“იუვენტუსი” და კონტე 2018 წლამდე გაახანგრძლივებენ
ტურინის “იუვენტუსმა” ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.იტალიელი სპეციალისტი ბიანკონერებში 2018 წლამდე დარჩება და მისი წლიური ანაზღაურება ოთხი მილიონი ევრო იქნება.აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში პირადად იყო ჩართული ბებერი ქალბატონის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი და შეთანხმების მიღწევაში მისი წვლილი საკმაოდ დიდია.აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის ძალით ანტონიო კონტე პირადად გააკონტროლებს სატრანსფერო ბაზარზე ტურინელთა ქმედებებს, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი კი მისი დავალებების მთავარი შემსრულებლები იქნებიან.აქვე ვთქვათ, რომ მსგავსი ფუნქცია წლების მანძილზე მანჩესტერ “იუნაიტედის” ლეგენდარულ დამრიგებელს, სერ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა მინიჭებული.კონტრაქტს ხელი ოფიციალურად თებერვლის თვეში მოეწერება.
ესეც ვიცოდი ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა,ამის გაშვება იქნებოდა ყველაზე დიდი შეცცდომა,წარმატებები ანტონიო