ბონუჩი : ” მეტოქე მთელი გუნდით იცავდა თავს ”
პრინციპში მატჩმა მოლოდინი გაამართლა , კოპენჰაგენი მთელი გუნდით იცავდა თავს და საბედნიეროდ შედეგმაც მოლოდინის თვალსაზრისით სიურპრიზები არ გამოიწვია და ტურინელებმა შესძლეს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება : ” მთელი გუნდით იცავდნენ თავს და ასეთ დროს , გიჭირს მეტოქის საჯარიმოში რაიმე სიცარიელის მოძიება . საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით , ორი პენალტი , სიმშვიდე და მაღლმა საშემსრულებლო კლასმა თავისი გაიტანა . მეტოქეები დეტალურად სწავლობენ იუვეს თამაშის მანერას და ამიტომ აუცილებელია გარკვეული ვარირება , ისეთი როგორიც მაგალითად დიაგონალური გადაცემებია ლორენტეს მიმართულებით . გაშვებული ბურთი ? არეულობაში არავინ იცის რა მოხდება , მელბერგი კი ყველაზე სწრაფად აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე და შედეგად შესძლო თავის გამოჩენა ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
juveeeeeee
რას მირჩევთ
ბონუს ქულა მაგარი ხარ