სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
პაბლო დანიელ ოსვალდო ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება.მირკო ვუჩინიჩის სავარაუდო შემცვლელად ბიანკონერებს სწორედ იტალიელი ფორვარდი სურთ და როგორც სჩანს, მის გაფორმებასთან არც თუ ისე შორს არიან.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული “საუთჰემპტონი” მზადაა 28 წლის წინახაზელი აპენინებზე არენდის წესით ორ მილიონ ევროდ დააბრუნოს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, რომელიც ბებერ ქალბატონს ათი მილიონი დაუჯდება.დიდი ალბათობით, ტურინში გადაბარგების მოწინააღმდეგე არც თავად ფეხბურთელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს “ინტერი”, “მონაკო” და “ზენიტი” იჩენენ.
ტურინში კი ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა ჩამოფრინდა.ამის მიზეზი ბიანკონერების ხელმძღვანელობასთან გასამართი მოლაპარაკებებია პოლ პოგბას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.არცერთი მხარე ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და სულ მალე, ფრანგი ნახევარმცველი ბებერი ქალბატონისგან ახალ, ბუნებრივია, გაცილებით გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს.
ფრედი გუარინისა და მირკო ვუჩინიჩის უკმაყოფილება კი უკვე პიკს აღწევს.ჩერნოგორიელი და კოლუმბიელი ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან “იუვენტუსისა” და “ინტერის” მოლაპარაკებებით და ითხოვენ, მათ შორის ბარტერი მალე შედგეს.შეგახსენებთ, რომ არცერთი მათგანი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით არ ვარჯიშობს და ორივეს სურვილი ნათელია, კლუბების შეცვლა.ნერიაძური მზადაა გუარინი გაუშვას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის შემცვლელს იპოვის, ვარიანტებად ლუიშ ნანი ან ერნანეში განიხილებიან.
ბრაზილიური პრესის ცნობით დღეს “იუვენტუსმა” “კორინთიანს” ალეშანდრე პატოს შესახებ მიმართა, თუმცა ბრაზილიელებისგან მყისვე მიიღო უარი.ბიანკონერებს ბრაზილიელი ფორვარდის აყვანა არენდის წესით სურდათ, თუმცა სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა მოლაპარაკებების წამოწყება არ ისურვა.აღსანიშნავია, რომ თავად პატოს “იუვენტუსის” მიერ შეთავაზებული წინადადება მოეწონა და დასტურიც მისცა.
წყარო : Tuttojuve, Football Italia, Tuttosport
ზეგ პატო გახდება იუვეს 9 ნომერი, სულ ეგრე ხდებახოლმე, ვისზეც დიდი ხანი მიდის საუბარი ვერავის ყიდულობენ, ადრე იყო და სუარესი ან აგუერო უნდა ეყიდათ თითქმის იუვენტუსელები იყვნენ და უცებ ვუჩინიჩი მოიყვანეს, მერე იყო ნანი უნდა ეყიდათ და ელია გააძრეს, მერე ან იოვეტიჩი ან ვან პერსი ჰოდა ტევესი გამოჩხრიკეს ეგრევა, ახლაა და გუარინს და ოსვალდოს ეჩალიჩებიან და ალბათ პატოს დაითრევენ.
ALLENATORE
არ ვამბობ ოსვალდო სტაბილურია მეთქი, მაგრამ წლევანდელ სეზონში როგორც ასეთი მირჩევნია, მირკო რო სუპერთასზე შემოვიდა და 4-1 ში ლომის წვლილი დაიდო მაგის მერე გავიდა ორი წელი და პლიუს ერთი სკუდეტო და ერთი სუპერთასი მოვიგეთ, იმის გამო უნდა გვყოლოდა ათი წელი? წელს არ იყო ვუჩინიჩი გუნდისთვის გამოსადექი და გაუშვეს, ოსვალდო შემცველად მოიყვანეს..
ვუჩინიჩის ფანი არ ვარ მე )) გასაშვება შეილება დიდი დამნაკარგი არა ) იმას ვამბობ რო როცა ვინმეს უშვებ იუვეს დონის გუნდი უკეთესი უნდა მოიყვანო ხო ? შენ დაწერე რო კლასნია ოსვალდო და კლასნი თუა და თან არასტაბილური რაშიც დამეთანხმე ) ორივე ერთად არ გამოდის , მაგაზე დავწერე რო თქვი კლასნიაო )) მე მაგის კლასი ვერ დავინახე ვერსად )
ეგრე აკლია არასტაბილურობა პაცინის და ჯილარდინოს, თუ მათი გამოყენება ნაკრებშია შესაძლებელი ეგრე არც მატრის და ოსვალდოს დავიწყება იქნება მთლად სწორი )) ვუჩინიჩი ბაზარი არაა ცუდი არ არის, მაგრამ წელს ვუჩინიჩი ოსვალდოსთან კი არა ძალიან ბევრთან ახლოსაც ვერ მივა, ტიპი სულ ლაზარეთშია და ტრავმიანობს, ოთხჯერ გამოვიდა სულ მოედანზე და ვერ ითამაშა რა ) ოსვალდო კიდე ცენტრფორვარდზე გაზრდის კონკურენციას და ლორენტეს დაასვენებს საჭირო მომენტში, თასზე გამოჩნდა რომ ჯიოვინკო – კვალიარელას დუეტი ვერაფერს ქმნის წინ..
:D:D: და ოსვალდო სტაბილურია ? ვუჩინიჩი ტრამვამდე ცუდად არ თამაშობდა ,გაიხსენე მისი თამაში სუპერ თასძზე ეგ 4-1 მისი დამსახურება იყო ქუსლით აკეთა საგოლე გადაცემები ) თასზე რა უნდა ექნათ? ბურთი არ მიდიოდა თავდასხმელებამდე დაცვაში იჯდა 10 კაცით ) მაგ თამაში ოსვალოდო რას იზავდა )? რომელი დრიბლინგით ეგ გამოირჩევა მაგის მოტყუებული კაცი არ მახსოვს მე )) გასაგებია რო სხვა ტიპის იგროკია სუფთა ცენტრალურია ) მარაა როცა სტაბილურობაზეა საუბარი ოსვალოდზე არასტაბილური თავდამსხმელი არ ვიცი რა ვინ დავწერო )) დაჯდება რა სკამზე ბორიელოც გვყავდა ეგრე 6 თვე ივარჯიშა და წავიდა ეგრე იქნება ეგეც )) ტეხავს პროსტა სად პოულობენ ამ მკვდრებს )) როგორც ბენტნერი,… Read more »
ვინ რას წერს და ვის აგინებს ეგ არ ვიცი )) და მკიდია )) ოსვალდო კლასნი კი არა მაგარი არასტაბილური იგროკია ჯერ ერთი მეორე ის რო, კონფლიქტურია ყველა გუნდში რომელშიც იყო წავიდა სკანდალით) ხან ეს არ მოსწონს ხან ის ) საუთჰემტონში 6 თვეა რაც გადავიდა და იქედანაც აგდებენ )) და ეგაა რო სხვის ნაგავს კრიფავს მაროტა )) ჯილარდინოს და პაცინის რაც შეეხება სულ ერთ დონეზე თამაშობენ, იმას არ ვამბობ რო დიდი ფორვარდები არიან , უბრალოდ გამოყენება შეილება ნაკრებში ჯილას , რაც არ უნდა იყოს საჯარიმოში კარგად თამაშობს და შეუძლია არაფრისგან გოლის გატანა ) ოსვალდო კიდე არასტაბილურია ეგ ერთი მეორე იმ საუთჰემტონში… Read more »
პატოო როგორ გამისწორდება ეგ ბიჭი ფორმაში ჩასვამს კონტე და ეგაა
პატო მინდა
არანაირად არ ჯობია ძმაო პაცინი და ჯილარდინო ოსვალდოს, ტყუილად ეროვნულ ნაკრებში არავინ არ მოხვდება და მით უმეტეს ისეთ კონკურენციაში როგორიც აძურიშია და ისეთ მწვრთნელთან, როგორიც პრანდელია )) ძალიან კლასნი და მეგოლე ფორვარდია ოსვალდო, ამ სიატზე მოსაწონი ფორვარდი ხო არაა სუარესის და კავანის გარდა )) დარწმუნებული ვარ ნეგრედო რო გეხსენებინა 1 წლის წინ იუვეს უნდაო მაინც მაროტას გინება წამოვიდოდა და დაიწყებოდა ეს რეალში არ გაბრწყინებული, სევილიას ფეხბურთელი თან 28 წლის რათ გვინდაო, აი 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტო რო ეგრე იყო ლიორენტეზე და ტევესზე, მაგრამ ორივე გამოგვადგა, ხო ხედავთ როგორ თამაშობს ნეგრედო, სასწაული სეზონი აქვს ტიპს და სიტის წარმატებაში ლომის… Read more »