კონტე : ” ბრძოლა ბოლო წუთამდე ”
” ლივორნოსთან დაპირისპირებისას ანტონიო კონტეს არ უნდა ჰქონდეს ანდრეა ბარძალის იმედი და ასეთ შემთხვევაში , დაცვაში შესაძლოა არტურო ვიდალმა იასპარეზოს , მაგრამ მთავარი მწვრთნელის თქმით , რაიმე უიღბლობის შემთხვევაში ეს არ უნდა გახდეს თავის მართლების საბაბი : ” მეტოქის არენაზე , ბიანკონერის ” დიდი ” სიყვარულით შეხვდება ადგილობრივი ტიფოზერია , რომელიც საკმაოდ არის მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე . ჩვენს წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი წარსდგება , რომელსაც პრესპექტიული ახალგაზრდა თავკაცი წვრთნის . მან უკვე გამოიჩინა თავი სერია ბ-ში ყოფნისას . ამიტომ ფრთხილად მოგვიწევს თამაში , რადგან პატარა გუნდებს ” იუვენტუსის ” წინააღმდეგ მოტივაცია ეზრდებათ , თითქოს ეს მათი სიცოცხლის ბედს წყვიტავდეს ” …
კონტეს გუნდი სამწუხაროდ იდეალურ ფორმაციაში არ ხვდება ამ მატჩს , რადგან დისკვალიფიცირებულნი არიან ლეონარდო ბონუჩი და ანჟელო ოგბონა , ხოლო სტეფან ლიხშტაინერი , მაურისიო ისლა და ანდრეა ბარძალი ტრავმის გამო ტოვებენ შეხვედრას . გაჩნდა ჭორი რომლის საფუძველზეც დაცვის ცენტრში ჩილელი ვიდალი იასპარეზებს …
” მძიმე კვირა გამოდგა ამაში ორი აზრი არაა . რამდენიმე ფეხბურთელი გვიან შემოუერთდა სანაკრებო ბატალიების გამო გუნდს და დროც კი არ ჰქონიათ , რომ მთლიან ჯგუფთან ერთად ევარჯიშათ . მიუხედავად ყველაფრისა , ეს ყოველივე არ უნდა გახდეს თავის გასასამართლებელი საშუალება , იმედი მაქვს ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით წარიმართება და წარმატებას მივაღწევთ . ვიდალი დაცვაში ? უკვე გავტესტეთ რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი ” .
” საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი , როდესაც ბარძალიზე არცთუ ისე კარგი ინფორმაცია წავიკითხე . ის პროფესიონალია და ამ კუთხით მისაბაძია ყველასათვის . მისი ტრავმის გათვალისწინებით შეგვიძლია განვაცხადო , რომ არც კოპენჰაგენთან არ მიიღებს მონაწილეობას ” .
” სერია ა-ში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით , იმაზე მეტადაც კი ვიდრე შარშან უბრალოდ წელს რომა განსაკუთრებულია და შესაბამისად ჩრდილში გვიწევს ყოფნა . ფაქტია , რომ მიმდინარე სეზონში კონკურენცია გაიზარდა ” .
რამდენიმე სიტყვით ანტონიო პოლ პოგბასაც შეეხო …
” ყოველთვის ვიძახდი , რომ ყველაფერი აქვს იმისთვის რომ გახდეს საუკეთესო . რაც მთავარია არ კარგავს თავს და სწორი მიმართულებით განაგრძობს პროგრესირებას . საკუთარი კარიერის მანძილზე ბევრი ტალანტი მინახავს , რომლებიც რეალურად მჯაბნიდნენ , მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვის შემდეგ დიდ ფეხბურთს არა მაგრამ სამოყვარულო ლიგაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ” .
წყარო : Football-Italia
პოგბაზე ის თქვა როგორც მე გავიგე?