Live : ვუჩინიჩი – გუარინის ბარტერზე მოლაპარაკებები განახლდა
მილანში გატარებული გრძელი და საქმიანი დღე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.ანტონიო კონტე, ფაბიო პარატიჩი და ჯუზეპე მაროტა დღეს საღამოს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფიგურების დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრებიან.მანამდე კი, საუბრები მირკო ვუჩინიჩისა და ფრედი გუარინის ბარტერის თაობაზე კვლავ განახლდა.რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში ნერიაძურის პრეზიდენტი, ერიკ ტოჰირი მივიდა, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და შეხვედრებისკენ გაეშურა.სასაუბრო თემათაგან ერთ-ერთი, ბუნებრივია მირკო ვუჩინიჩისა და ფრედი გუარინის ბარტერია, რომელიც სავსებით შესაძლებელია, შედგეს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩერნოგორიელმა ფორვარდმა პირადად შეუთვალა უარი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კარიერის გაგრძელება “ინტერში” სურს, კოლუმბიელ შუახაზელს კი, თავისმხრივ, ტურინისკენ მოუწევს გული.კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა არის ის, რომ ვუჩინიჩის აბარგების შემთხვევაში შესაძლოა მაროტამ დომენიკო ბერარდი დააბრუნოს.საქმე იმაშია, რომ იტალიელი ფორვარდის მიმართ დიდ ინტერესს ბრიტანელები იჩენენ და მათგან დასაცავად, გასაკვირი არ იქნება, თუ 19 წლის მოთამაშე ტურინს ზამთარშივე მიაშურებს.ამ გარიგებაში მთავარ როლს ალბათ სწორედ ფეხბურთელის აზრი ითამაშებს, დარჩება იგი “სასოულოში” თუ შეეჭიდება ტურინულ გამოწვევას.
წყარო : Tuttojuve
მაროტამ ჯურნალისტებთან საუბრუს დროს თქვა რო ეხლა დრო შეიცვალა უკვე და ფეხბურთელს თუ არ უნდა გაჩერება გუნდში არავინ დააკავებს ძალით , თუნდაც კონკურენტ გუნდში სურდეს თამაში )) მოკლედ დაველოდოთ, დიდი ალბათობაა რო შედგეს ეს ბარტერი ) თან ტოჰირმა თავად დაესწრო ინტერი კატანიას თამაშს და ნახა როგორი უსუსურია ინტერის თავდასხმა ) მირკო რამდენად გააცოცხლებს ინტერის თავდასხმის ხაზს ეგ მეოერე საკითხია ) მაცარის გონია მირკო წაადგება გუნდს ..
მაროტა რაგა იყო)):დ მორატიმ
მაროტამ რაღაც კომენტაეი გააკეთა
სად დზმა?მიტხარი