ოფიციალურად : ვიდალმა კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა
ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ არტურო ვიდალმა კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.2011 წელს, ლევერკუზენის “ბაიერნიდან” ტრანსფერის შემდეგ, ჩილელმა ნახევარმცველმა გულშემატკივრების გულები მალე დაიპყრო, გუნდთან ერთად კი ორი სკუდეტო და იტალიის ორი სუპერთასი მოიგო.საერთო ჯამში, “ელ გუერერომ” ბიანკონერების შემადგენლობაში 100 ჩატარებულ შეხვედრას მოუყარა თავი და 32 გოლი გაიტანა, ანტონიო კონტეს ეპოქაში არტურო სტაბილურად გამტანი მოთამაშეა.7 გოლი პირველ სეზონში, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 15 გოლით გასულ სეზონში და წელს, 10 ბურთი ჩატარებულ 20 მატჩში.ბოლო წლებია ვიდალი ტიპიური თანამედროვე შუახაზელია, საოცრად თამაშობს დაცვაში და აგრესიულად უტევს მეტოქის კარს.გარდა ამისა, ბოლო ორ წელიწად ნახევარია, ჩილელი საუკეთესო ასისტებშიც.დღეს კი, ბებერი ქალბატონის 23 – ე ნომერმა ახალი გვერდის დაწერა დაიწყო, ვიდალმა 2,5 წლიან ტურინულ კარიერაში იმდენი გააკეთა კლუბისთვის, რომ უკვე ისტორიის ნაწილია.მოკლედ, ყველაფერი გრძელდება..