ვებს იტალიაში იხმობენ
იტალიური გაზეთი Il Tempo იტყობინება, რომ ” იუვე ” – ” რომას ” მატჩი შესაძლოა ჰოვარდ ვებმა განსაჯოს. ტურინული გუნდმა 2013 წელი პირველ ადგილას დაასრულა, ხოლო რომის ” რომა ” მას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის პირველი მატჩი ” Juventus stadium”-ზე გაიმართება.
1981 წელს ” რომამ ” ბოლო ტურში სრული წესების დაცვით გაიტანა გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. ამ გოლს აუცილებლად სკუდეტოს გოლს დაარქმევდნენ, მაგრამ მთავარი არბიტრი შეცდა. ეს ყველაფერი, რომ არ გამეორდეს, იტალიის ფედერაციამ შესაძლოა ამ მატჩის მთავარ არბიტრად , უდაოდ ბოლო წლებში საუკეთესო მსაჯი, ინგლისელი ჰოვარდ ვები დანიშნოს. შეგახსენებთ, რომ ვებმა უკვე იმსაჯა ერთი მატჩი ” ბიანკონერის ” მონაწილეობით, როდესაც ” ბებერი ქალბატონი ” მადრიდის ” რეალს ” ხვდებოდა.
წყარო : Football Italia
-კიელინი ამას არ გაუგდია, ის სხვა იყო. ტურინში ამან 100%-ით იმსაჯა. :)
ეს მანჩერსტერ ვებია და არა ჰოვარდ ვები,შეასწორეთ რა :D :D :D
კიიიიიიიიიიიიი გვახსოვს მაგის სუპერკომპეტენტურობა