Live : სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე – მოლაპარაკებები
00:00 – ჯუზეპე მაროტა ტურინში დაბრუნდა.მილანში გატარებული საქმიანი დღის შემდეგ ბიანკონერების გენერალურმა დირექტორმა ატაოტელი დატოვა და სავარაუდოდ, ტურინელთა სათავო ოფისს მიაშურა.შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერი ფანჯრის ოფიციალურად დახურვამდე ორ საათზე ნაკლები დრო რჩება და ანტონიო კონტეს განკარგულებაში ექვსი ფორვარდია, ფაბიო კვალიარელას ან მირკო ვუჩინიჩს გუნდი ჯერაც არ დაუტოვებიათ.ბებერ ქალბატონში ამ მომენტამდე მხოლოდ პაბლო ოსვალდო ჩაირიცხა, გუნდი კი პაოლო დე ჩელიემ და მარკო მოტამ დატოვეს.
21:30 – ფრედი გუარინის შესახებ საინტერესო და ერთობ უცნაური სიახლეების გავრცელება გრძელდება.რამდენიმე საათის წინ ფეხბურთელი თითქოს ახლოს იყო ტურინში გადაბარგებასთან და მოლაპარაკებები გუნდებს შორის აღდგა, ეს მართლაც ასეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელის აგენტისა და “ინტერის” წარმომადგენლის შეხვედრისას საუბარი იყო კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც.როგორც სჩანს, ერიკ ტოჰირი ფრედის შენარჩუნებას გაუმჯობესებული ხელშეკრულებით ცდილობს, ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფეხბურთელი.რაც შეეხება ტვიტერზე განთავსებულ პოსტს, რომელშიც გუარინი “ინტერის” ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, ამის შესახებ პერეირამ მოკლედ უპასუხა ჟურნალისტებს : “ფრედი იმას პოსტავს, რასაც ფიქრობს.”
20:30 – Sky Sport ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.საქმე იმაშია, რომ ფრედი გუარინის პირადი აგენტი, მარსელო ფერეირა მილანის “ინტერის” სპორტულ დირექტორს შეხვდა და მისი კლიენტის მომავალზე გაესაუბრა.როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მოლაპარაკებებში ნამდვილად არის პოზიტიური ძვრები და დიდი ალბათობით, საუბრები სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გუარინისა და ნერიაძურის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ შედგა, რაც ტელეფონით ერთმანეთს ბრანკა და მაროტა გაესაუბრნენ.
19:45- ტურინის “იუვენტუსი” ფრედი გუარინის ხელში ჩაგდებას მაქსიმალურად ცდილობს.ტუტოიუვეს მტკიცებით, ბიანკონერების ხელმძღვანელობას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნერიაძურის წარმომადგენლებთან ახალი შეთავაზების თაობაზე.ჯუზეპე მაროტა მზადაა კოლუმბიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მილანელებს ფაბიო კვალიარელა ან მირკო ვუჩინიჩი შესთავაზოს.რას გადაწყვეტს ერიკ ტოჰირი და მისი ქვეშევრდომები, ამას დღესვე აუცილებლად შევიტყობთ, რამეთუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ექვსი საათი დარჩა.
17:30 – ფაბიო კვალიარელამ ვინოვოს სამწვრთნელი ბაზა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.ამის მიზეზი, ბუნებრივია, ის არის, რომ იტალიელი ფორვარდი მოლაპარაკებების ეპიცენტრში იმყოფება და დიდი შანსია, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინი დატოვოს.მისდამი განსაკუთრებულ ინტერესს მილანის “ინტერი” იჩენს, რომელიც მზადაა ბიანკონერებს ფრედი გუარინი დაუთმოს.კოლუმბიელ ნახევარმცველს ტურინში სურს ასპარეზობა და გასაკვირი არ იქნება, თუ ბრანკა-მაროტას მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
17:00 – სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” წარმომადგენლები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.გუნდების სპორტული დირექტორების, მარკო ბრანკასა და ჯუზეპე მაროტას სასაუბრო თემა უპირველეს ყოვლისა ფრედი გუარინის მომავალი იქნება, რომლის დიდი სურვილი კარიერის ბიანკონერებში გაგრძელებაა.ნერიაძურიმ კი, თავისმხრივ, ბრაზილიელი ერნანეში უკვე შეიძინა და შეტევის გაძლიერების სანაცვლოდ, წინააღმდეგი არ იქნება კოლუმბიელი შუახაზელი გაუშვას, რომელთან ურთიერთობაც არც თუ სახარბიელოა.აღსანიშნავია, რომ ბარტერში, რომლის შედეგადაც ფრედი შავ-თეთრებში უნდა ჩაირიცხოს, შესაძლოა მირკო ვუჩინიჩის ნაცვლად ფაბიო კვალიარელა იქნას ჩართული.
მოკლედ მორიგი გაუგებარი სატრანსფერო კამპანია რომელიც ანიელი-მაროტას დუეტმა შემოგვთაზა … კაი გუარინი არ დათმეს მაგრამ ხონ უნდა ემუსავათ სხვა ალტერნატივებზე .?
ნანიზე მანიუს წინადადება რომ წარუდგინეს ღამის 23:55 ზე ვინ განიხილავდა მაგას ასეთ დროს ..??
ან ჟერემი მენეზი სულ რომ არ გახსენებიათ ? პსჟ-ში კაბაიაე გადავიდა + ლუკას მოურა და ლავეცი და მენეზს სათამაშო დრო ძალიან ცოტა ექნება და სიხარულით წამოვიდოდა ტურინში …
მოკლედ რა ისღა დარჩენიათ რომ მთელი ჯვრი ინტერზე იყარონ კვირას ….
საღოლ,კაკარაზ ოსვალდოზე ვოცნებობდი ეს წლებია
იტალიაშიც დაიხურა ხო სატრანსფერო ფანჯარა? ანუ გამოდის რო გუარინი ვერ დავიტრიეთ და 6 ფორვარდი შეგვრჩა?
ოსვალდო მაგარი კაცია, ტოტის და დე როსის მაგარი სმს გაუგზავა
რას კამათობთ ტო მაგის კაი თამაში ვის არ გაუხარდება თუ ითამაშა )) მკვდარი , მკვდარია , იუვეში მორგია გახსნილი )) :D ჯერ ვერ გაააცოცხლეს ვერც ბენტნერი , ანელკა, ბორიელო ,.. ეხლა ცდიან კიდე :D:D: 6 თავდამსხმელი არავის ყავს :D არ ჯობია 2 გყავდეს და ცოცხალი. ვიდრე 6 დან 3 მკვდარი და ერთი მინიმუმ სიკვდილის პირას :D:D:D .. მალე მგონი ჩვენ ისეთი სასტავი იკრიბება რაგბის თამაშსაც დავიწყებთ )) :D:D ხარისხზეე უნდა გაკეთდეს მეგობრებო აქცენტი და არა რაოდენობაზე … თუ გვინდა გუნდმა დაკარგული სახელი აღიდგინოს ევროპაში )) ესენი ექსპერიმენტებს აკეთებენ დათვალეთ ტო ბოლო 3წელში რამდენი მკვდარი მოიყვანეს , თავდასხმაში . მერე გაცოცხლება… Read more »
აგერ ხარ შენ და მალე ესენი კიდე ერთ ან ორ მკვდარს იყიდან…. ისე ოგბონა ეს 3 თამაში ყველაზე დამაჯერებელი იყო ჩვენ დაცვაში 40 ალბათ შეელევა ბარსა სანჩეს და იყიდონ.. კავანი სუარსს და ასე შემდეგ უკვე აღარავი გაყიდის…
გაურინმა ინტერთან გაახანგრძლივა კონტრაქტი
ოსვალდოს რას ერჩით პირიქით მე მაგრად გამისწორდა ეგ ტრანსფერი კვალიარელას რო ადარებთ გააჩნია რა ასპექტში თუ გოლზე მიდგა საქმე ოსვალდო ჯობია თუ გუნდს მოერგო ოსვალდო ძან გამოადგება იუვეს ლორენტეს კონკურენციას გაუწევს აბა ლორენტე ოსვალდო ერთად არამგონია ლორენტე ტევესი თუ ლორენტე ოსვალდო ეს იქნება საკითხავი თუმცა არამგონია ლორენტე ამოაგდოს მარა ის + იქნება რო სუსტ გუნდებთან წინა ხაზს დაასვენებს
მემგონი გაურკვევლად არ უნდა ვწერდე… მე კი არაფერს ვერჩი მარა 19 მილიონს რომ დაამატონკიდე ერთი მაგდენი ბევრად მაგარ თავდასხმელს ვიყიდით
მერე იქნებ არც იყიდონ თუ გაამართლა და ითამაშა გამოისყიდიან თუ არადა გაუშვებენ უკან
bneli
მე კვალი მირჩევნია მარა ოსვალდოში ოფრო მეტ პოტენციალს ვხედავ სამომავლოდ, კვალის ვიცი რაც შეუძლია და ოსვალდო ისეთი ფეხბურთელია რო კაცმა არ იცის რა შეუძლია შეიძლება იუვეში იე ითამაშოს მთელი იტალია აალაპარაკოს
ააალაპარაკოს მაგრამ მეეჭვება.. აი სერია ბ დან რომ გადმოვედით მაშინდელ ჯუვეს იმენა ლიდერი იქნებოდა მაგრამ უკვე მაღალი კლასია საჭირო
მემგონი გაამართლებს
ვისაც არ გაუხარდეს …… აგერ 4თვე, ბურთი და მოედანი:-D:-D:-D:-D
სერია ბ- დან რომ გადმოვიდა იუვე იმ გუნდის ლიდერი ოსვალდო კი არა პოგბა და ვიდალი ვერ იქნებოდა
ოსვალდო სულარც არ არის ურიგო თავდამსხმელი / მაგრამ ამ ეტაპზე ამ ტიპის ფეხბურთელი რა აუცილებელი იყო ვერბ ვხდები ..?
ისიც ფაქტია რომ მიუხედავად დიდი ბრძოლისა ინტერმა არ დათმო ფრედი გუარინი, რომლის შეძენა კონტეს ჯერ კიდევ მისი პორტოში გამოსვლისას სურდა (რადგან ვერ იტანდა კრასიჩს) ……
ისე აშკარაა რომ ეს კონტე ვერც კვალიარელას იტანს მაინცდამაინც
მე იმას კი არ ვამბობ რომ მთლად წყალს გასატანებელია … უბრალლოდ მაგ დონის უკვე 3 კაცი გვიხეხავს ზამენას.. გუნდს თავასხმაში კრეტიული ფეხბურთელი ესაჭიროება.. მარტოსაც რომ შეეძლება თამაშის წაყვანა.. ტევესი იმენა მუშაა ბევრს დარბის მაგრამ რაგაც აკლია და ლორენტე ტიპიური ცენტრ ფორვარდია,,, ვიგაც მაგათგან განსხვავებული არი კიდე მოსაყვანი.. ჩემი სუბიექტური აზრია რომ კვალი და ოსვალდო იმენა ერათი დონეა
კვალი არსენალში ძეიძლება წწავიდეს 8 მილიონად, მემგონი კვალისთვის საუკეთესო ვარიანტია
ჯიგრულად თქვი კვალიარელა ღირს 8 მილიონი და 19 ოსვალდო? რით არის ორ ნახევარზე მეტი კვალიზე ოსვალდო?
ოსვალდო რატო არ მოწონთ თუ იცით ხალხს? იმიტორო იტალიელია ხვალ რო თქვას ოსვალდომ უვარს ვამბობ იტალიის მოქალაქეობაზეო და არგენტინისას ვიბრუნებო შეიძლება ზოგმა ისიც თქვას იგუაინს ჯობია და ტევესთან ახლოსააო
რაიყო იუვეს ფანებიხართ და ნაკრების ერთერთი ძირითადის თავდამსხმლი მოვიდა უკეთეს კომენტარებს არ იმსახურებს?
ჯერ ძმის გულო ეგ მეორე პრობლემაა რომ ოსვალდო ითვლება იტალიის ძირითად თავდასხმელად… ოსვალდო აქ ზამენის სახეხაადა მოსული.. მეორეც 19 მილიონი ცოტა ბევრი ხო არაა მასში გადასაყრელად? 19 თუ გვაქ კიდე ერთი 19 დაემატოს და სანჩეს ჩაგვახუტებენ.. იტალიის ნაკრები ღმერთმა ნუ ქნას ოსვალდოზე იყოს დამოკიდებული
მასე არც ბონუჩი არაა კანავარო მარა კი თამაშობს ნაკრებში და არც ბუფონი არ იქნება ლეალი მარა კი ითამაშებს, დღეს არის თუ არა ოსვალდო იტალიის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი და რეალური კანდიდატი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? სანჩესი ფლანგის მოთამაშეა და შეიძლება საერთოდ არ ჯდებოდა კონტეს სქმაში ან რა დარწმუნებული ხარო რო სანჩესი უეჭველი გაამართლებდა? აგერ მოიყვანეს უფასოდ კაცი და თუ დაიმსახურებს გამოსყიდვას გამოისყიდიან თუ არადა კი დააბრუნებენ არც დელნერისდროინდელი სატრანსფერო პოლიტიკა მოგვწონდა და არც ახლანდელი, ალბათ ვიღაცას არც ბარსას ტრანსფერები არ მოწონს, ჩემთვის მეორეხარისხოვანია ტრანსფერი, მე დარწმუნებული ვარ ვინც იუვეში მოვა იმ ხალხით მჯერა რო იუვე ყველაფერს მოიუგებს მითუმეტეს იუვენტუსის გულშემატკივარი იტალიის ნაკრების… Read more »
6 თვიანი ფეხბურთელი ყოფილა ოსვალდიტო
სადაა 6 თვიანი 4 თვიანია 31 მაისს უნდა გამოისყიდონ ან დააბრუნონ
ოსვალდო ჩვენია
Ise ambob chvenc mesi an ronaldo gveyodos
ოსვალდოს გამოსყიდვა 19 მილიონი? როგორ ღირს 19, როცა რომამ 16-ად იყიდა და საუთჰემპტონში ჩაგდებული სეზონი აქ? ეს უფრო ინტერესი ჯინზეა ხო ინტერესი მერდააა
ოსვალდოში 20 მილიონს იხდიან?
მემგონი იუვე ვერავს დაიტრევს
აუუ რა არაფერი არ ხდება ამ სიატზე ადრე სულ იწერებოდა რამე :D:D თუ იუვე აღაარაპირებს ვინმეს ყიდვას უეჭველიიი დამტანჯა ანიელიმ რა
როდის დასრუდება ეს საგა რაა ვერარ გავიგე ვინ მოდის და ვინ მიდის
მე გეტყვი ვინ მოდის გადასაყრელად გამზადებული ნაგვებიი…
ერნანეში უკვე ინტერელია და იქნებ ეს გამოუშვან ტურინში
ეს რო არ გამოვიდეს მაგარი გატეხავს რა:(((((((( ოსვალდოს რაღაც მჯერა როო კარგიიი ზამენა იქნება