ბენიტესი : ” ტურინელები 100 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებენ ”
რაფაელ ბენიტესის მოსაზრებით , მისი კლუბი მხოლოდ იმიტომ დამარცხდა ” იუვენტუსსთან ” , რომ გააჩნია : ” 100 მილიონი ევროთი მეტი ვიდრე ნეაპოლიტანელებს ” … ” ნაპოლი იზრდება და ვითარდება , მაშინ როდესაც ტურინელები წლების მანძილზე მთავარი ფავორიტები იყვნენ . ეს არის გუნდი , რომელიც 100 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებს ვიდრე ჩვენ და ამიტომ გამარჯვება სრულებით ბუნებრივი მოვლენაა მათვის . ფაქტია , რომ სწრაფად გაშვებულმა ბურთმა თავდაყირა დააყენა ჩვენი თამაში . ვიბრძოლეთ და თითქოს დავბრუნდით თამაში , მაგრამ კიდევ ორმა გოლმა იუვენტუსის მაღალ კლასს ხაზი გაუსვა . ეს არ არის წუწუნი , უბრალოდ ყველამ იცოდა რომ 75 % – ით ვიყავით მზად , ხოლო მეტოქე თავის მხრივ მართლაც არნახულად ძლიერია . რთულია კონცენტრაციის შეკავება , როდესაც სწრაფად უშვებ , მაგრამ ამ მხრივ თავი კარგად წარმოვაჩინეთ . აუცილებელია ბურთის უფრო მეტ ხანს კონტროლი და საკუთარი უდრეკი ხასიათის გამომჟღავნება ” .
წყარო : Tuttojuve
იგუაინიც რო გვეყიდა ძაან მაგარი იქნება
არაუშავს ნაპოლი კარგი გუნდი უბრალთ ჩვენ ჯუვე ვართ ნაპოლი ბოლომდე იბრძოლებ იცოდეთ ჩეპიონობიზა რასაც რომაზე ვერ ვიტყვი მითუმეტს ლიერია სერი ა მაგრამ ჩეპიონები ჩვრნ გახდებით

ისე ნაპოლის არ უთამაშია ურიგოდ, პერიოდულად ძალიან ყოჩაღად გამოიყურებოდა.. აი სუფთა კლასის ხარჯზე ვაჯობეთ