ფასონე : ” გარიგება არ შესდგა ”
ინტერის გენერალური დირექტორის მარკო ფასონეს განცხადებით , ტურინელებსა და მათ შორის არანაირი წინასაწარი შეთანხმება არ შემსდგარა ფეხბურთელების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით . გუშინდელ პრესსკონფერენციაზე ჯუზეპე მაროტამ , ღიად დაადანაშაულა ნერიაძური ფეხბურთელის უპატივცემლობის გამო . იუვეს გენერალური დირექტორის განცხადებით , შეთანხმება ფაქტიურად შემსდგარი იყო , როდესაც ინტერმა მოულოდნელად დაბლოკა ყველანაირი მოლაპარაკებები და ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდა : ” არ მსურს ამ ეტაპზე ზემოთხსენებულ პრესსკონფერენციაზე კომენტარის გაკეთება . ჩვენ უკვე ვაცნობეთ იუვეს , რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელებას არ იქონიებდა . ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით . არის თუ არა კიდევ იმის შანსი , რომ გარიგება შესდგეს ? არ ვიცი , ამ წამისთვის რთულია რაიმეს პროგნოზირება ” .
წყარო : Tuttosport
ჩემი ნება რო იყოს ინტერს დავშლიდი საერთოდ!