კონტე : ” კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ”
” შესაძლოა რეალთან და ნაპოლისთან გამართული დაპირისპირების შემდგომ არსებობდა გარკვეული შიშით ამ მატჩისადმი , თუმცა ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად და ვამაყობ მათ მიერ ნაჩვენები ასპარეზობით . დაცვაში გარკვეული საკადრო პრობლემები იყო , მაგრამ მიუხედავად ამისა ვითამაშეთ უშეცდომოდ და კარები მშრალად შევინახეთ . როდესაც მეტოქე თავს 10 კაცით იცავს , აუცილებელია აგრესიულად შეუტიო , მაგრამ ამასთანავე ფრთხილად უნდა იმოქმედო რომ მან კონტრ იერიშზე არ დაგიჭიროს . მეორე ტაიმში კი ჩვენს შეუჩერებელ მოქმედებებს , ლოგიკური შედეგი მოჰყვა და ვიპოვნეთ გასაღები მათი კარისთვის . ჩემპიონთა ლიგა ? მოხარული რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა . თუ შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას , მაშინ ვიასპარეზებთ შემდგომ ეტაპზე თუ არადა გამოდის რომ მეტოქე მეტად იმსახურებდა ამ პატივს . თუმცა , სურვილი უდიდესი გვაქვს ტურნირზე ასპარეზობის “ – განაცხადა ლივორნოზე გამარჯვების შემდგომ ანტონიო კონტემ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
კონტე პადობნის მოუხერხე რა რამე…..სერია ც -ს მოთამაშეა