ოგბონა : ” ადაპტირებამ წარმატებულად ჩაიარა ”
ანჟელო ოგბონას მოსაზრებით , ბოლონიასთან ჩატარებული წარმატებული მატჩის შემდგომ ყველაფერი საუკეთესო კუთხით წარიმართება : ” დღეისათვის თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ , უბრალოდ აუცილებელი იყო გარკვეული დროის გასვლა რომ ასეთ ინტენსიურ წვრთნებს შევჩვეოდი . რეალურად განსხვავებული სამუშაოებია აქ ჩასატარებელი ვიდრე იქ სადაც მომიწია კარიერის განმავლობაში ყოფნა . მინდა ვთქვა , რომ ასეთი ინტენსიურობით აპენინებზე არცერთი კლუბი არ მუშაობს . იმ შემთხვევაში თუ ხშირად მომეცემა მოედანზე გამოსვლის საშუალება , კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს და დავეხმარები გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში . მსოფლიო ჩემპიონატი ? მოხარული ვიქნები თუ მომეცემა ბრაზილიაში თამაშის საშუალება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური გვერდი
კიელინი ხო გყავთ ზე დონე
ბონუჩი რა იყო კონტემდე? ხოდა კონტე გამოთლის საკმაოდ ძლიერ მცველად
დიდი არაფერი.. ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია : )) ფიზიკა აქვს კაი და მაგარ ჯანზეა.
ნორმალური ფეხბურთელია მაგრამ განსაკუთრებული არაფერი
უძლიერესი მცველია , მაგრად ითამაშა