დღევანდელი ვარჯიშის მიმოხილვა
ტურინის “იუვენტუსი” “ინტერთან” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის აქტიურად ემზადება.დღეს დილით, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე მირკო ვუჩინიჩი გამოჩნდა, რომელმაც ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.ჩერნოგორიელი ფორვარდი ანტონიო კონტესაც გაესაუბრა, როგორც სჩანს, გუნდში დარჩენის სურვილი გაუმხილა და დაპირდა, რომ ბებერი ქალბატონისთვის ყველაფერს გაიღებს.დღის მეორე ნახევარში ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა პაბლო დანიელ ოსვალდო, რომელსაც პირველი ვარჯიში ჰქონდა ტურინული კლუბის რიგებში.ბიანკონერების ოფიციალური ვებ-გვერდის თქმით, საღამოს სესიას აკლდა მხოლოდ ფაბიო კვალიარელა, რომელიც გაცივებულია და სამწვრთნელო შტაბმა მას დასვენების უფლება მისცა.სხვადასხვა წყაროების მტკიცებით კი, 30 წლის იტალიელის ვინოვოდან წამოსვლის მიზეზი მისი სატრანსფერო ოპერაციებში ჩართულობაა.