ტევესი ტურინში დაბრუნდა
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, კარლოს ტევესი დღეს დილით ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა.ახალი წლის არდადეგების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი სამშობლოში მეუღლესთან ერთად დარჩა, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია და გარკვეული პრობლემები შეექმნა.ბიანკონერების საუკეთესო ბომბარდირი დღეიდან გუნდთან ერთად სრული დატვირტვით ივარჯიშებს და საბედნიეროდ, “რომასთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.შეგახსენებთ, რომ “სიტის” ყოფილმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა.