ბონუჩი : “ბედნიერი ვიქნები, თუ კარიერას აქ დავასრულებ”
“რომასთან” მატჩში მან ნამდვილი ფორვარდის თვისებებით წარმოაჩინა თავი, სულ მალე ჯიალოროსისთან დაპირისპირება მას იტალიის თასზე მოუწევს, მანამ კი ლეონარდო ბონუჩის ფიქრები მთლიანად “კალიარისთან” მატჩს უკავშირდება : “თასის მატჩამდე დიდი დროა დარჩენილი, რომში ურთულესი შეხვედრა გველის.ამ მომენტისთვის მთავარი მორიგი კალენდარული დაპირისპირებაა, “კალიარის” შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც იბარბო, საუ და კოსუ არიან.”იუვემ” უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია.”
“სანტ’ელია” ბონუჩისთვის განსაკუთრებულია, რამეთუ 2006 წლის 14 მაისს იქ მისი დებიუტი შედგა სერია A – ში : “ეს იყო ნერიაძურიში გატარებული ბოლო სეზონი, მოედანზე სოლარის ნაცვლად შევედი.მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და ბურთს მივიღებდი თუ არა, ძალიან ვნერვიულობდი.ლამაზი მოგონებებია.”
გაცილებით ტკბილი მოგონებები ლეონარდოს ტურინის “იუვენტუსთან” და შავ-თეთრ ფერებთან აკავშირებს : “საკუთარ თავს სხვა გუნდის მაისურში ვერასდროს წარმოვიდგენ, ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია, ბედნიერი ვიქნები, თუ კარიერის დასრულებას ტურინში შევძლებ.”
ბიანკონერებში ლეო გაიზარდა როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი, ამაში გარკვეული წვლილი ანტონიო კონტესაც მიუძღვის : “მაქსიმალური ყურადღება თითოეულ დეტალზეც კი, სწორედ ეს არის მისტერ კონტეს მოწოდება.მისი დამსახურებაა ის, რომ ახლა ამ დონის ფეხბურთელი ვარ.”
მთავარი მწვრთნელის მსგავსად მწვანე მინდორზე ბონუჩი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა : “მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდებით, “იუვენტუსის” მინიმალური მიზანი – გამარჯვებაა, რეკორდები ჩვენი ყოველდღიური მუშაობის, შრომისა და ვარჯიშების შედეგია.”
მიზნები ახალი წლისთვის : “ვიქნები ხარბი – სკუდეტო “იუვენტუსთან” ერთად და წარმატება მუნდიალზე, სკუადრა აძურას შემადგენლობაში.საუნდტრეკი დღევანდელი ბებერი ქალბატონისთვის ? ემა – “დაივიწყე ყველაფერი.” სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, რომ ყველაფრის მოგება შევძლოთ.”
bero-juve10 არ გეწყინოს მეგობარო მაგრამ ძალიან კონკრეტულად აზროვნებ და ეგრე არ ხდება ფეხბურთში, 100-120 მილიონი ტრანსფერებზე სახარჯავად არცერთ გუნდს არ აქვს იტალიაში, რო ჩამოთვალე ეს გასაყიდი ფეხბურთელები და მათგან 50 მილიონი აიღე, იმ გუნდებს რატო არ თვლი რომლებიც ამ მოთამაშეებს იყიდიან ? რუბინიოში, დე ჩელიეში, პადოინში და პელუზოში ერთად 10 მილიონსაც რო ვერ აიღებ თუ იცი ეგ ? უთამაშებელი ჯიოვინკო მარტო დაბალი დონის გუნდს რო უნდა და ისიც არენდით თუ იცი ეგ ? გაბიადინის, მასის, აპელტების და ბუის ასაკის და დონის ფეხბურთელებით ლიგის ფინალში გასვლა რო შეუძლებელია თუ იცი ეგ ? მაგათ იუვენტუსის დონის მოთამაშეებად ჩამოყალიბებას დაახლოებიტ 5-6 წელი მაინც… Read more »
მე ვამბობ რომ რეალურად შანსი არის რომ 100-150 ლიმონი კრედიტის სახით აიღონ და ამ თანხად 5-6 კაცი დავიმატოტ განა არ შეიძლება გაიხსენე რეალმა რონალდუ, კაკა, არბელოა, ალონსო რო იყიდა 250 ლიმონი კრედიტით აიღო და ერთ წელშივე ამოიღო გასაგებია რომ იუვე დიდ ფულს არც არასდროს ხარჯავდა და თუ დახარჯა მაშინ 2001 წელს ზიდანი – 64 მილიონად და ინძაგი – 37 მილიონად გაყიდა და აქედან აღებული თანხით მოიყვანა ბუფონი – 42 ნედვედი ტურამი ხოდა ერთხელ ხომ შეიძლება რომ ჩვენც გავრისკოთ აგერ ბაიერნიც არ ყიდულობდა ძვირიან მოთამაშეებს მაქსიმუმი 20 მილიონი იყო ერთ კაცძე მაგრამ გადახედე მარტინესში რამხელა თანხა გადაიხადეს ასევე გიოტცეში ამიტომ ვამბობ… Read more »
bero-juve10
ეგრე სურვილი შეილება ბევრად უკეთესი თავდასხმის ყოლა იყოს მაგრამ სიმართლე ისაა რო დღეს მაროტა და ვერცერთი იტალიური გუნდი 50-60 მილიონს ვერ გადაიხდის ფორვარდში, იმიტო რო არც არაბი შეიხებია აქ და არც რუსი მილიარდელები..მადლობა უნდა ვთქვათ რო ტევესის და ლორენტეს დონის ფეხბურთელები გვყავს და გატანა არ გვიჭირს, რომას, ნაპოლის და მილანის დონის გუნდებს 3-3 გოლს ბევრი ვერ უტანს ) ამ მომენტისთვის ვერც კოშტას და ვერც მანძუკიჩს ვერ დავითრევთ იანვარში, ვნახოთ რა იქნება აწი..
ერთხელ ხომ უნდა გავრისკოთ გავყიდოთ ის ხალხი ანუ რუბინიო, დე ჩელიე, პადოინი, მოტა, პეპე, ისლა, მირკო, ჯოვინკო, პელუზო ამათგან დაახლოებით 50 ხომ მაინც ავიღებთ ამას დაამატონ 100-120 ლიმონი და 5-6 მაღალი დონის მოთამაშესაც დავიმატებთ არ დაგვავიწყდეს ასევე ახალგაზრდა ტალანტები მასი, გაბიადინი, ბერარდი, ძაძა, იმობილე, აპელტე, ლეალი თუ ლიგაზე გვინდა რომ მინიმუმ 1-2 ფინალში გავიდეთ ჯიბეზე ხელიც უნდა გაიკრან შეიზლება ვერ ვიყიდოთ მესი, რონალდუ, რიბერი, ხავი, ინიესტა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი, ფალკაო, ნეიმარი, აგუერო, მიულერი, ლამი მაგრამ რაღაც შანსები ხომ გვაქვს რომ სუარესი, კოშტა, ვერტონგენი, ვერატი, ინსინე, ჯეკო, როისი, დი მარია, კოენტრაო, ვან დერ ვილი, მხითარიანი, ნასრი ავიყვანოთ ამათგან თუნდაც 3-4 კაცი რარაფერს… Read more »
რამდენად დიდი შანსი გვაქვს რომ დიეგო კოშტა მოვიყვანოთ დარწმუნებული ვარ რომ ტევესს კარგად შეეწყობა ფასი დაახლოებით 40 მილიონი მაინც იქნება და სეგვიძლია მირკო, სება + 30 რომ მივცეთ.
მოკლედ შენ მაროტას მარჯვენა ხელი უნდა იყო ატლეტიკოს თუ უღირს ის იკითხე ერთი 19 თამაშში 19 გოლის გამტანი კაცი გაცვალოს იმ ორ ფეხბურთელში ერთად 2 გოლი რო აქვთ ცოტა ლოგიკური ხო უნდა იყოს..
დარჯა ვიცი რომ სება და მირკო არ არიან მისი დონის მაგრამ ჩემი აზრით თუ გვინდა რომ კარგი თავდასხმა გვყავდეს რაღაცით უნდა მოვთაფლოთ ამ ეტაპზე კარგი თავდამსხმელი რომელსაც იუვეს აქვს რაღაც შანსი რომ იყიდონ აი ეს ხალხი მიმაჩნია
კოშტა, ჯეკო, როისი, გრიზმანი, მანძუკიჩი.