საკმაოდ მაღალ შეფასებას მივცემდი გუნდის მიერ გაწეულ შრომას . განსაკუთრებით პირველ ნახევარში , სადაც ყველაფერი იყო : ორგანიზებაც , სათამაშო ხარისხი და ინტენსიურობა . მეორე 45 წუთი ცუდად დავიწყეთ , რადგან ტემპი დავაგდეთ . ეს კი ნიშნავს პრობლემებთან შეჯახებას და მითუმეტეს მაშინ როდესაც შენს წინააღმდეგ მადრიდის რეალია თავისი რონალდოთი და ბეილით . მიუხედავად ყველაფრისა , მატჩის გმირად იკერ კასილასი მიმაჩნია , რომელმაც წარმოუდგენელი ბურთები აიღო ” …

ორი აზრი არაა , რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი . ჩემი აზრით იმაზე გაცილებით ნაკლები ქულა გვაქვს ამ წამისთვის , ვიდრე დავიმსახურეთ . შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაშიც შეგვეძლო გამარჯვების მოპოვება , მაგრამ მადრიდული ხომალდი ისეთი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული , რომელთაც ძალუძთ ნებისმიერ წამს სიტუაციის შეცვლა ”  .

” ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამახარა , რომ ფეხბურთელები მოწყურებულნი იყვნენ გამარჯვებას . არ გვინერვიულია და ამასთანავე არც დიდი პატივისცემით გვითამაშია მათ წინააღმდეგ და ეს ზუსტად ის გზაა რომლითაც კლუბი იზრდება ევროპულ ასპარეზზე . მოედანზე ყველამ იხილა , რომ ფინანსური შესაძლებლობები შედეგზე დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს ” .

” შარშანდელ გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიამდე გავედით და მნიშვენლოვანია წელს ის , რომ ჯერ კიდევ საქმეში ვიმყოფებით . მოგვიწევს იგივე ინტენსიურობით ასპარეზობა , იქნება ეს რეალი თუ ვინმე სხვა ამას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის . შარშანდელი გამოცდილებიდან შემდეგ რამეს ვიტყვი , თუ გავალთ ქვე ჯგუფიდან ვიტყვით კიდევ ჩვენს სიტყვას ამ გათამაშებაში . დღეისათვის მნიშვნელოვნად ჩამოვჩრებით იგივე რეალს და ბაიერნს გამოცდილების თვალსაზრისით . მაგრამ ზუსტად ასეთი კალიბრის შეხვედრებში უყალიბდება ხასიათი გუნდს ” .

 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
10 years ago

მილანი გაუთანაბრეებს:lol:

otari kajaia
10 years ago

და ამ ქულამ ის ქნა, რომ ვიცილებთ კოპენჰაგენის ფაქტორს და გვაქვს ამოცანა, მოვუგოთ ბელგიელებს და არ წავაგოთ სტამბულში. რა თქმა უნდა სტამბულში მოსაგებად ჩასვლას, არ წასაგებად ჩასვლა ჯობია :D როცა მოსაგები გაქვს თამაში თან სტამბულში ჯოჯოხეთში, ძალიან რთული იქნებოდა, ამიტომ კონტემ სწორედ შეაფასა სიტუაცია რაციონალურად და ამ მნიშვნელოვანი ქულის დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა

10 years ago
Reply to  otari kajaia

ძლივს ლოგიკურად მოაზროვნე კაცმა დაპოსტა :) სად იყავი აქამდე ძმაა.. ცვლილებების ამბავშიც ზუსტი კომენტარი გააკეთე.. ჯერ ერთი ის რო ზამენების იმედი არ ქონდა, მეორეც ის რო აბა რომელი შეეცვალა?? ლორენტე კარგად თამაშობდა, ტევესი ცუდად თამაშობდა მაგრამ ისეთი ტიპის ფეხბურთელია შეიძლეა ერთ აფეთქდეს და შედეგი დადოს.. ნახევარდაცვაში ვიდალის, პირლოს და პოგბას შეცვლა დანაშაული იქნებოდა.. ერთი მარკიზიოს შეცვლა შეიძლებოდა თავის დროზე

otari kajaia
10 years ago

ცვლილებების იმედი კონტეს არ ქონდა, ალბათ ამიტომაც დააგვიანა, აქ ჯოვინკოს შემოყვანას რა აზრი ქონდა , უბრალოდ ტევესს აშკარა დაღლა დაეწყო და მაგიტომ შეცვალა, კონტემ მე ვფიქრობ ბოლო 20 წუთი , მოერიდა სიტუაციის გამწვავებას ფრე , კოპენჰაგენში თამაშიდან გამომდინარე ამ 1 ქულას ოქროს ფასი ქონდა , ამიტომ საფრტხის ქვეშ არ დაიყენა თავი და არ გარისკა არც კონტემ და არც გუნდმა, თორემ რომ გახსნილიყო შეიძლება საერთოდ წაეგო თამაში, გუნდმაც უკან დაიხია და მნიშვნელოვანი ქულა აიღო , განვიხილოთ რატომ , რომ წაეგო 2 ქულა დარჩებოდა, გალამ რაც შეიძლება მაქსიმუმს მიაგწიოს არის ქულა მადრიდში მაშინ გაუხდებოდა 5. იუვე მოუგებდა ბელგიელებს 5 და მაშინ აუცილებლად… Read more »

arseni
10 years ago
Reply to  otari kajaia

კონტეს მაინცდამაინც არ ხიბლავს კვალი და ალბათ იმიტომ არ ჰქონდა იმედი ….
ჯამში გუშინ მოგება არ ეკუთვნოდა იუვეს ///
მაგრამ მადრიდში წაგებაც არანაირად არ ეკუთხნოდა ///

arseni
10 years ago

ცვლილებები აშკარად დაგვიანდა … იგივე კვალის ელემენტარულად დრო არ ჰყოფნიდა თორემ მჯერა რომ კიდევ შექმნიდა სიმწვავეს რეალის კართან /
ლიგაის პლეი ოფს ევროლიგა მირჩევნია / იქ უფრო დიდი შანსია ტიტულის მოგების / ოდენ სრული კონცენტრაციის პირობებში როგორც ჩელსიმ გააკეთა ისე

lasha naxucrishvili
10 years ago

კარგად ვითამაშეთ ოკ მაგრამ შენ რომ ზამენები არ დააგვიანო ისე როგორ შეიძლება. კარგი მწვრთნელია კონტე უბრალოდ მშიშარაა ანუ გამოუცდელი იმიტო ვერ ბედავს ზამენების გაკეთებას.ამას ფეხბურთელები ზამენაზე არ უნდა ყავდეს ტიპს არ ჭირდება რასაც ქვია რა.როგორც იუვეს ზოგიერთი ფეხბურთელია გამოუცდელი ლიგაზე ასევე კონტეც.

10 years ago

არადა გუშინ რომ მოგვეგო, გვექნებოდა 5 ქულა, გალას და კოპენს 4-4. შემდეგ ტურში ჩვენ კოპენს ტურინში მოვუგებდით, რეალი მადრიდში გალას და ჩვენ გვექნებოდა 8 ქულა და გალას 4 და ბოლო ტურში თურქეთში წაგებაც შეგვეძლო… არადა კასერესის შეცდომაზე გული დამწყდა…

მაგრამ ეხლა უკვე ნაპოლიზე ვიფიქროთ სჯობს…

მემგონი რაღაცას ხიმანდრობენ და უნდათ რომ მესმე გავიდნენ და უეფაზე მოხვდნენ და გამომდინარე იქედან რომ უეფას ლიგის ფინალი ამ სეზონში ტურინშია იუვენტუსს არენაზე, არაა მოკლებული ეს აზრი შესაძლებლობას… ;)

neko_neko.
10 years ago
Reply to 

მერე ვინ იძლევა მაგის რაზნიცას რო ფინალში გავა უეჭველი, არა ეგ აბსურდია პროსტა გუნდი თამაშობს მარა სისტემატიურად არ უმართლებს

FeNoMeNo-9
10 years ago

რა თქმა უნდა გრაფ, რა თქმა უნდაა კამყოფილი იქნები “მუშაობით”!

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x